ავტორი:

"მგზავრების" უარი ისე მომეწონა, მზად ვარ, მათთან ერთად ვიმღერო" - ვაშაძე

"მგზავრების" უარი ისე მომეწონა, მზად ვარ, მათთან ერთად ვიმღერო" - ვაშაძე

"მგზავრების“ უარი ისე მომეწონა, მზად ვარ, ვიმღერო „მგზავრებთან“ ერთად, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე „მგზავრების“ გადაწყვეტილებას 20 ოქტომბერს, მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე აღარ იმღერონ.

ვაშაძე ჯგუფს „ღირსეული ქმედებისთვის“ მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა სამშობლოს სიყვარულისთვის, ყოველთვის მიყვარდა ეს ჯგუფი, განსაკუთრებით მიყვარდა მათი სიმღერები და ახლა კიდევ უფრო დავაფასე და კიდევ უფრო მეტად პატივს ვცემ ამ ადამიანებს. მადლობა მათ ღირსეული ქმედებისთვის..

როგორ იყო ის? - „საქართველოა“, თუ გინდათ წავიმღეროთ ბოლოში მათი სიმღერა, ძალიან კარგი ხალხია, დიდი მადლობა მათ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ზღვისუბნის პარკის გახსნაზე „მგზავრების“ კონცერტი აღარ გაიმართება. დედაქალაქის მერიის განცხადებით, „მგზავრებმა“ ბულინგს ვერ გაუძლეს.

თავის მხრივ, „მგზავრები“ თავიანთ გულშემატკივრებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.