სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა 12 ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში მონაწილეობის მისაღებად. სამხრეთ კორეული სააგენტოს ცნობით, 1500 ჯარისკაცი უკვე რუსეთში იმყოფება და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო ბაზებზე სწავლებას გადის. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ რუსეთის არმია ჩრდილოეთ კორეელებისგან სპეციალურ დანაყოფს აყალიბებს
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდა იმის მტკიცებულება, რომ 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ომს შეუერთდებოდა.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა უსაფრთხოების შეხვედრის ჩატარება მოითხოვა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ოფისის, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული დაზვერვის სამსახურის მთავარი ოფიციალური პირები.
მოსკოვსა და ფხენიანს შორის თანამშრომლობას ბოლო თვეებში კიდევ უფრო გაღრმავდა. გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა და მას "უახლოესი თანამებრძოლი" უწოდა.
იხილეთ ასევე: