მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი წელი ჯუნგლებში - როგორ მალავს კაცი სამ შვილს ყველასგან ისე, რომ მათ კვალს ვერავინ მიაგნო: ბოლო დროის ყველაზე იდუმალი ამბავი
სამი წელი ჯუნგლებში - როგორ მალავს კაცი სამ შვილს ყველასგან ისე, რომ მათ კვალს ვერავინ მიაგნო: ბოლო დროის ყველაზე იდუმალი ამბავი

ახა­ლი ზე­ლან­დი­ე­ლი მამა, რო­მე­ლიც სამი წლის წინ, სამ შვილ­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­და, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად სა­ჯა­როდ ნა­ხეს.

  • ტომ ფი­ლიპს­ზე ძებ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მან 8 წლის ემ­ბე­რი, 9 წლის მა­ვე­რი­კი და 11 წლის ჯე­ი­და 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში, ბავ­შვე­ბის დე­დას­თან კა­მა­თის შემ­დეგ წა­იყ­ვა­ნა სახ­ლი­დან.

კი­თხვა, რო­მე­ლიც სამი წე­ლია ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მო­სახ­ლე­ო­ბას აწუ­ხებს, გა­სულ კვი­რას, კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. რო­გორ იმა­ლე­ბა ტომ ფი­ლიპ­სი სამ შვილ­თან ერ­თად ისე, რომ აქამ­დე პო­ლი­ცი­ას არ და­უ­კა­ვე­ბია.

გა­სულ კვი­რას ღორ­ზე მო­ნა­დი­რე თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ჯგუ­ფი და­კარ­გუ­ლებს შეხ­ვდა. მათ ტე­ლე­ფო­ნით ვი­დეო გა­და­უ­ღეს.

  • ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მე­დია წერს, რომ მო­ნა­დი­რე­ე­ბი ერთ-ერთ ბავ­შვს გა­ე­სა­უბრნენ - ჰკი­თხეს ვინ­მემ იცო­და თუ არა, რომ ისი­ნი იქ იყ­ვნენ. მათ უპა­სუ­ხეს - "მხო­ლოდ შენ" და გზა გა­ნაგ­რძეს.

მო­ნა­დი­რე­ე­ბის აღ­წე­რის მი­ხედ­ვით, მა­მა­კა­ცი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო, გრძე­ლი წვე­რი ჰქონ­და, ხოლო ხოლო ბავ­შვებს ნიღ­ბე­ბი ეკე­თათ და ზურგჩან­თე­ბი ეკი­დათ.

პო­ლი­ცი­ის აზ­რით, გაქ­ცე­ულ კაცს სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ შვი­ლე­ბი და­მა­ლუ­ლი ჰყავ­დეს.

ფი­ლიპსს შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია, თუმ­ცა, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 2023 წლის მა­ის­ში, ერთი შვი­ლი მა­ინც გა­მო­იყ­ვა­ნა ტყი­დან, რო­დე­საც ბან­კი გა­ძარ­ცვა. იმა­ვე წლის ნო­ემ­ბერ­ში, კი პა­ტა­რა სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ის გა­ძარ­ცვა სცა­და. 2023 წელს კი­დევ იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მამა და შვი­ლე­ბი შე­ნიშ­ნეს. ივ­ნის­ში პო­ლი­ცი­ამ 80,000 დო­ლა­რი ჯილ­დოც და­ა­წე­სა ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, თუმ­ცა კვალს ვერ მი­აგ­ნეს.

ბოლო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ფი­ლიპ­სი და მისი შვი­ლე­ბი შე­ნიშ­ნეს, ბევრ კი­თხვას აჩენს, თუ რო­გორ ახერ­ხებს ის კვლავ გაქ­ცე­ვას ყოფ­ნას და თუ უთ­მობს პო­ლი­ცია ამ საქ­მეს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას. უც­ნო­ბია, რო­გორ ახერ­ხებს კაცი გა­დარ­ჩე­ნას.

  • გა­დარ­ჩე­ნა ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში

მა­რუ­კო­პა პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბაა ახა­ლი ზე­ლან­დი­ის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. მის გარ­შე­მო ათა­სო­ბით ჰექ­ტა­რი ტყე, კლდე­ე­ბი, ფერ­მე­რე­ბის მი­წე­ბი და კირ­ქვის მღვი­მე­ე­ბია.

