21 ოქტომბრიდან „ლეგენდარული ადამიანების“ შეძენა სპეციალურ ფასად - 14 ლარად იქნება შესაძლებელი

21 ოქტომბრიდან „ლეგენდარული ადამიანების“  შეძენა სპეციალურ ფასად - 14 ლარად იქნება შესაძლებელი

21 ოქტომბრიდან „ლეგენდარული ადამიანების“ 1-ლი ტომი, რომელიც 100 ხელოვანს აერთიანებს, მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

„პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული ახალი ოთხტომეული გვაცნობს მსოფლიოს პოლიტიკურ და კულტურული ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერსონებს, ადამიანებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს და გარდამტეხი როლი შეასრულეს ამა თუ იმ მიმართულების განვითარებაში. მათ შორის არიან გამომგონებლები, პოლიტიკოსები, მწერლები, კომპოზიტორები, მუსიკოსები, მხატვრები, რეჟისორები, მოქანდაკეები სხვადასხვა ეპოქიდან, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ - გავლენა მსოფლიოს კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

პირველ წიგნში, რომელიც დღეიდან იქნება წარმოდგენილი როგორც „ბიბლუსში“, ისე „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში, ათობით ლეგენდარულ პერსონასთან ერთად მოთხრობილია ლეონარდო და ვინჩის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, პაბლო პიკასოს, ვინსენტ ვან გოგის, უოლტ დისნეის, ალფრედ ჰიჩკოკის, დევიდ ბოუის, ფრედი მერკურის, მერილინ მონროს, მიქელანჯელოს, ანტონიო გაუდის, კოკო შანელის, ვიქტორ ჰიუგოს, ჰომეროსის ცხოვრების ისტორია და მოღვაწეობა. წიგნის დახვეწილი ილუსტრაციები კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს ისტორიულ ფიგურებს, მათ ეპოქებსა და საქმიანობის სფეროს.

„პალიტრა L-ი“ თითოეულ ტომს ყოველთვიურად გამოსცემს და მისი სპეციალური ფასი 14 ლარი იქნება.

R