პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე... ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით" - რას იხსენებს ზურა ყიფშიძე?
"ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე... ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით" - რას იხსენებს ზურა ყიფშიძე?

1972 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, როცა ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ფილმმა კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" სა­მონ­ტა­ჟო­დან ეკ­რა­ნებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, მოგ­რძო­ბა­კე­ბი­ან, თმა­გა­ჩე­ჩილ, ცოტა გა­თა­მა­მე­ბულ და სევ­დი­ან ზუ­რა­ზე ყვე­ლა ალა­პა­რაკ­და, შე­უყ­ვარ­დათ თბი­ლის­შიც და მის ფარ­გლებს გა­რე­თაც. მოს­წონ­დათ დი­დებ­საც და პა­ტა­რებ­საც. მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და. დღეს ის უკვე ვარ­სკვლა­ვია. როცა მა­ყუ­რე­ბე­ლი იგებს, ამა თუ იმ თე­ატ­რში ზურა ყიფ­ში­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სპექ­ტაკ­ლი ინიშ­ნე­ბა, სა­ლა­რო­ებ­თან ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. ბა­ტონ ზუ­რას ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი და მას, კი­დევ ერთი - სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბაც მი­ე­მა­ტა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ულო­ცავს გე­ნი­ა­ლურ მსა­ხი­ობ­სა და ადა­მი­ანს დიდ ჯილ­დოს და უსურ­ვებს კი­დევ ბევ­რი და­უ­ვი­წყა­რი სა­ხის შექ­მნას კი­ნო­სა თუ თე­ატ­რში.

  • "არ მახ­სენ­დე­ბა უფრო დიდი კრი­ზი­სი თე­ატ­რში, რო­გო­რიც დღეს არის“

- ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ჯილ­დო მი­მი­ღია. ყვე­ლა­სი მად­ლო­ბე­ლი ვარ, ვინც ღირ­სად ჩამ­თვა­ლა, მო­ე­ნი­ჭე­ბი­ნა ჩემ­თვის ეს სა­პა­ტიო წო­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ვერ შევ­ძე­ლი მის­ვლა, თუმ­ცა ჩემ­თვის ეს წო­დე­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რად­გან თბი­ლი­სი ყვე­ლა­ფე­რია. მე სხვა­გან ვე­რა­სო­დეს ვი­ცხოვ­რებ. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი შეგ­რძნე­ბა მა­ინც ისაა, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ხალ­ხი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ტაშს რომ გა­მუდ­მე­ბით გიკ­რავს, ქუ­ჩა­ში რომ მი­დი­ხარ და გა­ჩე­რე­ბენ, სით­ბოს გა­მო­ხა­ტა­ვენ, ამ დროს იმ­ხე­ლა ენერ­გი­ას იღებ, მერე სულ თან დაგ­ყვე­ბა. ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დოა ჩემ­თვის.

- თქვე­ნი თბი­ლი­სი რო­გო­რი იყო?

- უბ­რა­ლო, თან ბრა­ლი­ა­ნი. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და გე­მოვ­ნე­ბას, გა­ნათ­ლე­ბას. "კა­ჩა­ო­ბა" და კუნ­თებ­ზე ყუ­რე­ბა მა­ში­ნაც იყო, მაგ­რამ ულ­მო­ბე­ლი და ასე­თი სას­ტი­კი არ ყო­ფი­ლა. უფრო ზრდი­ლო­ბი­ა­ნი იყო. არა, არც უზ­რდე­ლო­ბა გვაკ­ლდა, მაგ­რამ რა შე­და­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, მე და ჩემი ძმა­კა­ცი თე­მურ ჩიხ­ლა­ძე ნამ­დვი­ლი ჰი­პე­ბი ვი­ყა­ვით. ახლა ძაან ნამ­დვი­ლი რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დით, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დით გა­რეგ­ნუ­ლა­დაც და ში­ნა­გა­ნა­დაც ასე გვე­ცხოვ­რა, სიმ­ყუდ­რო­ვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მიგ­ვეღ­წია. დე­და­ჩე­მი სა­შინ­ლად მტკივ­ნე­უ­ლად ხვდე­ბო­და ამ ამ­ბავს. და­იბ­ნა, ქუ­ჩის ბიჭი ვი­ყა­ვი და უცებ შე­ვიც­ვა­ლე - მოშ­ვე­ბუ­ლი თმა, რა­ღაც ბეჭ­დე­ბი, სა­ყუ­რე არა, მაგ­რამ რა­ღაც ჯინ­ჯი­ლე­ბი, გაც­ვე­თი­ლი ჯინ­სე­ბი, ჩუმი ლა­პა­რა­კი, სულ სხვა მუ­სი­კა... ქალი გა­და­ი­რია, სექ­ტან­ტი ხდე­ბაო. ლე­ნას ბრა­ლი იყო, მი­ლი­ცი­ა­ში რომ მოვ­ხვდით. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცნობი
6