ფი­ლიპ­სის ოჯახს მა­რუ­კო­პა­ში დიდ პა­ტივს სცემ­დნენ. მისი ოჯა­ხის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 500-ზე მეტი ჰექ­ტა­რი მიწა ამ მხა­რე­ში. არ არ­სე­ბობს რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბა, რომ ფი­ლიპ­სის ოჯა­ხი მას ეხ­მა­რე­ბა. კა­ცის დე­დამ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ 2021 წლის შემ­დეგ შვი­ლი არ უნა­ხავს და მო­უ­წო­და, ბავ­შვე­ბი სახ­ლში და­აბ­რუ­ნოს.

ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად იც­ნო­ბენ ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ტყეს, ამ­ბო­ბენ, რომ ფი­ლიპსს შე­უძ­ლია იცხოვ­როს და გა­დარ­ჩეს ბა­ლა­ხე­ბით, ვე­ლუ­რი სტა­ფი­ლო­თი, ხი­ლით და ცხო­ვე­ლე­ბის ხორ­ცით, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შეძ­ლებს მა­რა­გე­ბის პოვ­ნას და თავ­შე­საფ­რის მო­წყო­ბას.

  • "ის შე­იძ­ლე­ბა ამას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავ­და“, - გა­ნა­ცხა­და აშ ბად­მა, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის გა­დარ­ჩე­ნის აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტორ­მა.

ბავ­შვე­ბის დედა აცხა­დე­ბას, რომ სის­ტე­მა არ მუ­შა­ობს და კაცი დიდი ხნის წინ უნდა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ.

პო­ლი­ცი­ამ მა­რუ­კო­პას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა, თუმ­ცა გაქ­ცე­უ­ლე­ბი ვერ იპო­ვეს.

ტონი უოლი, ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს თვალს იმ დრო­ი­დან ადევ­ნებს, რო­დე­საც კაცი შვი­ლებ­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­და. ყვე­ლა­ფე­რი 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც ფი­ლიპს­მა თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ტო­ვა და შვი­ლებ­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­და. მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძი­ე­ბა და­ი­წყო, ში­შობ­დნენ, რომ ის და ბავ­შვე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იყ­ვნენ. მას პო­ლი­ცი­ის რე­სურ­სე­ბის გაფ­ლან­გვა­ში დას­დეს ბრა­ლი, რო­დე­საც 18 დღის შემ­დეგ ბავ­შვებ­თან ერ­თად ტყი­დან გა­მო­ვი­და. 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში კაცი ისევ შვი­ლებ­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფი­ლიპსს ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი მხარს უჭერს. ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, რომ "მარ­ტო და­ტო­ვონ“ და აცხა­დე­ბენ, რომ ის თა­ვის შვი­ლებს ჯან­მრთე­ლე­ბად ზრდის.

!!
2

"500-ზე მეტი ჰექ­ტა­რი" კი არა 500 ჰექტარზე მეტი უნდა გეწეროთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

სამი წელი ჯუნგლებში - როგორ მალავს კაცი სამ შვილს ყველასგან ისე, რომ მათ კვალს ვერავინ მიაგნო: ბოლო დროის ყველაზე იდუმალი ამბავი

სამი წელი ჯუნგლებში - როგორ მალავს კაცი სამ შვილს ყველასგან ისე, რომ მათ კვალს ვერავინ მიაგნო: ბოლო დროის ყველაზე იდუმალი ამბავი

ახალი ზელანდიელი მამა, რომელიც სამი წლის წინ, სამ შვილთან ერთად გაუჩინარდა, ბოლო წლების განმავლობაში პირველად საჯაროდ ნახეს.

  • ტომ ფილიპსზე ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 8 წლის ემბერი, 9 წლის მავერიკი და 11 წლის ჯეიდა 2021 წლის დეკემბერში, ბავშვების დედასთან კამათის შემდეგ წაიყვანა სახლიდან.

კითხვა, რომელიც სამი წელია ახალი ზელანდიის მოსახლეობას აწუხებს, გასულ კვირას, კვლავ აქტუალური გახდა. როგორ იმალება ტომ ფილიპსი სამ შვილთან ერთად ისე, რომ აქამდე პოლიციას არ დაუკავებია.

გასულ კვირას ღორზე მონადირე თინეიჯერების ჯგუფი დაკარგულებს შეხვდა. მათ ტელეფონით ვიდეო გადაუღეს.

