მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ახალი ავტორი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში - კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებული წიგნების შეძენა უკვე შესაძლებელია
სამი ახალი ავტორი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში - კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებული წიგნების შეძენა უკვე შესაძლებელია

თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­ინ­ტე­რე­სებთ, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეთ, რომ კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2024“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. მიმ­დი­ნა­რე წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბი და წიგ­ნე­ბი არი­ან:

  • ელე­ნე კუპ­რაშ­ვი­ლი - „ფო­ლა­დის ფრთე­ბი“
  • ნა­თია სა­გი­ნაშ­ვი­ლი - „ფრთხი­ლად! ცირ­კში მკვლე­ლია!“
  • ნინო ჟვა­ნია - „მე­კო­მო­კო­ნე­ბი ანუ ძუ­ი­ჰი­ცუ“

ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ისე „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე. ონ­ლა­ინ შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში წიგ­ნებს კუ­რი­ე­რი სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე მო­გი­ტანთ.

აქვე გა­გაც­ნობთ გა­მარ­ჯვე­ბულ წიგ­ნებს:

„ფო­ლა­დის ფრთე­ბი“ - ეს ეპი­კუ­რი ის­ტო­რია ომი­სა და მი­თო­ლო­გი­ის ეპო­ქა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც ორი უდი­დე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცია — კარ­თა­გე­ნი და რომი — გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლის წინ დგას. მთა­ვა­რი გმი­რი, პე­რის­ტე­რი, ღა­რი­ბი ბე­ბი­ა­ქა­ლის შვი­ლია, რო­მე­ლიც უმა­მოდ იზ­რდე­ბა კარ­თა­გენ­ში. მისი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა დგე­ბა, რო­დე­საც დე­დას ცნო­ბი­ლი გე­ნე­რა­ლი ჰა­მილ­კარ ბარ­კა იწ­ვევს, მისი ცო­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. სწო­რედ აქ შეხ­ვდე­ბა პე­რის­ტე­რი გე­ნერ­ლის ტყუპ ვა­ჟებს, ანი­ჰალს და ჰარ­ტა­გოს, და მათი ბედი ერ­თმა­ნეთ­ში იხ­ლარ­თე­ბა.

სი­უ­ჟე­ტი გა­ჯე­რე­ბუ­ლია მი­თო­ლო­გი­ით, სა­დაც ღმერ­თე­ბი ქედ­მაღ­ლო­ბით ადევ­ნე­ბენ თვალს ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბას, და ადა­მი­ა­ნე­ბი, ხში­რად სას­ტი­კი რი­ტუ­ა­ლე­ბით, ცდი­ლო­ბენ მათი წყა­ლო­ბის მო­პო­ვე­ბას. გმი­რებს არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა ელით: ბრძო­ლე­ბი, შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბი და სამ­ღვდე­ლო­ე­ბის ზე­წო­ლა. მთა­ვა­რი კი­თხვა ისაა, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა და მო­ა­ხერ­ხე­ბენ თუ არა გმი­რე­ბი მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას, როცა ერთ მხა­რეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს ღმერ­თე­ბი დგა­ნან.

„ფრთხი­ლად! ცირ­კში მკვლე­ლია!“ - თბი­ლი­სის ცირ­კი იმა­ზე მეტი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­თაა მო­ცუ­ლი, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. 9 ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს ცირ­კში ჯამ­ბაზს კლა­ვენ. მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბას თე­ი­მუ­რა­ზი და მისი სტა­ჟი­ო­რი, ტატო, იწყე­ბენ. ტა­ტოს თა­ვის კა­რი­ე­რა­ში დე­ბი­უ­ტი აქვს. თე­ი­მუ­რა­ზი კი დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას აპი­რებს და წას­ვლამ­დე უკა­ნას­კნე­ლი საქ­მის აღე­ბას თან­ხმდე­ბა.

უდა­ნა­შა­უ­ლო ჯამ­ბა­ზის მოკ­ვლის მი­ზე­ზის გარ­კვე­ვას მო­ხუ­ცი დე­ტექ­ტი­ვი და ახალ­გაზ­რდა სტა­ჟი­ო­რი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან და­ნა­შა­ულ­თან მიჰ­ყავს. გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბა სა­ხი­ფა­თო თავ­გა­და­სავ­ლის სა­ხეს იღებს, რაც მკვლე­ლო­ბა­თა ახა­ლი სე­რი­ი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბით სრულ­დე­ბა.

„მე­კო­მო­კო­ნე­ბი ანუ ძუ­ი­ჰი­ცუ“ - მე­კო­მო­კო­ნე­ბი, ანუ ძუ­ი­ჰი­ცუ ” ქმნის ამ­ბი­სა თუ სამ­ყა­როს ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ცდას, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით აძ­ლი­ე­რებს თხრო­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტი­ლი და ტექ­ნი­კა. ჩა­ნა­წე­რე­ბის არსი, რო­გორც თა­ვად იუ­წყე­ბა ავ­ტო­რი ტექ­სტში, ქა­რის მოძ­რა­ო­ბა­შია. სწო­რედ ამ მოძ­რა­ო­ბა­ში ირ­ხე­ვა და იკ­ვე­თე­ბა ხში­რად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი და თან სა­ოც­რად სა­ჭი­რო წვრილ­მა­ნე­ბი, რო­მელ­თა და­ნახ­ვის­კე­ნაც გვი­ბიძ­გებს ავ­ტო­რი. აქ მო­თხრო­ბილ უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს, გარ­და მოქ­ნი­ლი ენი­სა, რო­მელ­საც თან სდევს მე­ლო­დი­უ­რო­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა, ამ­შვე­ნებს ფო­ტო­ა­პა­რა­ტით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბიც. სწო­რედ ამ­გვა­რი სინ­თე­ზით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი ტექ­სტი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ავ­ტო­რი მკი­თხველს სხვა­დას­ხვა დრო­სა და სივ­რცე­ში ამოგ­ზა­უ­რებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