მიმას! სწორედაც მაგ სოფლელი კაცის დასაფინანსებელი არ უნდა იყოს მსახიობები ქვეყანას აქვს იმხელა რესურსი და ბიუჯეტი ჭორვილელის მოწყალება არ უნდა ჭირდებოდეს ბიუჯეტის ფულს ხომ კარგად ხრავენ რამდენ მუქთახორას უხდიან ათიათასობით ლარს ხელფასის სახით სავსეა ხელისუფლება და მისი სამსახურები მკვდარი სულებით ბევრმა არც იცის რა პოზიციაზეა გაფორმებული ყავის სმაში ატარებენ დროს სირცხვილია

მთვარისა
8

ძველი თბილისი მოკლეს 1921 წლის თებერვალში. როცა რუსის ჯარი მეორედ შემოვიდა. ის ვითომ "თბილისი იყო ურთიერთობა" არის ბოლშევიკების მიერ გაშენებული უხარისხო უბნების ნოსტალგია. 20-იანი წლებიდან დაიწყეს სოფლელებმა მასიურად ჩამოსახლება. ჩამოსახლებულების ერთი ნაწილი გასვეტდა))))), ისწავლა პაწი-პუწი რუსული, უტყდებოდა საკუთარი სოფლელობა, ამის დასამალად სხვას იქით დაუწყეს სოფლელოს ძახილი. იხილეთ რობერტ სტურუას, ქეთო დოლიძის ქეთო დუმბაძის და კიდე სხვა ბევრის ბიოგრაფიები. ჩვენში დარჩეს და ესეც კაი ჯილა გოიმია. უკვირს საკუთარი ქალაქელობა. საბედნიეროდ გვყვავს ილია, აკაკი, ვაჟა, მიხეილ ჯავახიშვილი და კიდე ბევრი სხვა საამაყო ქართველი, ვისაც საკუთარი წარმოშობის არასოდეს შერცხვენია და არ დაუმალავს. ზეხსენებულებისგან განსხვავებით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

"ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე... ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით" - რას იხსენებს ზურა ყიფშიძე?

"ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე... ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით" - რას იხსენებს ზურა ყიფშიძე?

1972 წლის შემოდგომაზე, როცა ლანა ღოღობერიძის ფილმმა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სამონტაჟოდან ეკრანებზე გადაინაცვლა, მოგრძობაკებიან, თმაგაჩეჩილ, ცოტა გათამამებულ და სევდიან ზურაზე ყველა ალაპარაკდა, შეუყვარდათ თბილისშიც და მის ფარგლებს გარეთაც. მოსწონდათ დიდებსაც და პატარებსაც. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს ის უკვე ვარსკვლავია. როცა მაყურებელი იგებს, ამა თუ იმ თეატრში ზურა ყიფშიძის მონაწილეობით სპექტაკლი ინიშნება, სალაროებთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ბატონ ზურას ამ წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და მას, კიდევ ერთი - საპატიო თბილისელის წოდებაც მიემატა. "კვირის პალიტრა" ულოცავს გენიალურ მსახიობსა და ადამიანს დიდ ჯილდოს და უსურვებს კიდევ ბევრი დაუვიწყარი სახის შექმნას კინოსა თუ თეატრში.

  • "არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორიც დღეს არის“

- ცხოვრებაში ბევრი ჯილდო მიმიღია. ყველასი მადლობელი ვარ, ვინც ღირსად ჩამთვალა, მოენიჭებინა ჩემთვის ეს საპატიო წოდება. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაჯილდოებაზე ვერ შევძელი მისვლა, თუმცა ჩემთვის ეს წოდება ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან თბილისი ყველაფერია. მე სხვაგან ვერასოდეს ვიცხოვრებ. თუმცა ყველაზე დიდი შეგრძნება მაინც ისაა, სპექტაკლის შემდეგ ხალხი რამდენიმე წუთის განმავლობაში ტაშს რომ გამუდმებით გიკრავს, ქუჩაში რომ მიდიხარ და გაჩერებენ, სითბოს გამოხატავენ, ამ დროს იმხელა ენერგიას იღებ, მერე სულ თან დაგყვება. ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის.

- თქვენი თბილისი როგორი იყო?

- უბრალო, თან ბრალიანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გემოვნებას, განათლებას. "კაჩაობა" და კუნთებზე ყურება მაშინაც იყო, მაგრამ ულმობელი და ასეთი სასტიკი არ ყოფილა. უფრო ზრდილობიანი იყო. არა, არც უზრდელობა გვაკლდა, მაგრამ რა შედარებაა. მაგალითად, მე და ჩემი ძმაკაცი თემურ ჩიხლაძე ნამდვილი ჰიპები ვიყავით. ახლა ძაან ნამდვილი როგორ ვიქნებოდით, მაგრამ ვცდილობდით გარეგნულადაც და შინაგანადაც ასე გვეცხოვრა, სიმყუდროვის და თავისუფლებისათვის მიგვეღწია. დედაჩემი საშინლად მტკივნეულად ხვდებოდა ამ ამბავს. დაიბნა, ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე - მოშვებული თმა, რაღაც ბეჭდები, საყურე არა, მაგრამ რაღაც ჯინჯილები, გაცვეთილი ჯინსები, ჩუმი ლაპარაკი, სულ სხვა მუსიკა... ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით. გააგრძელეთ კითხვა