მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანის მოვლის რომელი ინგრედიენტების გამოყენება არ შეიძლება ერთად და როგორ შევარჩიოთ მათი კომბინაციები?
კანის მოვლის რომელი ინგრედიენტების გამოყენება არ შეიძლება ერთად და როგორ შევარჩიოთ მათი კომბინაციები?

კა­ნის მოვ­ლის ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი ისე­თი აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ეფექ­ტი, რო­გო­რიც არის რე­ტი­ნო­ლი, ჰი­ა­ლუ­რო­ნის, სა­ლი­ცი­ლი­სა და გლი­კო­ლის მჟა­ვე­ბი, ნი­ა­ცი­ნა­მი­დი, C ვი­ტა­მი­ნი და სხვა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მათ­გან მაქ­სი­მა­ლურ სა­გე­ბელს ვერ ვი­ღებთ, ხან­და­ხან კი მათ ეფექტს სა­ერ­თოდ ვერ ვამ­ჩნევთ ხოლ­მე, რისი მი­ზე­ზიც შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი ფორ­მუ­ლე­ბი ან კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი იყოს.

აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი არის ნა­ერ­თი ან სუბსტან­ცია, რო­მე­ლიც კა­ნის კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად არის გან­კუთ­ვნი­ლი, მა­გა­ლი­თად, აკ­ნეს, სიმ­შრა­ლის, რო­ზა­ცე­ას, ჰი­პერ­პიგმენ­ტა­ცი­ის, წვრი­ლი ხა­ზე­ბი­სა და სხვა.

თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ჩვე­ნი ჩვე­ნე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბის ზუს­ტი წე­სე­ბის დაც­ვაც, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე ძლი­ერ­მოქ­მე­დი აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ერ­თდრო­უ­ლად მოხ­მა­რე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა.

კა­ნის მოვ­ლის პრო­დუქ­ტებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი, მათი მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბი და დერ­მა­ტო­ლო­გე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბი:

  • ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა თით­ქმის ყვე­ლა ტი­პის კან­თან თავ­სე­ბა­დია. ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შრა­ტებ­ში, კრე­მებ­სა და ფი­ლე­რებ­ში, აქვს ღრმა და­ტე­ნი­ა­ნე­ბის, წვრი­ლი ხა­ზე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბი­სა და და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფუნ­ქცია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­გრე­დი­ენ­ტი ათა­სო­ბით თა­ვის მოვ­ლის პრო­დუქ­ტში გვხვდე­ბა, რა­ტომ არის ზო­გი­ერ­თი უფრო ეფექ­ტუ­რი, ზოგი კი ნაკ­ლე­ბად? ამის მი­ზე­ზი პრო­დუქ­ტის ფორ­მუ­ლა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ შე­ი­ცავ­დეს ალ­კოჰოლ­სა და პარ­ფი­უმს, არ გვხვდე­ბო­დეს მას­ში ეთერ­ზე­თი, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ შე­დეგს ვერ იძ­ლე­ვა და შე­იძ­ლე­ბა, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­აც გა­მო­იწ­ვი­ოს. აღ­ნიშ­ნულ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­თან სინ­თეზ­ში ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია, სწო­რად მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი.

ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის რუ­ტი­ნა­ში შე­ტა­ნამ­დე უნდა გა­და­ვა­მოწ­მოთ, არის თუ არა ის დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რად ტეს­ტი­რე­ბუ­ლი და შე­ი­ცავს თუ არა ჩა­მოთ­ვლილ არა­სა­სურ­ველ ინ­გრე­დი­ენ­ტებს. უმ­ჯო­ბე­სია, არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ დერ­მა­ტო­ლო­გი­ურ ბრენ­დებ­ზე, მა­გა­ლი­თად, Payot, SVR და სხვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დე­ბის ფორ­მუ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და კან­თან თავ­სე­ბა­დო­ბა კვლე­ვე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

Payot-ის შრა­ტი ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით

ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა ყვე­ლა კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში ერ­თნა­ირ შე­დეგს ვერ იძ­ლე­ვა. მის­გან სა­უ­კე­თე­სო სარ­გე­ბელს ტე­ნი­ან, ტრო­პი­კულ კლი­მატ­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი იღე­ბენ. ინ­გრე­დი­ენ­ტის სა­უ­კე­თე­სო „მე­გო­ბა­რი“ ტე­ნი­ა­ნო­ბაა, ამი­ტომ ის ნა­მი­ან კან­ზე უნდა და­ვი­ტა­ნოთ.

