ცნობილი ხდება ისანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
თბილისში, ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, წუხელ მოკლეს. სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
ცნობილ ხდება ახალი დეტალები - როგორც “ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, 37 წლის თემურ აივაზიანი და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი ერთმანეთს იცნობდნენ. მომხდარს კი ერთი კვირის წინ მათ შორის დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.
ადგილობრივების თქმითვე, ის კლდიაშვილის ქუჩაზე ბიძასთან იმყოფებოდა სტუმრად, შემთხვევის დროს კი, უბნელ ბიჭებთან და ბიძაშვილებთან ერთად გარეთ იდგა, რა დროსაც მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა მას ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნა.
“ძალიან კარგი ბიჭი იყო. თუ არ ვცდები, “ოცნებაში“ იყო დასაქმებული, ყველას უყვარდა და პატივს სცემდა. ის დამნაშავე, ვინც მანქანიდან ესროლა, ძალიან ცუდი ადამიანია”,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შემთხვევა 21 ოქტომბერს, თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა. მოკლულია 37 წლის თემურ აივაზიანი.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: