"გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ძალიან ვამაყობ გუშინდელი ხალხის ერთიანობით. BBC-ს ჟურნალისტმა თბილისიდან ჩართვისას ხალხის რაოდენობას "ძალიან შთამბეჭდავი" უწოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვანახეთ მსოფლიოს, რომ მზად ვართ გამარჯვებისთვის და წინ ვერავინ დაგვიდგება.
გუშინდელი დღე იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ ერთმანეთის გვერდით იდგა 3 წამყვანი ოპოზიციური ძალის აქტივი და იქვე იყო პრეზიდენტი და ყველანი ძალიან მეგობრულად იყვნენ განწყობილი ერთმანეთის მიმართ.
ისე, ცნობისთვის, გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში“,- წერს სააკაშვილი.