სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი მოდელი "კანონიერ ქურდთან" კავშირს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს - რა არის ცნობილი ნინიკო ნაცარაშვილისა და "ლავასოღლის" ურთიერთობაზე?
ცნობილი მოდელი "კანონიერ ქურდთან" კავშირს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს - რა არის ცნობილი ნინიკო ნაცარაშვილისა და "ლავასოღლის" ურთიერთობაზე?

ბა­თუ­მე­ლი მო­დე­ლი ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვი­ლი წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო, რო­გორც მსა­ხი­ობ და ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის სა­ცო­ლე. მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად და­შორ­და. ჯი­ბღაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე და­ო­ჯახ­და და ნარ­კო­ტი­კე­ბის სკან­და­ლის შემ­დეგ სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გაქ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნი­კო ნა­ცა­რაშ­ვილს, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შვილს ელო­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, რომ მისი რჩე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ბა­თუ­მე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" მინ­დია გო­რა­ძე, იგი­ვე "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" გახ­ლდათ. თუმ­ცა უამ­რა­ვი კი­თხვის მი­უ­ხე­და­ვად ნი­ნი­კოს "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" ცო­ლო­ბა ბავ­შვის შე­ძე­ნის შემ­დე­გაც არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ამ ცოტა ხნის წინ, ნა­ცა­რაშ­ვილ­მა მინ­დია გო­რა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რი­თაც ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ქა­ლის იდუ­მა­ლი მე­უღ­ლე სწო­რედ "ლა­ვა­ს­ოღ­ლია", და­დას­ტურ­და. სად არის სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლი უც­ნო­ბია. ცნო­ბი­ლია, ის, რომ "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" ამ­ჟა­მად ქარ­თულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მას ემა­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, მინ­დია გო­რა­ძის კრი­მი­ნა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფია მო­ი­ცავ­და სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებს, მათ შო­რის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულს - ქურ­დო­ბას, რე­კეტ­სა და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებს. "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა ქარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში და მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვრცელ­დე­ბო­და ქვეყ­ნის გა­რე­თაც.

2023 წლის აგ­ვის­ტო­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი მოლ­დო­ვა­ში და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა მა­ლე­ვე მის­მა ოჯა­ხის წევ­რმა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

მინ­დია გო­რა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა საქ­მე­ზე, ჯამ­ში 22-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი.

2018 წლის ივ­ლის­ში ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში“, ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ძალ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა­ში და და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. 2019 წლის აპ­რილ­ში კი ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბი­სა“ და "ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მუხ­ლე­ბით და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

"ლა­ვა­ს­ოღ­ლი" 2021 წელს უკ­რა­ი­ნა­შიც და­ა­კა­ვეს და ოდე­სის აე­რო­პორ­ტში ექ­სტრა­დი­რე­ბას ელო­დე­ბო­და, თუმ­ცა რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი უც­ნო­ბია, ფაქ­ტია, რომ კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა ცი­ხეს მა­ში­ნაც და­აღ­წია თავი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ცნობილი მოდელი "კანონიერ ქურდთან" კავშირს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს - რა არის ცნობილი ნინიკო ნაცარაშვილისა და "ლავასოღლის" ურთიერთობაზე?

ცნობილი მოდელი "კანონიერ ქურდთან" კავშირს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს - რა არის ცნობილი ნინიკო ნაცარაშვილისა და "ლავასოღლის" ურთიერთობაზე?

ბათუმელი მოდელი ნინიკო ნაცარიშვილი წლების წინ საზოგადოებამ გაიცნო, როგორც მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის საცოლე. მალე ცნობილი გახდა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა. ჯიბღაშვილი მალევე დაოჯახდა და ნარკოტიკების სკანდალის შემდეგ საჯარო სივრციდან გაქრა.

რაც შეეხება ნინიკო ნაცარაშვილს, მალევე ცნობილი გახდა, რომ შვილს ელოდებოდა. საზოგადოებაში ბევრს საუბრობდნენ, რომ მისი რჩეული ცნობილი ბათუმელი "კანონიერი ქურდი" მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" გახლდათ. თუმცა უამრავი კითხვის მიუხედავად ნინიკოს "ლავასოღლის" ცოლობა ბავშვის შეძენის შემდეგაც არ დაუდასტურებია.

ამ ცოტა ხნის წინ, ნაცარაშვილმა მინდია გორაძესთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნა. რითაც ცნობა იმის შესახებ, რომ ქალის იდუმალი მეუღლე სწორედ "ლავასოღლია", დადასტურდა. სად არის სურათი გადაღებული უცნობია. ცნობილია, ის, რომ "ლავასოღლი" ამჟამად ქართულ სამართალდამცავ სისტემას ემალება.

შეგახსენებთ, მინდია გორაძის კრიმინალური ბიოგრაფია მოიცავდა სხვადასხვა დანაშაულებს, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულს - ქურდობას, რეკეტსა და ფინანსურ მაქინაციებს. "ლავასოღლი" გავლენიანი ფიგურაა ქართულ კრიმინალურ სამყაროში და მისი ავტორიტეტი ვრცელდებოდა ქვეყნის გარეთაც.

2023 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონიერი ქურდი მოლდოვაში დააკავეს. თუმცა მალევე მისმა ოჯახის წევრმა ეს ინფორმაცია უარყო.

მინდია გორაძეს საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში 22-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.

2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო "კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ "კანონიერი ქურდობისა“ და "ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

"ლავასოღლი" 2021 წელს უკრაინაშიც დააკავეს და ოდესის აეროპორტში ექსტრადირებას ელოდებოდა, თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები უცნობია, ფაქტია, რომ კანონიერმა ქურდმა ციხეს მაშინაც დააღწია თავი.