სამხედრო
სამართალი
მსოფლიო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტროპოლის" მორიგი საერთაშორისო აღიარება - დეველოპერი International Property Awards 2024-ის გამარჯვებულია
"მეტროპოლის" მორიგი საერთაშორისო აღიარება - დეველოპერი International Property Awards 2024-ის გამარჯვებულია

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის International Property Awards-ის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. წარ­მა­ტე­ბა კომ­პა­ნი­ამ ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი­სათ­ვის Cube მი­ი­ღო კა­ტე­გო­რი­ა­ში Mixed-Use Development for Georgia. ნო­მი­ნა­ცია კომ­პლექ­სუ­რია და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს. ჯილ­დო გა­და­ე­ცე­მა სტი­ლი­თა და დი­ზა­ი­ნით გა­მორ­ჩე­ულ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექტს, რო­მე­ლიც ფუნ­ქცი­უ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც „მეტ­რო­პო­ლის“ გუნდს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო გა­და­ე­ცა.

მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: „გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩვე­ნი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტი Metropol Cube გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. თა­ვი­სი კონ­ცეფ­ცი­ით, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლი­თა და მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რო­ბით Cube ქა­ლაქ ბა­თუ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ წვლილს შე­ი­ტანს. ეს არა მხო­ლოდ ჩვე­ნი მი­ზა­ნი და მო­ლო­დი­ნია, არა­მედ უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს Cube-ის­თვის ეს - მე­ო­რე, ხოლო „მეტ­რო­პო­ლი­სათ­ვის“უკვე მე­სა­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ Cube-მა Titan Awards-ის აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. Metropol Oval კი Luxury Lifestyle Awards 2024-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო პრე­მი­ულ სას­ტუმ­როდ და­სა­ხელ­და.

Metropol Cube და Metropol Oval მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს მო­თა­მა­შეს­თან Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შენ­დე­ბა. სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრან­გულ ბრენდთან პარტნი­ო­რო­ბით „მეტ­რო­პო­ლის“ ამ პრო­ექ­ტებ­ში გან­თავ­სდე­ბა 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლი Royal Tulip, რო­მელ­საც რე­გი­ონ­ში ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ვად­გენთ.

International Property Awards-ს შე­ფა­სე­ბის მკაც­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი აქვს. სა­უ­კე­თე­სო­ებს კი სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 80-ზე მეტი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი ასა­ხე­ლებს. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ „მეტ­რო­პოლ­მა“ მათი ნდო­ბი­სა და აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო, რაც ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა“.

International Property Awards-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია ლონ­დო­ნის Marriott Hotel Grosvenor Square-ში გა­ი­მარ­თა. კომ­პა­ნი­ებს გა­და­ე­ცათ ჯილ­დო­ე­ბი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში. ასო­ბით წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის „მეტ­რო­პოლ­მა“ და­ამ­ტკი­ცა, რომ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყო სივ­რცე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მათი პრო­ექ­ტე­ბი­სათ­ვის. სა­კუ­თა­რი სტენ­დით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ლონ­დონ­ში „მეტ­რო­პო­ლიც“, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დე­ვე­ლო­პე­რებს, ცე­რე­მო­ნი­ის სტუმ­რებს, სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­სა თუ პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კომ­პა­ნი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი Metropol Cube იყო.

ნატა სამ­ნი­ძე, „მეტ­რო­პო­ლის“ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი: „Cube ბიზ­ნესკლა­სის კონ­ცეფ­ცი­ის პრო­ექ­ტია და აჭა­რის რე­გი­ო­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­აა, რომ­ლის მო­ცუ­ლო­ბაც 160 მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა. Metropol Cube-ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზს, ბიბ­ლი­ო­თე­კას, სა­ცუ­რაო აუზს, ტე­რა­სა­სა და სა­რეს­ტორ­ნო სივ­რცეს აერ­თი­ა­ნებს. პრო­ექ­ტი 2027 წელს დას­რულ­დე­ბა და შე­იქ­მნე­ბა გა­რე­მო, სა­დაც ყვე­ლა პი­რო­ბა იქ­ნე­ბა რო­გორც გარ­თო­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბი­სათ­ვის, ისე საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სათ­ვის. ამას­თან ერ­თად, ვფიქ­რობთ, რომ შე­ნო­ბის ფა­სა­დი და სტრუქ­ტუ­რა იდე­ა­ლუ­რად ერ­წყმის ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნულ გეგ­მა­რე­ბას.