მისი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ასე­თია: გა­რე­მო­დან იზი­დავს წყალს, რომ­ლი­თაც ქმნის ბა­რი­ერს და ღრმად ატე­ნი­ა­ნებს კანს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ინ­გრე­დი­ენტს მშრალ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში მო­ვიხ­მართ, ის ჩვე­ნი კა­ნის ღრმა შრე­ე­ბი­დან ეც­დე­ბა ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­წო­ვას, რაც კი­დევ უფრო მეტ სიმ­შრა­ლეს გა­მო­იწ­ვევს. სწო­რედ ამი­ტომ, ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვის რუ­ტი­ნა­ში შე­ტა­ნამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო და და­ვიც­ვათ სწო­რად მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბი.

ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა თით­ქმის ყვე­ლა აქ­ტი­ურ ინ­გრე­დი­ენ­ტთან თავ­სე­ბა­დია, იქ­ნე­ბა ეს რე­ტი­ნო­ლი, სა­ლი­ცი­ლის მჟა­ვა, ნი­ა­ცი­ნა­მი­დი, AHA და BHA მჟა­ვე­ბი თუ სხვა, აძ­ლი­ე­რებს მათ მოქ­მე­დე­ბა­სა და კა­ნის დამ­ცავ ბა­რი­ერს.

  • რე­ტი­ნო­ლი - ეს არის ერთი აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი, რო­მე­ლიც კა­ნის ყვე­ლა პრობ­ლე­მას ეფექ­ტუ­რად ებ­რძვის. ინ­გრე­დი­ენ­ტი მი­ი­ღე­ბა A ვი­ტა­მი­ნის­გან და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უმე­ტე­სად ანტი-ასა­კობ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით. კო­ლა­გე­ნის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სა და კა­ნის უჯრე­დე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბის ხარ­ჯზე რე­ტი­ნო­ლი ეფექ­ტუ­რად ებ­რძვის წვრილ ხა­ზებ­სა და ჰი­პერ­პიგმენ­ტა­ცი­ას, ანე­ლებს ნა­ო­ჭე­ბის წარ­მოქ­მნის პრო­ცესს.

SVR-ის რე­ტი­ნო­ლის შრა­ტი

ინ­გრე­დი­ენ­ტის კი­დევ ერთი სუ­პერ­ძა­ლა აკ­ნეს­თან ეფექ­ტუ­რად ბრძო­ლის უნა­რია. რე­ტი­ნო­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც სა­შუ­ა­ლო და მსუ­ბუ­ქი აკ­ნეს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ისე პრე­ვენ­ცი­ის­თვის. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მო­ვიხ­მა­როთ რე­გუ­ლა­რუ­ლად და და­ვი­ტა­ნოთ ყო­ველ­თვის მშრალ კან­ზე.

რე­ტი­ნო­ლის რუ­ტი­ნა­ში შე­ტა­ნის შემ­დეგ უარი უნდა ვთქვათ პი­ლინ­გის­თვის გან­კუთ­ვნილ მჟა­ვებ­ზე, მა­გა­ლი­თად, სა­ლი­ცი­ლი, გლი­კო­ლი, AHA და BHA. იმის გამო, რომ ინ­გრე­დი­ენ­ტი მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის მი­მართ კა­ნის მგრძნო­ბე­ლო­ბას ზრდის, ყო­ველ­დღი­უ­რად არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მა­ღა­ლი SPF-იანი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

მას­თან სინ­თეზ­ში უსაფრ­თხოა ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა, ნი­ა­ცი­ნა­მი­დი და კე­რა­მი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც იცავს კანს გა­მოშ­რო­ბის­გან და აძ­ლი­ე­რებს ბა­რი­ერს. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რე­ტი­ნო­ლი მხო­ლოდ ღა­მის რუ­ტი­ნა­ში შე­ვი­ტა­ნოთ.

  • ნი­ა­ცი­ნა­მი­დი, იგი­ვე ვი­ტა­მინ B3 ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვის მსგავ­სად ყვე­ლა ტი­პის კან­თან თავ­სე­ბა­დია და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც სე­ბო­მა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, ისე სიმ­შრა­ლე­სა და კა­ნის არა­თა­ნა­ბარ ტონ­თან ბრძო­ლის­თვის. ნი­ა­ცი­ნა­მი­დის მოქ­მე­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ერ­დე­ბა რე­ტი­ნოლ­თან სინ­თეზ­ში, რად­გან ნა­ერ­თე­ბი იდე­ა­ლუ­რად აბა­ლან­სებს ერ­თმა­ნეთს.

ნი­ა­ცი­ნა­მი­დი იცავს კანს თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის­გან, აჯან­სა­ღებს და ატე­ნი­ა­ნებს მას, აღად­გენს დამ­ცავ ბა­რი­ერს. შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ ინ­გრე­დი­ენ­ტთან სინ­თეზ­ში, მათ შო­რის პი­ლინ­გის მჟა­ვებ­თა­ნაც.

SVR-ის შრა­ტი ნი­ა­ცი­ნა­მი­დით

სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად ნი­ა­ცი­ნა­მი­დი ნა­მი­ან კან­ზე უნდა და­ვი­ტა­ნოთ. შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ტა­ნოთ რო­გორც დი­ლით, ისე სა­ღა­მოს რუ­ტი­ნა­ში.

  • C ვი­ტა­მი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტია, რომ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს. მის­გან სა­უ­კე­თე­სო სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა­ში გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლებს სწო­რად შედ­გე­ნი­ლი ფორ­მუ­ლა, რომ­ლის ეფექ­ტი­ა­ნო­ბაც კვლე­ვე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და არ შე­ი­ცავს კა­ნის გა­მომშრობ და გამ­ღი­ზი­ა­ნე­ბელ მი­ნა­რე­ვებს.

Payot-ის C ვი­ტა­მი­ნის შრა­ტი

C ვი­ტა­მი­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა ანტი-ასა­კობ­რი­ვი ეფექ­ტით, ათა­ნაბ­რებს კა­ნის ტონს და ებ­რძვის წვრი­ლი ხა­ზე­ბის წარ­მოქ­მნას. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, C ვი­ტა­მინ­თან სინ­თეზ­ში არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ რე­ტი­ნო­ლი და პი­ლინ­გის მჟა­ვე­ბი; ინ­გრე­დი­ენ­ტი ჩავ­რთოთ მხო­ლოდ დი­ლის რუ­ტი­ნა­ში და არ დაგ­ვა­ვი­წყდეს მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა.

თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ეფექტს იძ­ლე­ვა მა­შინ, როცა კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბის უკან კვლე­ვე­ბი და სან­დო დას­კვნე­ბი დგას. სწო­რედ ამი­ტომ, პრო­დუქ­ტის შერ­ჩე­ვამ­დე ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ მის შე­მად­გენ­ლო­ბა­სა და დერ­მა­ტო­ლოგ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

კანის მოვლის რომელი ინგრედიენტების გამოყენება არ შეიძლება ერთად და როგორ შევარჩიოთ მათი კომბინაციები?

კანის მოვლის რომელი ინგრედიენტების გამოყენება არ შეიძლება ერთად და როგორ შევარჩიოთ მათი კომბინაციები?

კანის მოვლის ენთუზიასტებისთვის კარგად არის ცნობილი ისეთი აქტიური ინგრედიენტების ეფექტი, როგორიც არის რეტინოლი, ჰიალურონის, სალიცილისა და გლიკოლის მჟავები, ნიაცინამიდი, C ვიტამინი და სხვა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მათგან მაქსიმალურ საგებელს ვერ ვიღებთ, ხანდახან კი მათ ეფექტს საერთოდ ვერ ვამჩნევთ ხოლმე, რისი მიზეზიც შეიძლება არასწორად შერჩეული ფორმულები ან კომბინაციები იყოს.

