სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში?
რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში?

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მზად­ყოფ­ნას, მხა­რი და­უ­ჭი­როს ქარ­თველ ხალ­ხს მის ევ­რო­პულ გზა­ზე. ამა­ვე დროს, იგი იმე­ო­რებს თა­ვის სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის კურ­სის მი­მართ, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრინ­ცი­პებს, რომ­ლებ­ზეც ევ­რო­კავ­ში­რია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი , - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დას­კვნა­შია ნათ­ქვა­მი.

  • დო­კუ­მენ­ტში ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო კი­დევ ერთხელ აცხა­დებს, რომ "ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზას და დე ფაქ­ტო აჩე­რებს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცესს".

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო "მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი და მდგრა­დი რე­ფორ­მე­ბი, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ევ­რო­საბ­ჭო გა­აგ­რძე­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბით მო­ნი­ტო­რინგს".

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო მო­ე­ლის, რომ "მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­თვის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წვდო­მით".

ამას­თან, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო ხაზს უს­ვამს თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და პლუ­რა­ლის­ტუ­რი მე­დი­ის დაც­ვის სა­ჭი­რო­ე­ბას.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს ევ­რო­კავ­ში­რის ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში. ხაზს უს­ვამს, ევ­რო­კავ­ში­რის მუდ­მივ ერ­თგუ­ლე­ბას კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბი­სად­მი და არა­ღი­ა­რე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის მი­მართ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
0

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა, 

ლია
4

ქართველებს დიდი უბედურება სჭირთ,თავისუფლება აღარ უნდათ,უბრალოდ ახალი და უფრო მდიდარი ბატონი უნდათ. ერთ კავშირს გამოექცნენ ბრძოლით და ეხლა იბრძვიან მეორე კავშირში შესაძვრენად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში?

რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში?

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერთიანების მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, იგი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების კურსის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი.

  • დოკუმენტში ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს".

ევროპული საბჭო "მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროსაბჭო გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს".

დოკუმენტის თანახმად, ევროპული საბჭო მოელის, რომ "მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის შეუფერხებელი წვდომით".

ამასთან, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს უსვამს, ევროკავშირის მუდმივ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.