საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მექმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის შეჯიბრი გვაქვს, ვინ გამოუთხრის ძირს და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად" - ჰერჩინსკი
"მექმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის შეჯიბრი გვაქვს, ვინ გამოუთხრის ძირს და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად" - ჰერჩინსკი

მექ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ჯიბ­რი გვაქვს, ას­პა­რე­ზო­ბა გვაქვს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში, ვინ გა­მო­უ­თხრის ძირს, ვინ და­ა­ყე­ნებს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და ვინ მი­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირს შე­უ­რა­ცხყო­ფას ყვე­ლა­ზე მე­ტად. ეს ცალ­სა­ხად მი­უ­ღე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რა კავ­შირ­შია სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის პარ­ტი­ო­ნე­რებ­თან, ევ­რო­კავ­შირ­თან და ნა­ტოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბას­თან და რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა პარტნი­ო­რე­ბის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე.

ელ­ჩის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა შე­ჩერ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო, შე­სა­ბა­მი­სად პრობ­ლე­მა და გა­მო­სა­ვა­ლი არა კი­ევ­ში, არა­მედ თბი­ლის­შია.

"ჯერ კი­დევ ამ წლის ივ­ნის­ში ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ, ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი ევ­რო­კავ­შირ­ში. ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და და­სა­ნა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბით იმ კონ­ტექ­სტში, რო­დე­საც სხვა ქვეყ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დაჩ­ქარ­და მათი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი, მი­ღე­ბულ იქნა რო­გორც შე­დე­გი იმ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა, რო­მე­ლიც იქნა მი­ღე­ბუ­ლი, გა­და­წყვე­ტი­ლი აქ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე რომ, პრობ­ლე­მა არ არის ბრი­უ­სელ­ში, პრობ­ლე­მა არ არის ვა­შინგტონ­ში, პრობ­ლე­მა და შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტა არ არის კი­ევ­ში, პრობ­ლე­მა და გა­და­წყვე­ტა აქ, სა­ქარ­თვე­ლო­შია. ეს არის შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ქმე­დე­ბე­ბი­სა და გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, რომ 27 წევ­რი ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა.

ერთ-ერთი საკ­ვან­ძო მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც გვქონ­და ერთი წლის წინ გა­ფარ­თო­ე­ბის პირ­ვე­ლი ან­გა­რი­შით, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, იყო ან­ტი­და­სავ­ლუ­რი, ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დის, კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის, უც­ნა­უ­რი ნა­რა­ტი­ვის შე­წყვე­ტა. სამ­წუ­ხა­როდ, უკა­ნას­კნე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­ტი­და­სავ­ლუ­რი, ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია არ შე­ჩერ­და. პი­რი­ქით, მსურს გა­გი­ზი­ა­როთ, ვცხოვ­რობ რა აქ, თბი­ლის­ში და ვუს­მენ რა თქვენს ან­გა­რი­შებს, მექ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ჯიბ­რი გვაქვს, ას­პა­რე­ზო­ბა გვაქვს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში, ვინ გა­მო­უ­თხრის ძირს, ვინ და­ა­ყე­ნებს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და ვინ მი­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირს შე­უ­რა­ცხყო­ფას ყვე­ლა­ზე მე­ტად. ეს ცალ­სა­ხად მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს მი­უ­ღე­ბე­ლია იმ ქვეყ­ნის მხრი­დან, რო­მელ­საც სურს, შე­უ­ერ­თდეს ევ­რო­კავ­შირს,“ - გა­ნა­ცხა­და ჰერ­ჩინ­სკიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მექმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის შეჯიბრი გვაქვს, ვინ გამოუთხრის ძირს და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად" - ჰერჩინსკი

"მექმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის შეჯიბრი გვაქვს, ვინ გამოუთხრის ძირს და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად" - ჰერჩინსკი

მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა კავშირშია საქართველოსა და მის პარტიონერებთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის ნორმალიზება უკრაინაში ომის დასრულებასთან და როგორ წარმოუდგენია ურთიერთობის ნორმალიზება პარტნიორების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე.

ელჩის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, შესაბამისად პრობლემა და გამოსავალი არა კიევში, არამედ თბილისშია.

"ჯერ კიდევ ამ წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში. ძალიან მტკივნეული და დასანანია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში დაჩქარდა მათი გაწევრიანების პროცესი. გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მიღებულ იქნა როგორც შედეგი იმ მიზანმიმართული ქმედებებისა, გადაწყვეტილებებისა, კანონმდებლობისა, რომელიც იქნა მიღებული, გადაწყვეტილი აქ საქართველოში. ასე რომ, პრობლემა არ არის ბრიუსელში, პრობლემა არ არის ვაშინგტონში, პრობლემა და შესაბამისად, გადაწყვეტა არ არის კიევში, პრობლემა და გადაწყვეტა აქ, საქართველოშია. ეს არის შედეგი საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებებისა და განცხადებებისა, რომ 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება.

ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა, რომელიც გვქონდა ერთი წლის წინ გაფართოების პირველი ანგარიშით, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის ნოემბერში, იყო ანტიდასავლური, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის, კონსპირაციული თეორიების, უცნაური ნარატივის შეწყვეტა. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლის განმავლობაში ანტიდასავლური, ანტიევროპული დეზინფორმაცია არ შეჩერდა. პირიქით, მსურს გაგიზიაროთ, ვცხოვრობ რა აქ, თბილისში და ვუსმენ რა თქვენს ანგარიშებს, მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია. ეს მიუღებელია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც სურს, შეუერთდეს ევროკავშირს,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.