მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მთავრობამ ახლახან ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო" - ჰელსინკის კომისია
"საქართველოს მთავრობამ ახლახან ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო" - ჰელსინკის კომისია

სა­ქარ­თვე­ლოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბამ ახ­ლა­ხან უფრო ღიად არა­ლი­ბე­რა­ლუ­რი და პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია მი­ი­ღო, რაც მისი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­წი­ლად პრო­და­სავ­ლურ გან­წყო­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის ახალ ან­გა­რიშ­ში „მზა­დე­ბა რუ­სე­თის გრძელ­ვა­დი­ა­ნი საფრ­თხის­თვის“ არის ნათ­ქვა­მი.

"სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი, რო­მელ­შიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი და სა­ქარ­თვე­ლო შე­დის, თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის გარ­დამ­ტეხ მო­მენ­ტშია, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და საფრ­თხის ზღვარ­ზეა. სამ­ხრეთ კავ­კა­სია ამ­ჟა­მად ღრმა პო­ლი­ტი­კურ და სტრა­ტე­გი­ულ ძვრებს გა­ნიც­დის, რაც დიდ­წი­ლად რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის ცვა­ლე­ბა­დი დი­ნა­მი­კით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამა­სო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბამ ახ­ლა­ხან უფრო ღიად არა­ლი­ბე­რა­ლუ­რი და პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია მი­ი­ღო, რაც მისი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­წი­ლად პრო­და­სავ­ლურ გან­წყო­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ამ ცვლი­ლე­ბებ­მა რე­გი­ო­ნუ­ლი აქ­ტო­რე­ბის­თვის და მათი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და რის­კე­ბი შექ­მნა“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

  • ჰელ­სინ­კის კო­მი­სია წერს, რომ "სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც პრო­და­სავ­ლუ­რი სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მის­წრა­ფე­ბე­ბით. თუმ­ცა, ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, უფრო ღიად ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და არა­ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია მი­ი­ღო“.

"ეს ცვლი­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დარ­ბე­ვით და რუ­სეთ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბით აღი­ნიშ­ნა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პრო­ევ­რო­პუ­ლი და პრო-ნატო რჩე­ბა, რაც მთავ­რო­ბა­სა და ხალ­ხს შო­რის მკვეთრ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას ქმნის. ეს ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, რუ­სუ­ლი სტი­ლის „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვალ­თვი­ა­ნი მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის დროს გახ­და, რო­მე­ლიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ქუ­ჩებ­ში 300 000-მდე ქარ­თვე­ლი გა­მო­ვი­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

კო­მი­სია აცხა­დებს, რომ „ეს სი­ტუ­ა­ცია რე­გი­ონ­ში ფუნ­და­მენ­ტურ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას ქმნის, სა­დაც რუ­სე­თი გარ­ნი­ზო­ნე­ბის გან­ლა­გე­ბას აგ­რძე­ლებს, (თუმ­ცა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის შე­დე­გად იგი შემ­ცი­რე­ბუ­ლია) ღიად ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და რუ­სე­თის მი­მართ სულ უფრო და უფრო მე­გობ­რუ­ლი მთავ­რო­ბით, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას ფუნ­და­მენ­ტუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"საქართველოს მთავრობამ ახლახან ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო" - ჰელსინკის კომისია

"საქართველოს მთავრობამ ახლახან ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო" - ჰელსინკის კომისია

საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი.

"სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შედის, თავისი ისტორიის გარდამტეხ მომენტშია, შესაძლებლობისა და საფრთხის ზღვარზეა. სამხრეთ კავკასია ამჟამად ღრმა პოლიტიკურ და სტრატეგიულ ძვრებს განიცდის, რაც დიდწილად რუსული გავლენის ცვალებადი დინამიკით არის გამოწვეული. ამასობაში, საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება. ამ ცვლილებებმა რეგიონული აქტორებისთვის და მათი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და რისკები შექმნა“, - ნათქვამია ანგარიშში.

  • ჰელსინკის კომისია წერს, რომ "საქართველოში რთული ვითარებაა. მრავალი წლის განმავლობაში საქართველო განიხილებოდა, როგორც პროდასავლური საიმედო მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებით. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობამ, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უფრო ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური პოზიცია მიიღო“.

"ეს ცვლილება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების დარბევით და რუსეთთან მჭიდრო კავშირებით აღინიშნა. ხელისუფლების აღნიშნული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროევროპული და პრო-ნატო რჩება, რაც მთავრობასა და ხალხს შორის მკვეთრ აზრთა სხვადასხვაობას ქმნის. ეს ყველაზე თვალსაჩინო 2024 წლის გაზაფხულზე, რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მრავალთვიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს გახდა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო და პროტესტის ნიშნად ქუჩებში 300 000-მდე ქართველი გამოვიდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კომისია აცხადებს, რომ „ეს სიტუაცია რეგიონში ფუნდამენტურ არასტაბილურობას ქმნის, სადაც რუსეთი გარნიზონების განლაგებას აგრძელებს, (თუმცა უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად იგი შემცირებულია) ღიად ანტიდასავლური და რუსეთის მიმართ სულ უფრო და უფრო მეგობრული მთავრობით, რომელიც მოსახლეობას ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება“.