რამდენიმე დღის წინ კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას კოალიცია "ცვლილებებისთვის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ელენე, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ელენე დღეს დაკრძალეს.
"დღეს ჩვენი პატარა ელენე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. გარდაცვლილიც კი იღიმებოდა თავისი განსაკუთრებულად კეთილი და თბილი გამომეტყველებით.
ასე დაგვემშვიდობა. წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი და გულისწყვეტა ჩემო კეთილო და უსაყვარლესო გოგო, ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენ აქ ვიზეიმებთ და შენ იქ, კეთილთა სასუფეველში! გვიყვარხარ და არასდროს არ დაგვავიწყდები" - წერს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.
წაიკითხეთ ასევე: