საჩუქარი მკითხველს - მხოლოდ 18-25 ოქტომბერს „ბიბლუსში“ თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის ყველა წიგნზე 30-40%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. აქცია ეძღვნება მწერლის დაბადების დღეს, რომელიც 25 ოქტომბერსაა.
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე.
ელიფ შაფაქის წიგნების უმრავლესობა სუფიზმთან დაკავშირებული ისტორიული რომანებია. ავტორი აგრეთვე წერს სიმღერებს როკ-ანსამბლებისთვის, ესეებს პოლიტიკისა და კულტურის თემებზე. მის ყველაზე პოპულარულ რომანებს შორისაა: „სიყვარულის 40 წესი“, რომელიც ეფუძნება ელიფ შაფაქის ისტორიულ კვლევას; „ევას სამი ქალიშვილი“, რომელიც სამ სრულიად განსხვავებულ მეგობარს ეხება, საერთო რელიგიითა და წარმომავლობით; „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“ - აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების ისტორია და „ღირსება“, რომელშიც შაფაქი თურქულ-ქურთული ოჯახის სამი თაობის შესახებ მოგვითხრობს.
ელიფ შაფაქის რომანების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს. არ გამოტოვოთ შეთავაზება და განაახლეთ თქვენი ბიბლიოთეკა ახალი რომანებით.
R