აქტიური ინგრედიენტი არის ნაერთი ან სუბსტანცია, რომელიც კანის კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად არის განკუთვნილი, მაგალითად, აკნეს, სიმშრალის, როზაცეას, ჰიპერპიგმენტაციის, წვრილი ხაზებისა და სხვა.

თითოეული მათგანი ჩვენი ჩვენებისა და საჭიროების შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. აუცილებელია გამოყენების ზუსტი წესების დაცვაც, მაგალითად, რამდენიმე ძლიერმოქმედი აქტიური ნივთიერების ერთდროულად მოხმარებისგან თავის შეკავება.

კანის მოვლის პროდუქტებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი აქტიური ინგრედიენტები, მათი მოხმარების წესები და დერმატოლოგების მიერ რეკომენდებული ბრენდები:

  • ჰიალურონის მჟავა თითქმის ყველა ტიპის კანთან თავსებადია. ის გამოიყენება შრატებში, კრემებსა და ფილერებში, აქვს ღრმა დატენიანების, წვრილი ხაზების გათანაბრებისა და დაბერების საწინააღმდეგო ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ ინგრედიენტი ათასობით თავის მოვლის პროდუქტში გვხვდება, რატომ არის ზოგიერთი უფრო ეფექტური, ზოგი კი ნაკლებად? ამის მიზეზი პროდუქტის ფორმულაში უნდა ვეძებოთ. რეკომენდებულია, კანის მოვლის საშუალება არ შეიცავდეს ალკოჰოლსა და პარფიუმს, არ გვხვდებოდეს მასში ეთერზეთი, რომელიც მეცნიერულად დადასტურებულ შედეგს ვერ იძლევა და შეიძლება, ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს. აღნიშნულ ინგრედიენტებთან სინთეზში ჰიალურონის მჟავა ნაკლებად ეფექტურია, სწორად მოხმარების შემთხვევაშიც კი.

ნებისმიერი პროდუქტის რუტინაში შეტანამდე უნდა გადავამოწმოთ, არის თუ არა ის დერმატოლოგიურად ტესტირებული და შეიცავს თუ არა ჩამოთვლილ არასასურველ ინგრედიენტებს. უმჯობესია, არჩევანი გავაკეთოთ დერმატოლოგიურ ბრენდებზე, მაგალითად, Payot, SVR და სხვა. აღნიშნული ბრენდების ფორმულების ეფექტურობა და კანთან თავსებადობა კვლევებით არის დადასტურებული.

Payot-ის შრატი ჰიალურონის მჟავის მაღალი კონცენტრაციით

ჰიალურონის მჟავა ყველა კლიმატურ პირობებში ერთნაირ შედეგს ვერ იძლევა. მისგან საუკეთესო სარგებელს ტენიან, ტროპიკულ კლიმატში მაცხოვრებლები იღებენ. ინგრედიენტის საუკეთესო „მეგობარი“ ტენიანობაა, ამიტომ ის ნამიან კანზე უნდა დავიტანოთ.

მისი მოქმედების მექანიზმი ასეთია: გარემოდან იზიდავს წყალს, რომლითაც ქმნის ბარიერს და ღრმად ატენიანებს კანს. იმ შემთხვევაში, თუ ინგრედიენტს მშრალ კლიმატურ პირობებში მოვიხმართ, ის ჩვენი კანის ღრმა შრეებიდან ეცდება ტენიანობის შეწოვას, რაც კიდევ უფრო მეტ სიმშრალეს გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, ჰიალურონის მჟავის რუტინაში შეტანამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო და დავიცვათ სწორად მოხმარების წესები.

ჰიალურონის მჟავა თითქმის ყველა აქტიურ ინგრედიენტთან თავსებადია, იქნება ეს რეტინოლი, სალიცილის მჟავა, ნიაცინამიდი, AHA და BHA მჟავები თუ სხვა, აძლიერებს მათ მოქმედებასა და კანის დამცავ ბარიერს.

