ავტორი:

მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც "ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში 3 კვირის განმავლობაში გადადგამს

მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც "ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში 3 კვირის განმავლობაში გადადგამს

"ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც "ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში 3 კვირის განმავლობაში გადადგამს.

ხაზარაძემ პირველი სამი კვირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაბიჯად "რუსული კანონის“ გაუქმება დაასახელა.

"პირველი სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გავაუქმებთ "რუსულ კანონს“, რათა დავასრულოთ რუსული რეპრესიები ჩვენს ხალხზე და ხელახლა გავხსნათ გზა ევროკავშირის წევრობისა და ევროპული მომავლისკენ“, - აღნიშნა მან.

ხაზარაძის განცხადებით, "ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება იმუშავებს პარლამენტთან ერთად, რომ დაჩქარებული წესით გაუქმდეს "რუსული კანონი“.

მისივე განმარტებით, "ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ასევე დაიწყებს 9 - პუნქტიანი გეგმის განხორციელებას იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკომისიის მოთხოვნები.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ასევე პირველი სამი კვირის განმავლობაში "ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება უზრუნველყოფს ბიუჯეტს, რომელიც უზრუნველყოფს პენსიის 1 000 ლარამდე ზრდას.

"ასევე, პირველივე, რასაც გავაკეთებთ, ინიციირებას გავაკეთებთ პარლამენტში, რომ აიკრძალოს ყველა იმ კომპანიის მონაწილეობა საქართველოში ტენდერებში, რომელიც დასანქცირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. თქვენ იცით, რომ ჩინურ კომპანიას, რომელიც იღებს ანაკლიის ტენდერში მონაწილეობას, აქვს უზარმაზარი სანქციები სხვადასხვა დროს", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამასთან, მისი თქმით, "ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება იმუშავებს პარლამენტთან ერთად, რომ გამოიყენოს დაჩქარებული ზომები კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად, რათა ხელახლა გამოცხადდეს ანაკლიის პროექტის ტენდერი.