კომპანია "როსპრიროდნადზორის“ სამხრეთ ციმბირის რეგიონთაშორისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანდრეი ფროლოვს, "საქართველოსა და თურქეთში ძვირადღირებული უძრავი ქონება აღმოაჩნდა. ამ ქონების შესახებ კი ის ინფორმაციას მალავდა", - აღნიშნულის შესახებ საუბარია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, "დეპარტამენტის უფროსი თანამშრომლების მიერ ანტიკორუფციული კანონმდებლობის უხეში დარღვევები გამოვლინდა“.”
ანდრეი ფროლოვის საქმიანობის შედეგად კომპანიამ 5 მილიონზე მეტი ზარალი ნახა - აღნიშნავენ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.
ფროლოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება" და "კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა", - იუწყება რუსული სააგენტო TASS.
რა უძრავ ქონებას ფლობს ფროლოვი თურქეთსა და საქართველოში, უწყებაში არ საუბრობენ.
RBC-ის წყაროს ცნობით, ფროლოვი ნოვოსიბირსკში დააკავეს და ახლა ალტაის მხარეში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.