ავტორი:

კამიკაძე-დრონი ამჯერად თავად ნეთანიაჰუს "ესტუმრა“ სახლში - რა მოხდა ისრაელში

კამიკაძე-დრონი ამჯერად თავად ნეთანიაჰუს "ესტუმრა“ სახლში - რა მოხდა ისრაელში

ისრაელის დაზვერვამ და საჰაერო ძალებმა ბოლო პერიოდში მართლაც დიდი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით გაანადგურეს "ჰეზბოლასა“ თუ "ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერები და საველე მეთაურები, მაგრამ ამჯერად პასუხი თავად ისრაელელებს დაუბრუნდათ და თავად... პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს...

  • 19 ოქტომბრის დილას სამხრეთ ლიბანიდან "ჰეზბოლამ“ სამი კამიკაძე-დრონი გაუშვა სამხრეთით, ისრაელის ცენტრისკენ. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მართალია შეძლო ორი დრონის ჩამოგდება, მაგრამ მესამე ხელიდან დაუსხლტა, რომელმაც გააგრძელა ფრენა და ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან სამხრეთით დაახლოებით 70 კმ-ის სიღრმეში,კეისარიის რაიონში შენობას დაეცა და აფეთქდა.

აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ამ მორიგ საჰაერო თავდასხმას ნაკლები ყურადღება მიექცეოდა, რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება - ის სახლი, რომელსაც „ჰეზბოლას“ კამიკაძე-დრონი დაეცა და აფეთქდა, არც მეტი და არც ნაკლები... თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პირად საცხოვრებელ რეზიდენციას წარმოადგენდა!

ისრაელის სამხედრო ცენზურამ მაშინვე დაბლოკა ამ წერტილოვანი საჰაერო თავდასხმის დეტალები, თუმცა ის გახდა ცნობილი, რომ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე საჰაერო თავდასხმის მომენტში სახლში არ იმყოფებოდნენ... წაიკითხეთ ვრცლად