გვჯე­რა, რომ მი­ღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო­ე­ბი და გლო­ბა­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი და მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა ჩვე­ნი გუნ­დი­სათ­ვის, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ხა­რის­ხი და არა­ერ­თი მსოფ­ლიო დო­ნის პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ“.

International Property Awards-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი Metropol Cube ბა­თუ­მის ცენ­ტრში, გმირ­თა ხე­ი­ვან­ზე, ზღვი­დან 200 მეტ­რის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს. 42-სარ­თუ­ლი­ა­ნი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი შე­ნო­ბა 332 აპარ­ტა­მენ­ტსა და სას­ტუმ­როს 80 ნო­მერს აერ­თი­ა­ნებს. სა­ხელ­წო­დე­ბა მისი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფორ­მი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი, ისე­ვე რო­გორც Metropol Oval-ის შემ­თხვე­ვა­შია, რო­მე­ლიც ასე­ვე პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია. სა­ერ­თო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 260 მლნ ლა­რია. ამას­თან ერ­თად, „მეტ­რო­პო­ლი­სა“ და Louvre Hotels Group-ის ექ­სკლუ­ზი­უ­რი პარტნი­ო­რო­ბა აჭა­რის რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტი­მუ­ლია.

Metropol Cube და Metropol Oval-ის გარ­და, ბა­თუმ­ში „მეტ­რო­პო­ლი“ კი­დევ ერთ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. „მეტ­რო­პოლ პა­რა­ლე­ლი“ ხელ­საყ­რე­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით, შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბი­თა და მშე­ნებ­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბებს, წი­ნას­წა­რი გა­ყიდ­ვე­ბი და­ი­წყო ორ­თა­ჭა­ლის პრო­ექ­ტში. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში და­გეგ­მი­ლი მშე­ნებ­ლო­ბა ტუ­რის­ტუ­ლად დატ­ვირ­თულ ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს. გა­მორ­ჩე­უ­ლია „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძე“ დე­და­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე დიდი, ერთი ჰექ­ტა­რი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნით. უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი“. ვა­კი­სა და წყნე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი ქა­ლაქ­ში ეკო­ლო­გი­უ­რად ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ზო­ნად მი­იჩ­ნე­ვა. სა­ერ­თო ჯამ­ში, „მეტ­რო­პო­ლის“ მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი ერთი მი­ლი­ო­ნი m2-ია. ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა კი 500 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხუთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­ი­წყე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

„მეტ­რო­პო­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი 545 000 კვ.მ-ზე მე­ტია და მთლი­ა­ნო­ბა­ში 3500 ბი­ნას მო­ი­ცავს. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია 2000-ამდე და­საქ­მე­ბულს აერ­თი­ა­ნებს და მისი ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 1,050,000,000 ლა­რია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მეტროპოლის" მორიგი საერთაშორისო აღიარება - დეველოპერი International Property Awards 2024-ის გამარჯვებულია

"მეტროპოლის" მორიგი საერთაშორისო აღიარება - დეველოპერი International Property Awards 2024-ის გამარჯვებულია

სამშენებლო კომპანია „მეტროპოლი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Awards-ის ჯილდოს მფლობელია. წარმატება კომპანიამ ბათუმში მიმდინარე პროექტისათვის Cube მიიღო კატეგორიაში Mixed-Use Development for Georgia. ნომინაცია კომპლექსურია და ურბანული განვითარების სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. ჯილდო გადაეცემა სტილითა და დიზაინით გამორჩეულ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ფუნქციურად მრავალფეროვანია. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა, სადაც „მეტროპოლის“ გუნდს საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „გვეამაყება, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი Metropol Cube გლობალური ჯილდოს მფლობელია. თავისი კონცეფციით, არქიტექტურული სტილითა და მრავალფუნქციურობით Cube ქალაქ ბათუმის განვითარებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. ეს არა მხოლოდ ჩვენი მიზანი და მოლოდინია, არამედ უკვე საერთაშორისო აღიარებითაც დასტურდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Cube-ისთვის ეს - მეორე, ხოლო „მეტროპოლისათვის“უკვე მესამე საერთაშორისო ჯილდოა. რამდენიმე თვის წინ Cube-მა Titan Awards-ის აღიარება მოიპოვა. Metropol Oval კი Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებული გახდა და საქართველოში საუკეთესო პრემიულ სასტუმროდ დასახელდა.

