კუნძულ მენიზე, რომელიც ინგლისიდან, ირლანდიიდან, შოტლანდიიდან და უელსიდან დაახლოებით ერთსა და იმავე მანძილზე მდებარეობს, პირველად იქნა აღმოჩენილი ჭიანჭველების სახეობა - lasius platythorax.
მოხალისე კონსერვაციის ჯგუფ Manx Wildlife Trust (MWT)-თან ერთად, მოულოდნელად გადააწყდა მწერს, რომელიც გავრცელებულია ბრიტანეთის სხვა კუნძულებზე. თუმცა, აქამდე ჭიანჭველები მენის კუნძულზე არ აღმოუჩენიათ.
როგორც მკვლევრებმა განაცხადეს, აღმოჩენა “აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება იქცეს ყოფილი ინდუსტრიული ადგილები ველური ბუნების ასაყვავებელ ჰაბიტატებად.“
ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის თქმით, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობების დასახლება არაღრმა ტუტე ნიადაგების, შიშველი კლდეებისა და სამხრეთისკენ მიმართული მზის მდებარეობამ განაპირობა. სწორედ ამ პირობებმა აქცია კუნძული "ჭიანჭველებისთვის შესანიშნავ სახლად".
MWT-ს ჰყავს რამდენიმე მოხალისე, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე მწერებს აგროვებენ და ახალ სახეობებს ეძებენ.