საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნდება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის კადრები - "იაჰია სინვარი დივანზე იჯდა, რა დროსაც შენობაში დრონი შეფრინდა და... " (ფოტოები)
ქვეყნდება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის კადრები - "იაჰია სინვარი დივანზე იჯდა, რა დროსაც შენობაში დრონი შეფრინდა და... " (ფოტოები)

"ჰა­მა­სის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, პო­ლიტ­ბი­უ­როს თავ­მჯდო­მა­რე, ია­ჰია სინ­ვა­რი მოკ­ლუ­ლია. ინ­ფორ­მა­ცია ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრამ, ის­რა­ელ კა­ციმ და­ა­დას­ტუ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სინ­ვა­რი ღა­ზის სექ­ტორ­ში მოკ­ლეს:

  • "ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო და მო­რა­ლუ­რი მიღ­წე­ვა ის­რა­ე­ლის­თვის და მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ჯვე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მის ბო­რო­ტე­ბის ღერ­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ირა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

სინ­ვა­რის გა­ნად­გუ­რე­ბა გვაძ­ლევს მძევ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეს ყო­ვე­ლი­ვე ღა­ზა­ში ახალ რე­ა­ლო­ბას შექ­მნის - "ჰა­მა­სი­სა" და ირა­ნის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე" - ნათ­ქვა­მია კა­ცის გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის­რა­ე­ლის არ­მია ავ­რცე­ლებს კად­რებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში იმ შე­ნო­ბა­ზე სა­დაც სინ­ვა­რი იყო და აღ­ბეჭ­დი­ლია მისი ლიკ­ვი­და­ცია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ფო­ტო­ზე ჩანს დი­ვან­ზე მჯდო­მი ია­ჰია სინ­ვა­რი, რო­მე­ლიც დაჭ­რი­ლია

სინ­ვა­რი იმ­ყო­ფე­ბო­და და­ბომ­ბი­ლი შე­ნო­ბის ნან­გრე­ვებ­ში, შე­ნიღ­ბუ­ლი, რო­დე­საც შე­ნო­ბა­ში დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თუ­ლი დრო­ნი შეფ­რი­ნა, შემ­დეგ ჩანს, რომ დრონ სინ­ვა­რი გა­ურ­კვე­ველ ნივთს ეს­ვრის შემ­დეგ, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე აფეთ­ქე­ბა ხდე­ბა.

ცნო­ბის­თვის, სწო­რედ სინ­ვა­რი იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც და­გეგ­მა 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმა ის­რა­ელ­ზე და მო­ჰა­მედ დი­ეფ­თან ერ­თად, "ჰა­მა­სის" ფაქ­ტობ­რივ სამ­ხედ­რო ლი­დერს წარ­მო­ად­გენ­და.

  • ვინ იყო ია­ჰია სინ­ვა­რი?

ია­ჰია სინ­ვა­რი 1962 წელს ღა­ზას სექ­ტორ­ში და­ი­ბა­და. ის არის ჰა­მა­სის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც Majd. ფრთა მარ­თავს შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს, იძი­ებს ეჭ­ვმი­ტა­ნილ ის­რა­ე­ლის აგენ­ტებ­სა და თვალ­ყურს ადევ­ნებს ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რებს. სინ­ვა­რი სამ­ჯერ და­ა­კა­ვეს. 1988 წელს მე­სა­მე და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ მას მი­ე­სა­ჯა ოთხი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა

თუმ­ცა, ის იყო 1027 პა­ლეს­ტი­ნელ და ის­რა­ე­ლელ არაბ პა­ტი­მარს შო­რის, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­მა ტყვედ მყო­ფი ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სინ­ვა­რის სა­ხე­ლი “სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტე­ბის“ შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. სინ­ვა­რი 2017 წელს და­ი­ნიშ­ნა ჯგუ­ფის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლად ღა­ზას სექ­ტორ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ქვეყნდება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის კადრები - "იაჰია სინვარი დივანზე იჯდა, რა დროსაც შენობაში დრონი შეფრინდა და... " (ფოტოები)

ქვეყნდება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის კადრები - "იაჰია სინვარი დივანზე იჯდა, რა დროსაც შენობაში დრონი შეფრინდა და... " (ფოტოები)

"ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტბიუროს თავმჯდომარე, იაჰია სინვარი მოკლულია. ინფორმაცია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრამ, ისრაელ კაციმ დაადასტურა. მისი ინფორმაციით, სინვარი ღაზის სექტორში მოკლეს:

  • "ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს.

სინვარის განადგურება გვაძლევს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესაძლებლობას. ეს ყოველივე ღაზაში ახალ რეალობას შექმნის - "ჰამასისა" და ირანის კონტროლის გარეშე" - ნათქვამია კაცის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის არმია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ მიიტანეს იერიში იმ შენობაზე სადაც სინვარი იყო და აღბეჭდილია მისი ლიკვიდაცია.

არსებული ინფორმაციით, ამ ფოტოზე ჩანს დივანზე მჯდომი იაჰია სინვარი, რომელიც დაჭრილია

სინვარი იმყოფებოდა დაბომბილი შენობის ნანგრევებში, შენიღბული, როდესაც შენობაში დისტანციურად მართული დრონი შეფრინა, შემდეგ ჩანს, რომ დრონ სინვარი გაურკვეველ ნივთს ესვრის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე აფეთქება ხდება.

ცნობისთვის, სწორედ სინვარი იყო ის ადამიანი, რომელმაც დაგეგმა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე და მოჰამედ დიეფთან ერთად, "ჰამასის" ფაქტობრივ სამხედრო ლიდერს წარმოადგენდა.

  • ვინ იყო იაჰია სინვარი?

იაჰია სინვარი 1962 წელს ღაზას სექტორში დაიბადა. ის არის ჰამასის უსაფრთხოების სამსახურის დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია როგორც Majd. ფრთა მართავს შიდა უსაფრთხოების საკითხებს, იძიებს ეჭვმიტანილ ისრაელის აგენტებსა და თვალყურს ადევნებს ისრაელის დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს. სინვარი სამჯერ დააკავეს. 1988 წელს მესამე დაპატიმრების შემდეგ მას მიესაჯა ოთხი უვადო პატიმრობა

თუმცა, ის იყო 1027 პალესტინელ და ისრაელელ არაბ პატიმარს შორის, რომელიც ისრაელმა ტყვედ მყოფი ისრაელელი ჯარისკაცის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

2015 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა სინვარის სახელი “საერთაშორისო ტერორისტების“ შავ სიაში შეიყვანა. სინვარი 2017 წელს დაინიშნა ჯგუფის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად ღაზას სექტორში.