Metropol Cube და Metropol Oval მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშესთან Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. სწორედ საერთაშორისო ფრანგულ ბრენდთან პარტნიორობით „მეტროპოლის“ ამ პროექტებში განთავსდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი Royal Tulip, რომელსაც რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ.

International Property Awards-ს შეფასების მკაცრი კრიტერიუმები აქვს. საუკეთესოებს კი სხვადასხვა ნომინაციაში ყოველწლიურად 80-ზე მეტი დამოუკიდებელი ექსპერტი ასახელებს. მოხარულები ვართ, რომ „მეტროპოლმა“ მათი ნდობისა და აღიარების მოპოვება შეძლო, რაც ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა“.

International Property Awards-ის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ლონდონის Marriott Hotel Grosvenor Square-ში გაიმართა. კომპანიებს გადაეცათ ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიაში. ასობით წარმომადგენელს შორის „მეტროპოლმა“ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა სამშენებლო სექტორში. ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად გამოიყო სივრცე გამარჯვებული კომპანიებისა და მათი პროექტებისათვის. საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი ლონდონში „მეტროპოლიც“, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დეველოპერებს, ცერემონიის სტუმრებს, სტრატეგიულ პარტნიორებსა თუ პოტენციურ ინვესტორებს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ყურადღების ცენტრში კომპანიის გამარჯვებული პროექტი Metropol Cube იყო.

ნატა სამნიძე, „მეტროპოლის“ საინვესტიციო პროექტების გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი: „Cube ბიზნესკლასის კონცეფციის პროექტია და აჭარის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომლის მოცულობაც 160 მილიონ ლარს აღემატება. Metropol Cube-ის ინფრასტრუქტურა საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ტერასასა და სარესტორნო სივრცეს აერთიანებს. პროექტი 2027 წელს დასრულდება და შეიქმნება გარემო, სადაც ყველა პირობა იქნება როგორც გართობისა და დასვენებისათვის, ისე საქმიანი ურთიერთობებისათვის. ამასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ შენობის ფასადი და სტრუქტურა იდეალურად ერწყმის ზღვისპირა ქალაქის ურბანულ გეგმარებას.

გვჯერა, რომ მიღებული საერთაშორისო ჯილდოები და გლობალური აღიარება დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება ჩვენი გუნდისათვის, შევინარჩუნოთ ხარისხი და არაერთი მსოფლიო დონის პროექტი განვახორციელოთ“.

International Property Awards-ის გამარჯვებული Metropol Cube ბათუმის ცენტრში, გმირთა ხეივანზე, ზღვიდან 200 მეტრის მანძილზე მდებარეობს. 42-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა 332 აპარტამენტსა და სასტუმროს 80 ნომერს აერთიანებს. სახელწოდება მისი გეომეტრიული ფორმითაა შთაგონებული, ისევე როგორც Metropol Oval-ის შემთხვევაშია, რომელიც ასევე პროექტის ნაწილია. საერთო საინვესტიციო ღირებულება კი 260 მლნ ლარია. ამასთან ერთად, „მეტროპოლისა“ და Louvre Hotels Group-ის ექსკლუზიური პარტნიორობა აჭარის რეგიონის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სტიმულია.

Metropol Cube და Metropol Oval-ის გარდა, ბათუმში „მეტროპოლი“ კიდევ ერთ კონცეპტუალურად განსხვავებულ საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს. „მეტროპოლ პარალელი“ ხელსაყრელი მდებარეობით, შთამბეჭდავი ხედებითა და მშენებლობის თანამედროვე სტანდარტით გამოირჩევა.

რაც შეეხება თბილისში მიმდინარე მშენებლობებს, წინასწარი გაყიდვები დაიწყო ორთაჭალის პროექტში. ქალაქის ცენტრში დაგეგმილი მშენებლობა ტურისტულად დატვირთულ ზონაში მდებარეობს. გამორჩეულია „მეტროპოლ ქავთარაძე“ დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით. უკვე დასრულებულია „მეტროპოლ ბაგები“. ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა. საერთო ჯამში, „მეტროპოლის“ მიმდინარე მშენებლობების ჯამური ფართი ერთი მილიონი m2-ია. ინვესტიციის მოცულობა კი 500 მილიონ ლარს აჭარბებს.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

NS