მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგები ისევ შეიცვალა: ბიულეტენების 98,3%-ის დათვლის შემდეგ, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მხარს ევროკავშირში გაწევრებას უჭერს
მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგები ისევ შეიცვალა: ბიულეტენების 98,3%-ის დათვლის შემდეგ,  ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მხარს ევროკავშირში გაწევრებას უჭერს

მოლ­დო­ვას ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფე­რენ­დუ­მის ოქ­მე­ბის 98,3%-ის და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ევ­რო­პუ­ლი ვექ­ტო­რის შე­ტა­ნის მხარ­დამ­ჭერ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა.

  • ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის 50,07%-მა ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიზ­ნით კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას მხა­რი და­უ­ჭი­რა, 49,93%-მა კი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა.

მოლ­დო­ვას მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა ეპა­სუ­ხათ "დიახ“ ან "არა“ კი­თხვა­ზე: "ემ­ხრო­ბით თუ არა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მიზ­ნით?“.

ამას­თა­ნა­ვე, ოქ­მე­ბის 97%-ის და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, მაია სან­დუ ხმე­ბის 41,86%-ით ლი­დე­რობს, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტი ალექ­სან­დრე სტო­ი­ა­ნოგ­ლოა, რო­მელ­მაც, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბის 26,32%-ი მი­ი­ღო.

  • მოლ­დო­ვა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური 3 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა

მოლ­დო­ვა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური 3 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, მაია სან­დუ­სა და ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, ალექ­სან­დრე სტო­ი­ა­ნოგ­ლო და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან, - მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­გე­ლა კა­რა­მან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • მისი თქმით, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცია ცხად­ყოფს, რომ 11 კან­დი­და­ტი­დან ვერ­ცერ­თმა ვერ მი­ი­ღო ხმე­ბის 50%-ზე მეტი, რაც ნიშ­ნავს, რომ ორ კვი­რა­ში მე­ო­რე ტური ჩა­ტარ­დე­ბა.

“მოლ­დო­ვამ რო­გორც დღეს, ისე ბოლო თვე­ებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმა გა­ნი­ცა­და“, - ამის შე­სა­ხებ მოლ­დო­ვას მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მაია სან­დუმ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი­სა და რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ 20:39 / 20-10-2024პრე­ზი­დენ­ტმა მაია სან­დუს და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მი­მარ­თა - “ერ­თად შე­ვალთ ევ­რო­პა­ში!“მისი თქმით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ უცხო­ურ ძა­ლებ­თან, რათა ქვე­ყა­ნას ტყუ­ი­ლი­თა და პრო­პა­გან­დით დას­ხმოდ­ნენ თავს.

“ჩვენ გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი 300 000 ხმის ყიდ­ვას აპი­რებ­დნენ. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის თაღ­ლი­თო­ბა. მათი მი­ზა­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ში­შის და პა­ნი­კის გავ­რცე­ლე­ბა იყო. არ შევ­წყვეტთ დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვას, ვე­ლო­დე­ბით სა­ბო­ლოო შე­დე­გებს და მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ვუ­პა­სუ­ხებთ“, - აღ­ნიშ­ნა სან­დუმ.

შე­გახ­სე­ნებთ, მოლ­დო­ვა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ამომ­რჩე­ველ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა ხმა ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წარ შე­დე­გებს, მას­ში მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, მაია სან­დუ ხმე­ბის 35 პრო­ცენ­ტით ლი­დე­რობს, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი მისი ოპო­ნენ­ტი, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ალექ­სან­დრე სტო­ი­ა­ნოგ­ლოა რო­მელ­საც მხარს ყვე­ლა­ზე დიდი პრო­რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი “სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ პარ­ტია უჭერს.

მოლ­დო­ვა­ში ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მი და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ერ­თდრო­უ­ლად გუ­შინ გა­ი­მარ­თა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგები ისევ შეიცვალა: ბიულეტენების 98,3%-ის დათვლის შემდეგ, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მხარს ევროკავშირში გაწევრებას უჭერს

მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგები ისევ შეიცვალა: ბიულეტენების 98,3%-ის დათვლის შემდეგ,  ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მხარს ევროკავშირში გაწევრებას უჭერს

მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ოქმების 98,3%-ის დამუშავების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციაში ევროპული ვექტორის შეტანის მხარდამჭერთა რაოდენობამ მოწინააღმდეგეების რაოდენობას გადააჭარბა.

  • ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეების 50,07%-მა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა, 49,93%-მა კი ცვლილების განხორციელების წინააღმდეგ მისცა ხმა.

მოლდოვას მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ "დიახ“ ან "არა“ კითხვაზე: "ემხრობით თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“.

ამასთანავე, ოქმების 97%-ის დამუშავების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 41,86%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ოპოზიციის კანდიდატი ალექსანდრე სტოიანოგლოა, რომელმაც, წინასწარი შედეგებით, ამომრჩევლების ხმების 26,32%-ი მიიღო.

  • მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუსა და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ანგელა კარამანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მისი თქმით, წინასწარი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 11 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ორ კვირაში მეორე ტური ჩატარდება.

“მოლდოვამ როგორც დღეს, ისე ბოლო თვეებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა“, - ამის შესახებ მოლდოვას მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყანაში არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ 20:39 / 20-10-2024პრეზიდენტმა მაია სანდუს და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა - “ერთად შევალთ ევროპაში!“მისი თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფები გაერთიანდნენ უცხოურ ძალებთან, რათა ქვეყანას ტყუილითა და პროპაგანდით დასხმოდნენ თავს.

“ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები 300 000 ხმის ყიდვას აპირებდნენ. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მათი მიზანი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშის და პანიკის გავრცელება იყო. არ შევწყვეტთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას, ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა სანდუმ.

შეგახსენებთ, მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, მასში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 35 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მისი ოპონენტი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური “სოციალისტების“ პარტია უჭერს.

მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად გუშინ გაიმართა.

იხილეთ ასევე: