ავტორი:

გაჟონა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის საიდუმლო დოკუმენტებმა, სადაც ისრაელის ირანზე შესაძლო თავდასხმის გეგმაზეა საუბარი - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი მედიისთვის

გაჟონა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის საიდუმლო დოკუმენტებმა, სადაც ისრაელის ირანზე შესაძლო თავდასხმის გეგმაზეა საუბარი - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი მედიისთვის

აშშ იძიებს ამერიკული სადაზვერვო სამსახურების საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეს, რომელიც ეხება ისრაელი გეგმას ირანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

  • არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც შედგენილია ეროვნული გეოსივრცული სადაზვერვო სააგენტოს მიერ, ნათქვამია, რომ ისრაელი ახორციელებს სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას ირანზე შესაძლო დარტყმის წინ.

კიდევ ერთი დოკუმენტი ეხება ისრაელის საჰაერო ძალების წვრთნას, რომელშიც მონაწილეობენ ჰაერი-მიწის ტიპის რაკეტები. ეს დოკუმენტი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ეკუთვნის. დოკუმენტებს აწერია "საიდუმლო" და მათი გავრცელება დაიწყო გასული პარასკევი საღამოდან "ტელეგრამის" არხებზე.

ამ დოკუმენტების გაჟონვა "ღრმად შემაშფოთებელია", - ამბობს CNN-თან ამერიკის დაზვერვის სამსახურიდან წყარო. შეშფოთება კი გამოწვეულია არა უშუალოდ დოკუმენტების შინაარსის გამო, არამედ იმის გამო, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება გარკვევა, თუ როგორ გაიტანეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, დოკუმენტებში კონკრეტული გეგმა არ წერია, ამიტომაც მისი შინაარსის გამო დიდად არ წუხან.

არის თუ არა აშშ-ის დაზვერვის სხვა საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საფრთხეც? - ეს არის კითხვა, რომელიც საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებს აშფოთებთ.0