  • ახალი ზელანდიის მედია წერს, რომ მონადირეები ერთ-ერთ ბავშვს გაესაუბრნენ - ჰკითხეს ვინმემ იცოდა თუ არა, რომ ისინი იქ იყვნენ. მათ უპასუხეს - "მხოლოდ შენ" და გზა განაგრძეს.

მონადირეების აღწერის მიხედვით, მამაკაცი შეიარაღებული იყო, გრძელი წვერი ჰქონდა, ხოლო ხოლო ბავშვებს ნიღბები ეკეთათ და ზურგჩანთები ეკიდათ.

პოლიციის აზრით, გაქცეულ კაცს სხვა ადამიანებიც ეხმარებიან, რომ შვილები დამალული ჰყავდეს.

ფილიპსს შვილებზე მეურვეობის უფლება არ აქვს. ამ დროის განმავლობაში მათ საზოგადოებასთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ 2023 წლის მაისში, ერთი შვილი მაინც გამოიყვანა ტყიდან, როდესაც ბანკი გაძარცვა. იმავე წლის ნოემბერში, კი პატარა სასურსათო მაღაზიის გაძარცვა სცადა. 2023 წელს კიდევ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამა და შვილები შენიშნეს. ივნისში პოლიციამ 80,000 დოლარი ჯილდოც დააწესა ინფორმაციის სანაცვლოდ, თუმცა კვალს ვერ მიაგნეს.

ბოლო შემთხვევა, როდესაც ფილიპსი და მისი შვილები შენიშნეს, ბევრ კითხვას აჩენს, თუ როგორ ახერხებს ის კვლავ გაქცევას ყოფნას და თუ უთმობს პოლიცია ამ საქმეს სათანადო ყურადღებას. უცნობია, როგორ ახერხებს კაცი გადარჩენას.

  • გადარჩენა ველურ ბუნებაში

მარუკოპა პატარა დასახლებაა ახალი ზელანდიის დასავლეთ სანაპიროზე. მის გარშემო ათასობით ჰექტარი ტყე, კლდეები, ფერმერების მიწები და კირქვის მღვიმეებია.

ფილიპსის ოჯახს მარუკოპაში დიდ პატივს სცემდნენ. მისი ოჯახის მფლობელობაშია 500-ზე მეტი ჰექტარი მიწა ამ მხარეში. არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ფილიპსის ოჯახი მას ეხმარება. კაცის დედამ მედიასთან განაცხადა, რომ 2021 წლის შემდეგ შვილი არ უნახავს და მოუწოდა, ბავშვები სახლში დააბრუნოს.

ის ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ახალი ზელანდიის ტყეს, ამბობენ, რომ ფილიპსს შეუძლია იცხოვროს და გადარჩეს ბალახებით, ველური სტაფილოთი, ხილით და ცხოველების ხორცით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეძლებს მარაგების პოვნას და თავშესაფრის მოწყობას.

  • "ის შეიძლება ამას წლების განმავლობაში გეგმავდა“, - განაცხადა აშ ბადმა, ახალი ზელანდიის გადარჩენის აკადემიის დირექტორმა.

ბავშვების დედა აცხადებას, რომ სისტემა არ მუშაობს და კაცი დიდი ხნის წინ უნდა შეეჩერებინათ.

პოლიციამ მარუკოპას ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში ძიება ჩაატარა, თუმცა გაქცეულები ვერ იპოვეს.

ტონი უოლი, ჟურნალისტია, რომელიც ამ საქმეს თვალს იმ დროიდან ადევნებს, როდესაც კაცი შვილებთან ერთად გაუჩინარდა. ყველაფერი 2021 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ფილიპსმა თავისი ავტომობილი დატოვა და შვილებთან ერთად გაუჩინარდა. მაშინ ხელისუფლებამ ძიება დაიწყო, შიშობდნენ, რომ ის და ბავშვები გარდაცვლილები იყვნენ. მას პოლიციის რესურსების გაფლანგვაში დასდეს ბრალი, როდესაც 18 დღის შემდეგ ბავშვებთან ერთად ტყიდან გამოვიდა. 2022 წლის დეკემბერში კაცი ისევ შვილებთან ერთად გაუჩინარდა.

მიუხედავად ამისა, ფილიპსს ადამიანების ნაწილი მხარს უჭერს. ისინი მოითხოვენ, რომ "მარტო დატოვონ“ და აცხადებენ, რომ ის თავის შვილებს ჯანმრთელებად ზრდის.