სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამასის" ლიდერის ქვრივი Hermès-ის 32 000-დოლარიანი ჩანთით საიდუმლო გვირაბში და სეიფი მილიონობით დოლარით - ბუნკერის კადრები, სადაც იაჰია სინვარი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა
"ჰამასის" ლიდერის ქვრივი Hermès-ის 32 000-დოლარიანი ჩანთით საიდუმლო გვირაბში და სეიფი მილიონობით დოლარით - ბუნკერის კადრები, სადაც იაჰია სინვარი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ის­რა­ე­ლის ღა­ზა­ში, ის­რა­ე­ლის არ­მი­ის თავ­დას­ხმის შე­დე­გად, "ჰა­მა­სის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ია­ჰია სინ­ვა­რის ლიკ­ვი­და­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. სინ­ვა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ცებ გა­ნა­ცხა­დე ჯერ ის­რა­ელ­ში, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ჰა­მა­სმაც" და­ა­დას­ტუ­რა. ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ ასე­ვე გა­ავ­რცე­ლა სინ­ვარ­ზე ტავ­დას­ხმი­სა და მისი სი­ცო­ცხლის უკანსკნე­ლი წუ­თე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი.

"ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო და მო­რა­ლუ­რი მიღ­წე­ვა ის­რა­ე­ლის­თვის და მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ჯვე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მის ბო­რო­ტე­ბის ღერ­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ირა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

სინ­ვა­რის გა­ნად­გუ­რე­ბა გვაძ­ლევს მძევ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეს ყო­ვე­ლი­ვე ღა­ზა­ში ახალ რე­ა­ლო­ბას შექ­მნის - "ჰა­მა­სი­სა" და ირა­ნის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე" - აცხა­დებ­და ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ის­რა­ელ კაცი.

ცოტა ხნის წინ, IDF-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კად­რე­ბი, რო­მე­ლიც სინ­ვა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დეა გა­და­ღე­ბუ­ლი. კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა "ჰა­მა­სის" ლი­დე­რი მე­უღ­ლეს­თან, აბუ ზა­მარ­თან ერ­თად სა­ი­დუმ­ლო გვი­რაბ­ში. სინ­ვა­რის ცოლს ხელ­ში ჰერ­მე­სის ბირ­კი­ნის 32 000-დო­ლა­რი­ა­ნი ჩან­თა უჭი­რავს.

  • სამ­წუ­თი­ან ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია სინ­ვა­რი, რო­მელ­საც წყლის ბოთ­ლე­ბი, კომ­ფორ­ტუ­ლი ბა­ლი­შე­ბი და სხვა ნივ­თე­ბი თა­ვის სა­მა­ლავ­ში მი­აქვს.

"სინ­ვა­რის ცოლი გვი­რაბ­ში მი­ი­პა­რე­ბო­და - ჰერ­მეს ბირ­კი­ნის 32 000-დო­ლა­რი­ა­ნი ჩან­თით, მა­შინ როცა მო­სახ­ლე­ო­ბას უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში უწევს არ­სე­ბო­ბა, სინ­ვა­რი და მისი ოჯა­ხი ურ­ცხვად ცხოვ­რობ­დნენ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში და სხვებს სა­სიკ­ვდი­ლოდ აგ­ზავ­ნიდ­ნენ. სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თებ­ში სინ­ვა­რი მხო­ლოდ თა­ვის თავ­ზე და ოჯახ­ზე ფიქ­რობ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად კი ტე­რო­რის­ტებს აგ­ზავ­ნი­და ის­რა­ე­ლე­ლი ბავ­შვე­ბი­სა და ქა­ლე­ბის და­სა­ხო­ცად", - აცხა­დე­ბენ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

  • IDF-მა ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­მა­ლა­ვის სუ­რა­თე­ბი, სა­დაც სინ­ვარ­მა თვე­ე­ბი გა­ა­ტა­რა. მან ასე­ვე თა­ვის ბუნ­კერ­ში შე­ი­ტა­ნა საყ­ვა­რე­ლი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი Vimto, უამ­რა­ვი საკ­ვე­ბი - მათ შო­რის გა­ე­როს დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო UNRWA ამა­ნა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

მი­წის­ქვე­შა კომ­პლექსს ჰქონ­და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, საშ­ხა­პე, ლუქ­სი და დიდი ტე­ლე­ვი­ზო­რი, ად­გილ­ზე იპო­ვეს სე­ი­ფი, რო­მელ­შიც მი­ლი­ო­ნო­ბით აშშ დო­ლა­რი იყო შე­ნა­ხუ­ლი.

  • ია­ჰია სინ­ვა­რი

ია­ჰია სინ­ვა­რი 1962 წელს და­ი­ბა­და.

იგი "ჰა­მა­სის“ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის, Majd-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო. ეს სამ­სა­ხუ­რი მარ­თავს შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს და თვალ­ყურს ადევ­ნებს ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რებს.

