ავტორი:

“წადი ჩემი მიწიდან! შენ ჩემი მეფე არ ხარ, დაგვიბრუნეთ, რაც მოგვპარეთ!“ - მეფე ჩარლზ III-ს ავსტრალიელი სენატორი ყვირილით დაუპირისპირდა: სკანდალური კადრები

“წადი ჩემი მიწიდან! შენ ჩემი მეფე არ ხარ, დაგვიბრუნეთ, რაც მოგვპარეთ!“ - მეფე ჩარლზ III-ს ავსტრალიელი სენატორი ყვირილით დაუპირისპირდა: სკანდალური კადრები

მეფე ჩარლზ III სკანდალში გაეხვა - სამეფო ოჯახი ავსტრალიაში, კერძოდ კანბერაში ოფიციალურ მიღებაზე იმყოფებოდა, როდესაც ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ავსტრალიელი სენატორი, ლიდია თორპი მეფეს დაუპირისპირდა.

  • “წადი ჩემი მიწიდან! ეს შენი მიწა არ არის. შენ ჩემი მეფე არ ხარ. დაგვიბრუნეთ ჩვენი მიწა, მოგვეცით ის, რაც მოგვპარეთ! ჩვენი ძვლები, ჩვენი თავის ქალა, ჩვენი ჩვილები, ჩვენი ხალხი. თქვენ დაანგრიეთ ჩვენი კულტურა!“ - ყვიროდა სენატორი, რა დროსაც დაცვის წევრებმა მისი გარიდება სცადეს.

მეფე ჩარლზმა მას ყურადღება არ მიაქცია და სასაუბროდ პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანესკენ შებრუნდა.

რაც შეეხება დედოფალ კამილას, როგორც ვიდეოში ჩანს, სენატორის პროტესტზე გაეცინა და გვერდზე მჯდომს რაღაც ჩასჩურჩულა.

თორპი პირველი აბორიგენი ქალია ვიქტორიას შტატიდან, რომელიც სენატორი გახდა. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, მან უარი თქვა დედოფლისთვის ერთგულების ფიცის დადებაზე.

სენატორი იყო ერთ-ერთი იმ 20 ადამიანიდან, ვინც პროტესტს გამოთქვამდა, როცა სამეფო ოჯახის წევრებმა გვირგვინით შეამკეს ომის მემორიალი.

წყარო