ბავშვის გარდერობი, განსაკუთრებით ადრეულ წლებში, უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო და მარტივად მოსავლელი.
გთავაზობთ 5 აუცილებელ ნივთს, რომელიც ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს 2 წლამდე ასაკის ბავშვის გარდერობში.
1. ბოდე
ბოდე ყველაზე პრაქტიკული და საჭირო ნივთია ახალშობილებისა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ის კომფორტული და ადვილად გასახდელია, რაც ბავშვებს მოძრაობის თავისუფლებას ანიჭებს. ბოდე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ყოველდღიურად, ასევე ძილისთვის. უმჯობესია აირჩიოთ ნატურალური ქსოვილის, ბამბის ბოდე, რომელიც არ გააღიზიანებს ბავშვის კანს.
ცივი სეზონისთვის შეარჩიეთ გრძელმკლავიანი ბოდე. უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქსოვილის ბოდეების ფართო არჩევანს ხელმისაწვდომ ფასად, ცნობილი ამერიკული ბრენდი - Carter's-ი გვთავაზობს, რომელიც . „კარტერსი“ 1865 წელს დაარსდა და 156 წლის მანძილზე, ცნობილი გახდა მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული საბავშვო სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციებით.
2. მთლიანი კომბინიზონები
მთლიანი კომბინიზონი პრაქტიკული და კომფორტულია ბავშვების აქტიური ყოველდღიურობისთვის. ის ერთიანი ტანსაცმელია, რომელიც იდეალურად იცავს როგორც ზამთრის სიცივისგან, ასევე შემოდგომის გრილი ამინდებისგან.
ცივი სეზონისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ თბილი ქსოვილის კომბინეზონები, ხოლო ზაფხულისთვის მსუბუქი და ბამბის მოდელები.
3. კომფორტული პიჟამა
ძილი ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ რეკომენდებულია შეარჩიოთ კომფორტული და მოსახერხებელი პიჟამო. საუკეთესო ვარიანტია ბამბის ნაჭრის, რბილი პიჟამო, რომელშიც ბავშვი მშვიდად იგრძნობს თავს მთელი ღამის განმავლობაში.
4. თბილი ორეული
თბილი ორეული ძალიან კომფორტული სამოსია, რომელიც იდეალურია საბავშვო ბაღში, ან სასერნოდ ჩასაცმელად. ამ სამოსს არ აქვს ზედმეტი შესაკრავები და მისი ჩაცმა/გახდა ძალიან მარტივია. ამასთან, ერთი პრინტის ორეული ძალიან ლამაზად გამოიყურება და მათი არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია.
5. შემოსაცმელი ელვა-შესაკრავით
ჟაკეტი ელვა-შესაკრავზე არის ძალიან პრაქტიკული და მრავალმხრივი არჩევანი. ასეთი შემოსაცმელი შეიძლება იყოს როგორც თბილი, ასევე თხელი, რაც საშუალებას აძლევს ბავშვებს კომფორტულად იგრძნონ თავი სხვადასხვა ამინდში. თბილი მასალები, როგორიცაა “ფულე“, განსაკუთრებულად უზრუნველყოფს სითბოს. ასეთი ჟაკეტები ადვილად ეხამება სხვადასხვა ტანსაცმელს, რაც კომფორტის გარდა, სტილსაც ქმნის.
2 წლამდე ბავშვებისთვის ტანსაცმლის შერჩევა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. კომფორტი, უსაფრთხოება და ბუნებრივი მასალების გამოყენება არის მთავარი პრიორიტეტი. სწორად შერჩეული ტანსაცმელი დაეხმარება თქვენს პატარას იყოს ბედნიერი და თავისუფალი მოძრაობაში!
R