ავტორი:

დონალდ ტრამპმა "მაკდონალდსში" იმუშავა, ფრი მოამზადა და მოქალაქეებს მოემსახურა - "მეტხანს ვიმუშავე, ვიდრე კამალამ“

დონალდ ტრამპმა "მაკდონალდსში" იმუშავა, ფრი მოამზადა და მოქალაქეებს მოემსახურა - "მეტხანს ვიმუშავე, ვიდრე კამალამ“

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი "რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიაში, "მაკდონალდსს“ ეწვია, ე.წ. დრაივზე მომხმარებელს მომსახურება გაუწია და "ფრის“ მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.

  • მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ვიზიტის სამიზნე მისი ოპონენტი "დემოკრატი“ კამალა ჰარისი იყო, რომელიც კოლეჯში სწავლის დროს სწრაფი კვების ქსელში მუშაობდა. ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ ამასთან დაკავშირებით კამალა ჰარისი ცრუობს.

"მაკდონალდში“ მყოფმა ტრამპმა "დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს "მატყუარა კამალა“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი 15-წუთიანი სტაჟი ნიშნავს იმას, რომ "მაკდონალდსში“ კამალა ჰარისზე 15 წუთით დიდხანს აქვს ნამუშევარი.

"მაკდონალდსში“ 15 წუთით მეტხანს ვიმუშავე, ვიდრე კამალამ“, - განაცხადა ტრამპმა.

რაც შეეხება კამალა ჰარისს, ის ჯორჯიაში აფროამერიკელების ორ ეკლესიას ეწვია, სადაც მრევლის წევრებმა, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაბადების დღის სიმღერა უმღერეს.