  • რეტინოლი - ეს არის ერთი აქტიური ინგრედიენტი, რომელიც კანის ყველა პრობლემას ეფექტურად ებრძვის. ინგრედიენტი მიიღება A ვიტამინისგან და გამოიყენება უმეტესად ანტი-ასაკობრივი დანიშნულებით. კოლაგენის სტიმულირებისა და კანის უჯრედების განახლების პროცესის დაჩქარების ხარჯზე რეტინოლი ეფექტურად ებრძვის წვრილ ხაზებსა და ჰიპერპიგმენტაციას, ანელებს ნაოჭების წარმოქმნის პროცესს.

SVR-ის რეტინოლის შრატი

ინგრედიენტის კიდევ ერთი სუპერძალა აკნესთან ეფექტურად ბრძოლის უნარია. რეტინოლი გამოიყენება როგორც საშუალო და მსუბუქი აკნეს საწინააღმდეგოდ, ისე პრევენციისთვის. საუკეთესო შედეგის მისაღებად კი აუცილებელია, მოვიხმაროთ რეგულარულად და დავიტანოთ ყოველთვის მშრალ კანზე.

რეტინოლის რუტინაში შეტანის შემდეგ უარი უნდა ვთქვათ პილინგისთვის განკუთვნილ მჟავებზე, მაგალითად, სალიცილი, გლიკოლი, AHA და BHA. იმის გამო, რომ ინგრედიენტი მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ კანის მგრძნობელობას ზრდის, ყოველდღიურად არ უნდა დაგვავიწყდეს მაღალი SPF-იანი საშუალების გამოყენება.

მასთან სინთეზში უსაფრთხოა ჰიალურონის მჟავა, ნიაცინამიდი და კერამიდები, რომლებიც იცავს კანს გამოშრობისგან და აძლიერებს ბარიერს. რეკომენდებულია, რეტინოლი მხოლოდ ღამის რუტინაში შევიტანოთ.

  • ნიაცინამიდი, იგივე ვიტამინ B3 ჰიალურონის მჟავის მსგავსად ყველა ტიპის კანთან თავსებადია და გამოიყენება როგორც სებომარეგულირებლად, ისე სიმშრალესა და კანის არათანაბარ ტონთან ბრძოლისთვის. ნიაცინამიდის მოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება რეტინოლთან სინთეზში, რადგან ნაერთები იდეალურად აბალანსებს ერთმანეთს.

ნიაცინამიდი იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, აჯანსაღებს და ატენიანებს მას, აღადგენს დამცავ ბარიერს. შეგვიძლია გამოვიყენოთ თითქმის ნებისმიერ ინგრედიენტთან სინთეზში, მათ შორის პილინგის მჟავებთანაც.

SVR-ის შრატი ნიაცინამიდით

საუკეთესო შედეგის მისაღებად ნიაცინამიდი ნამიან კანზე უნდა დავიტანოთ. შეგვიძლია შევიტანოთ როგორც დილით, ისე საღამოს რუტინაში.

  • C ვიტამინი პოპულარული ანტიოქსიდანტია, რომლის ეფექტურობასთან დაკავშირებითაც ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს. მისგან საუკეთესო სარგებლის მიღებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს სწორად შედგენილი ფორმულა, რომლის ეფექტიანობაც კვლევებით არის დადასტურებული და არ შეიცავს კანის გამომშრობ და გამღიზიანებელ მინარევებს.

Payot-ის C ვიტამინის შრატი

C ვიტამინი გამოირჩევა ანტი-ასაკობრივი ეფექტით, ათანაბრებს კანის ტონს და ებრძვის წვრილი ხაზების წარმოქმნას. რეკომენდებულია, C ვიტამინთან სინთეზში არ გამოვიყენოთ რეტინოლი და პილინგის მჟავები; ინგრედიენტი ჩავრთოთ მხოლოდ დილის რუტინაში და არ დაგვავიწყდეს მზისგან დამცავი საშუალება.

თითოეული აქტიური ნივთიერება ეფექტს იძლევა მაშინ, როცა კანის მოვლის საშუალების უკან კვლევები და სანდო დასკვნები დგას. სწორედ ამიტომ, პროდუქტის შერჩევამდე ყურადღება უნდა მივაქციოთ მის შემადგენლობასა და დერმატოლოგთა რეკომენდაციებს.

R