სამი ახალი ავტორი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში - კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებული წიგნების შეძენა უკვე შესაძლებელია

სამი ახალი ავტორი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში - კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებული წიგნების შეძენა უკვე შესაძლებელია

თუ თანამედროვე ქართული ლიტერატურა გაინტერესებთ, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებული წიგნების შეძენა უკვე შესაძლებელია. მიმდინარე წელს გამარჯვებული ავტორები და წიგნები არიან:

  • ელენე კუპრაშვილი - „ფოლადის ფრთები“
  • ნათია საგინაშვილი - „ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“
  • ნინო ჟვანია - „მეკომოკონები ანუ ძუიჰიცუ“

ახალი გამოცემების შეძენა შესაძლებელია როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე. ონლაინ შეძენის შემთხვევაში წიგნებს კურიერი სასურველ მისამართზე მოგიტანთ.

აქვე გაგაცნობთ გამარჯვებულ წიგნებს:

„ფოლადის ფრთები“ - ეს ეპიკური ისტორია ომისა და მითოლოგიის ეპოქაში მიმდინარეობს, სადაც ორი უდიდესი ცივილიზაცია — კართაგენი და რომი — გადამწყვეტი ბრძოლის წინ დგას. მთავარი გმირი, პერისტერი, ღარიბი ბებიაქალის შვილია, რომელიც უმამოდ იზრდება კართაგენში. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც დედას ცნობილი გენერალი ჰამილკარ ბარკა იწვევს, მისი ცოლის გადასარჩენად. სწორედ აქ შეხვდება პერისტერი გენერლის ტყუპ ვაჟებს, ანიჰალს და ჰარტაგოს, და მათი ბედი ერთმანეთში იხლართება.

სიუჟეტი გაჯერებულია მითოლოგიით, სადაც ღმერთები ქედმაღლობით ადევნებენ თვალს ადამიანთა ცხოვრებას, და ადამიანები, ხშირად სასტიკი რიტუალებით, ცდილობენ მათი წყალობის მოპოვებას. გმირებს არაერთი გამოწვევა ელით: ბრძოლები, შეთქმულებები და სამღვდელოების ზეწოლა. მთავარი კითხვა ისაა, თუ როგორ წარიმართება წინასწარმეტყველება და მოახერხებენ თუ არა გმირები მისგან თავის დაღწევას, როცა ერთ მხარეს ადამიანები, ხოლო მეორე მხარეს ღმერთები დგანან.

„ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“ - თბილისის ცირკი იმაზე მეტი საიდუმლოებითაა მოცული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 9 ოქტომბრის ღამეს ცირკში ჯამბაზს კლავენ. მკვლელობის გამოძიებას თეიმურაზი და მისი სტაჟიორი, ტატო, იწყებენ. ტატოს თავის კარიერაში დებიუტი აქვს. თეიმურაზი კი დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობის დატოვებას აპირებს და წასვლამდე უკანასკნელი საქმის აღებას თანხმდება.

უდანაშაულო ჯამბაზის მოკვლის მიზეზის გარკვევას მოხუცი დეტექტივი და ახალგაზრდა სტაჟიორი ფართომასშტაბიან დანაშაულთან მიჰყავს. გამოძიების მსვლელობა სახიფათო თავგადასავლის სახეს იღებს, რაც მკვლელობათა ახალი სერიითა და მოულოდნელი აღმოჩენებით სრულდება.

„მეკომოკონები ანუ ძუიჰიცუ“ - მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ ” ქმნის ამბისა თუ სამყაროს ერთიანობის განცდას, რომელსაც განსაკუთრებით აძლიერებს თხრობის არაჩვეულებრივი სტილი და ტექნიკა. ჩანაწერების არსი, როგორც თავად იუწყება ავტორი ტექსტში, ქარის მოძრაობაშია. სწორედ ამ მოძრაობაში ირხევა და იკვეთება ხშირად შეუმჩნეველი და თან საოცრად საჭირო წვრილმანები, რომელთა დანახვისკენაც გვიბიძგებს ავტორი. აქ მოთხრობილ უამრავ საინტერესო ამბავს, გარდა მოქნილი ენისა, რომელსაც თან სდევს მელოდიურობისა და მუსიკალურობის შეგრძნება, ამშვენებს ფოტოაპარატით დაფიქსირებული კადრებიც. სწორედ ამგვარი სინთეზით არის გაჯერებული ტექსტი, რომლის მეშვეობითაც ავტორი მკითხველს სხვადასხვა დროსა და სივრცეში ამოგზაურებს.

R