სინ­ვა­რი სამ­ჯერ და­ა­კა­ვეს. 1988 წელს მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა, ის­რა­ელ­მა ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

2015 წელს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სინ­ვა­რი "სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტე­ბის“ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორიკა
0

ქალის ეგ უძვირფასესი ჩანთა სინამდვილეში , ვფიქრობ გახლავთ ჩინური წარმოების კოპიო...ასეთი ჩინური კოპიოები , რომლებიც არაფრით არ განსხვავდებიან ძვირფასი ორგინალებისგან,ღირს მაქსიმუმ 200-300 დოლარი...😀

wendeta
0

ნეტა შენ რა იცი ვლადიმერ. პირადი ბუღალტერი ან მენეჯეტი ხარ ნეთანიაჰუსი. ნუ ჭორაობა საქართველოში ერთ ერთი პროფესია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჰამასის" ლიდერის ქვრივი Hermès-ის 32 000-დოლარიანი ჩანთით საიდუმლო გვირაბში და სეიფი მილიონობით დოლარით - ბუნკერის კადრები, სადაც იაჰია სინვარი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა

"ჰამასის" ლიდერის ქვრივი Hermès-ის 32 000-დოლარიანი ჩანთით საიდუმლო გვირაბში და სეიფი მილიონობით დოლარით - ბუნკერის კადრები, სადაც იაჰია სინვარი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა

რამდენიმე დღის წინ, ისრაელის ღაზაში, ისრაელის არმიის თავდასხმის შედეგად, "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია განხორციელდა. სინვარის გარდაცვალების შესაცებ განაცხადე ჯერ ისრაელში, ხოლო მოგვიანებით "ჰამასმაც" დაადასტურა. ისრაელის არმიამ ასევე გაავრცელა სინვარზე ტავდასხმისა და მისი სიცოცხლის უკანსკნელი წუთების ამსახველი კადრები.

"ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს.

სინვარის განადგურება გვაძლევს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესაძლებლობას. ეს ყოველივე ღაზაში ახალ რეალობას შექმნის - "ჰამასისა" და ირანის კონტროლის გარეშე" - აცხადებდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი.

ცოტა ხნის წინ, IDF-მა გამოაქვეყნა კადრები, რომელიც სინვარის გარდაცვალებამდეა გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება "ჰამასის" ლიდერი მეუღლესთან, აბუ ზამართან ერთად საიდუმლო გვირაბში. სინვარის ცოლს ხელში ჰერმესის ბირკინის 32 000-დოლარიანი ჩანთა უჭირავს.

  • სამწუთიან ვიდეოში ნაჩვენებია სინვარი, რომელსაც წყლის ბოთლები, კომფორტული ბალიშები და სხვა ნივთები თავის სამალავში მიაქვს.

"სინვარის ცოლი გვირაბში მიიპარებოდა - ჰერმეს ბირკინის 32 000-დოლარიანი ჩანთით, მაშინ როცა მოსახლეობას უკიდურეს გაჭირვებაში უწევს არსებობა, სინვარი და მისი ოჯახი ურცხვად ცხოვრობდნენ ფუფუნებაში და სხვებს სასიკვდილოდ აგზავნიდნენ. სიცოცხლის ბოლო წუთებში სინვარი მხოლოდ თავის თავზე და ოჯახზე ფიქრობდა. პარალელურად კი ტერორისტებს აგზავნიდა ისრაელელი ბავშვებისა და ქალების დასახოცად", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის უწყებაში.

  • IDF-მა ასევე გამოაქვეყნა სამალავის სურათები, სადაც სინვარმა თვეები გაატარა. მან ასევე თავის ბუნკერში შეიტანა საყვარელი გამაგრილებელი სასმელი Vimto, უამრავი საკვები - მათ შორის გაეროს დახმარების სააგენტო UNRWA ამანათები, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.

მიწისქვეშა კომპლექსს ჰქონდა თანამედროვე საპირფარეშოები, საშხაპე, ლუქსი და დიდი ტელევიზორი, ადგილზე იპოვეს სეიფი, რომელშიც მილიონობით აშშ დოლარი იყო შენახული.

  • იაჰია სინვარი

იაჰია სინვარი 1962 წელს დაიბადა.

იგი "ჰამასის“ უსაფრთხოების სამსახურის, Majd-ის დამფუძნებელი იყო. ეს სამსახური მართავს შიდა უსაფრთხოების საკითხებს და თვალყურს ადევნებს ისრაელის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს.

სინვარი სამჯერ დააკავეს. 1988 წელს მას უვადო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, ისრაელმა ისრაელელი ჯარისკაცების სანაცვლოდ გაათავისუფლა.

2015 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სინვარი "საერთაშორისო ტერორისტების“ სიაში შეიყვანა.