ავტორი:

"გავიგონე აფეთქების ხმა, კოშკი მთლიანად დაინგრა... ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული" - ავიაკატასტროფას აშშ-ში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

"გავიგონე აფეთქების ხმა, კოშკი მთლიანად დაინგრა... ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული" - ავიაკატასტროფას აშშ-ში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად, მას შემდეგ, რაც ვერტმფრენი რადიო კოშკს შეეჯახა - შემთხვევა აშშ-ში, ჰიუსტონში მოხდა.

Robinson R44 ვერტმფრენი ჩამოვარდნისას აფეთქდა. ჰიუსტონის პოლიციის უფროსმა ჯ. ნოე დიაზმა დაადასტურა, რომ ბორტზე ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების თქმით, ის ელინგტონის ველიდან აფრინდა, კატასტროფა კი 7:51 საათზე განიცადა. ჰიუსტონის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, რადიოს კოშკი მთლიანად განადგურდა, მაგრამ ახლომდებარე სახლები არ დაზიანებულა.

ჰიუსტონის მერმა ჯონ უიტმაირმა მომხდარს "ტრაგიკული მოვლენა" უწოდა. ავარიის გამო, მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეუწყდა.

"გავიგონე აფეთქების მსგავსი ხმა, ავხედე და დავინახე, რომ კოშკი მთლიანად დაინგრა“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა ჟურნალისტებთან საუბრისას.