ავტორი:

"ირაკლი შეეკითხა: როგორ წარმოგიდენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? – 3-4 დღეო. 3-4 დღის გამო გვღუპავთო?" - ივანიშვილი ღარიბაშვილის ნაამბობს იხსენებს

"ირაკლი შეეკითხა: როგორ წარმოგიდენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? – 3-4 დღეო. 3-4 დღის გამო გვღუპავთო?" - ივანიშვილი ღარიბაშვილის ნაამბობს იხსენებს

"ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შევუერთდეთ. ამის თქმას ოპოზიციის ნაწილი ბედავდა, ნაწილი ვერ. კაბინეტებში ამაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,

  • როგორც ივანიშვილი აცხადებს, ამ ყველაფერმა გამოიწვია "ქართული ოცნების“ გამყარება, გამკაცრება და აგრესიულობა, რადგან მისი თქმით, გუნდმა უფრო ადრე იცოდა ყველაფერი, ვიდრე საზოგადოებამ.

"ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შევუერთდეთ. ამას ოპოზიციის ნაწილი ბედავდა თქმა, ნაწილი ვერ. კაბინეტებში ამაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო. მინდა გავიხსენო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მონაყოლი, როდესაც მასთან ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა. ირაკლი შეეკითხა: კი, მაგრამ, როგორ წარმოგიდენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია, რომ ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? – 3-4 დღეო. 3-4 დღის გამო გვღუპავთო? - თქვენ 3 მილიონი ხართო და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო. შემდეგ შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთო და ჩვენ დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. ეს იყო რეალობა. ამ ყველაფერმა გამოიწვია გუნდში ეს გადაწყვეტილება. გუნდი გამყარდა, გამკაცრდა, გააგრესიულდა. რადგან, გუნდმა უფრო ადრე იცოდა ეს ყველაფერი, ვიდრე საზოგადოებამ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით,, საქართველოს ამზადებდნენ ომისთვის.

მისივე თქმით, ყველაზე სახიფათო ძალა დღეს ქართულ ოპოზიციაში არის - "ლელო“ და "გახარია საქართველოსთვის“ .

"იმ ფონზე, რომ ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღო და არ მიგვიღეს ამ მიზეზით, შევახსენებ საზოგადოებას როგორი განცხადებები კეთდება დასავლეთში: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ომი ნატოსა და რუსეთთან. ამიტომაც დაგვტოვეს გვერდით ჩვენ და უკრაინაც. გვაომეს და კიდე უნდათ, რომ გვაომონ. ამისთვის ვიყავით ჩვენ გამზადებულები და ამისთვის გვამზადებდნენ. ამ ფონზე რომ ეს ძალა, რასაც "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია - ყველაზე სახიფათოა "ლელო“ და გახარია, რომლებმაც მშვენივრად იციან, რომ "ნაციონალური და მოძრაობა“ მის წევრები და ლიდერები, რომლებმაც სტუდენტობიდან მოყოლებული გარეთ ისწავლეს და იქიდან დაიწყეს მონად გადაქცევა და სხვისი სურვილების ასრულება, ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ რა უნდოდათ მათგან, 2003 წელს რევოლუციის მოწყობაში დაეხმარნენ. მგონი , 2008 წლის ომი მათ კარგად არ ჰქონდათ გააზრებული, მაგრამ ამ ორ ძალას მშვენივრად აქვს გაცნობიერებული თუ რას ითხოვენ მათგან. დღეს ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ , ამის პრობლემა არ არის, ოღონდ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, - მოკლედ თუ ეს ძალა არ მოვაშორეთ ქვეყანას მუდმივი რევოლუციური სიტუაცია ...“,- განაცხადა ივანიშვილმა "იმედთან" ინტერვიუში.