პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან მკვლელი სააკაშვილი, შარვალჩახდილი გვარამია, თაღლითი ხაზარაძე და მოღალატე გახარია" - მდინარაძე
"აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან მკვლელი სააკაშვილი, შარვალჩახდილი გვარამია, თაღლითი ხაზარაძე და მოღალატე გახარია" - მდინარაძე

რად­გან მათ [ოპო­ზი­ცი­ურ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს] სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­იძ­ლე­ბა მცი­რე, მაგ­რამ მა­ინც რა­ღაც ნა­წი­ლი კი­დევ უჭერს მხარს, შე­ვახ­სე­ნოთ მათ, რომ აგენ­ტუ­რუ­ლი ოთხე­უ­ლის სა­თა­ვე­ში დგა­ნან: პირ­ვე­ლი - მკვლე­ლი, მო­ძა­ლა­დე, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­სეთ­ზე ჩამ­ბა­რე­ბე­ლი და სა­კუ­თარ ჯარ­ზე ომის და­ნა­შა­უ­ლის დამ­ბრა­ლე­ბე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი. მე­ო­რე - მისი პარ­ტი­ის მე­ო­რე და­ნა­ყო­ფი შარ­ვალ­ჩახ­დი­ლი და რუბ­ლე­ბით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ხალ­ხით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი თაღ­ლი­თი და თა­ვი­სი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის გამ­ძარ­ცვე­ლი გვა­რა­მია, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ, ქუ­თა­ის­ში, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამა­ვე ოთხე­უ­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბი არი­ან ხა­ზა­რა­ძე და გა­ხა­რია, რომ­ლე­ბიც ვერ ლა­ხა­ვენ ბა­რი­ერს. მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს კვლავ ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამომ­რჩე­ვე­ლი.

„ასე­ვე, უპერ­სპექ­ტი­ვო პარ­ტი­ებ­საც შე­ვე­ხოთ, ვერ ლა­ხა­ვენ ბა­რი­ერს, მაგ­რამ მა­ინც ამ ოთხე­ულ­ში არი­ან. თაღ­ლი­თი, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­კე­ტი­ო­რი ხა­ზა­რა­ძე და ასე­ვე თაღ­ლი­თი, სა­ა­კაშ­ვილ­თან მო­ღა­ლა­ტე და თა­ვი­სი გუნ­დის გამ­წი­რა­ვი გა­ხა­რია. აი ესე­ნი იღე­ბენ ხმას. არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ კი­დევ ამომ­რჩე­ვე­ლი, თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ხალ­ხს, ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ხმას აძ­ლევს და როცა მათ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით უნდა ვუ­თხრათ, რომ ისი­ნი არი­ან აი ამ ხალ­ხის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ასე სი­ტყვა სი­ტყვით უნდა ჩა­მო­ვუთ­ვა­ლოთ.

ამი­ტომ, 26 ოქ­ტომ­ბერს, მთელს მსოფ­ლი­ოს ჩვენ უნდა და­ვა­ნა­ხოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არას­დროს დად­გე­ბა თა­ვი­სი ქვეყ­ნის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის მხა­რეს“,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ბო­ლომ­დე ჩა­მო­ხა­და ფარ­და აგენ­ტუ­რას და მთელს მსოფ­ლი­ოს უთხა­რა, რომ „ამი­ე­რი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში“.

„ბო­ლომ­დე ჩა­მოვ­ხა­დეთ ფარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ აგენ­ტუ­რას და მთელს მსოფ­ლი­ოს ვუ­თხა­რით მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი, ამი­ე­რი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­თვის შე­ას­რუ­ლებს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ან­დერ­ძად ქცე­ულ სი­ტყვებს - „ მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა.“

„აქ, ამ ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ველ­თვის შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ფი­ცოთ, რომ შე­ვას­რუ­ლებთ ან­დერ­ძად ქცე­ულ სი­ტყვებს, დიდი ილი­ას სი­ტყვებს, რომ ჩვენ­თვის უპირ­ვე­ლე­სი მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა: „მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა“, და ამას გა­ა­კე­თებს არა მხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბა, არა მხო­ლოდ ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ამას, არა­მედ ჩვენ უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ დავ­დოთ მყა­რი გა­რან­ტია, რომ ამას გა­ა­კე­თე­ბენ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბიც“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან მკვლელი სააკაშვილი, შარვალჩახდილი გვარამია, თაღლითი ხაზარაძე და მოღალატე გახარია" - მდინარაძე

"აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან მკვლელი სააკაშვილი, შარვალჩახდილი გვარამია, თაღლითი ხაზარაძე და მოღალატე გახარია" - მდინარაძე

რადგან მათ [ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს] საზოგადოების შეიძლება მცირე, მაგრამ მაინც რაღაც ნაწილი კიდევ უჭერს მხარს, შევახსენოთ მათ, რომ აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან: პირველი - მკვლელი, მოძალადე, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დანაშაულის დამბრალებელი სააკაშვილი. მეორე - მისი პარტიის მეორე დანაყოფი შარვალჩახდილი და რუბლებით დაფინანსებული ხალხით გარშემორტყმული თაღლითი და თავისი ტელეკომპანიების გამძარცველი გვარამია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამავე ოთხეულის შემადგენელი ნაწილები არიან ხაზარაძე და გახარია, რომლებიც ვერ ლახავენ ბარიერს. მდინარაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს კვლავ ჰყავს საქართველოში ამომრჩეველი.

„ასევე, უპერსპექტივო პარტიებსაც შევეხოთ, ვერ ლახავენ ბარიერს, მაგრამ მაინც ამ ოთხეულში არიან. თაღლითი, სააკაშვილის რეკეტიორი ხაზარაძე და ასევე თაღლითი, სააკაშვილთან მოღალატე და თავისი გუნდის გამწირავი გახარია. აი ესენი იღებენ ხმას. არსებობს საქართველოში სამწუხაროდ კიდევ ამომრჩეველი, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ამ ხალხს, ამ ყველაფრის მიუხედავად ხმას აძლევს და როცა მათ დაველაპარაკებით უნდა ვუთხრათ, რომ ისინი არიან აი ამ ხალხის მხარდამჭერები, ასე სიტყვა სიტყვით უნდა ჩამოვუთვალოთ.

ამიტომ, 26 ოქტომბერს, მთელს მსოფლიოს ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს დადგება თავისი ქვეყნის გამყიდველების მხარეს“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე ჩამოხადა ფარდა აგენტურას და მთელს მსოფლიოს უთხარა, რომ „ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში“.

„ბოლომდე ჩამოვხადეთ ფარდა საქართველოში მოქმედ აგენტურას და მთელს მსოფლიოს ვუთხარით მთავარი სათქმელი, ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება ყოველთვის შეასრულებს ილია ჭავჭავაძის ანდერძად ქცეულ სიტყვებს - „ მამული, ენა, სარწმუნოება.“

„აქ, ამ ქვეყანაში, ყოველთვის შეგვიძლია დავიფიცოთ, რომ შევასრულებთ ანდერძად ქცეულ სიტყვებს, დიდი ილიას სიტყვებს, რომ ჩვენთვის უპირველესი მოსაფრთხილებელი იქნება: „მამული, ენა, სარწმუნოება“, და ამას გააკეთებს არა მხოლოდ თანამედროვე თაობა, არა მხოლოდ ჩვენ გავაკეთებთ ამას, არამედ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დავდოთ მყარი გარანტია, რომ ამას გააკეთებენ ჩვენი მომავალი თაობებიც“, - განაცხადა მდინარაძემ.