მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს მისი სული ხარობს" - თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა: კადრები ცერემონიიდან
"დღეს მისი სული ხარობს" - თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა: კადრები ცერემონიიდან

თბი­ლის­ში თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრი გა­იხ­სნა.

კლი­ნი­კა ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, პლე­ტიზ­მოგ­რა­ფის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის, ექოს­კო­პი­უ­რი და რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­მელ­საც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ახა­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო 83 სა­წოლ­ზეა გათ­ვლი­ლი. კლი­ნი­კას, გა­და­უ­დე­ბე­ლი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბაც და­ე­მა­ტა.

"ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი ამ შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის და­გეგ­მვა­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, თვი­თონ მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­და თი­თო­ე­ულ დე­ტალს, სუ­ლით და გუ­ლით იყო ჩარ­თუ­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში. დღეს მისი სული ხა­რობს, რო­დე­საც ეს შე­ნო­ბა იხ­სნე­ბა, სა­დაც მისი მე­გობ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი, მის მიერ აღ­ზრდი­ლი ექი­მე­ბი უკვე ახალ შე­ნო­ბა­ში გა­ნაგ­რძო­ბენ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის ღვაწ­ლი არის ფას­და­უ­დე­ბე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. მისი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით სა­ქარ­თვე­ლო დღეს მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­შია ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის, ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტე­ბის და სხვა ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა მკურ­ნა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი გა­ნახ­ლე­ბულ, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ პი­რო­ბებ­ში ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რძე­ლებს ამ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, მე­ტად გა­ნა­ვი­თა­რებს მდი­დარ გა­მოც­დი­ლე­ბას და მო­მა­ვალ­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის საქ­მე­ში. გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ნო­ბის გახ­სნას", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ცენ­ტრის გახ­სნა­ზე.

00:00 / 00:00
მხვნელი
12

ეგრე გაიხარეთ ქოცებო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დღეს მისი სული ხარობს" - თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა: კადრები ცერემონიიდან

"დღეს მისი სული ხარობს" - თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა: კადრები ცერემონიიდან

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა.

კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება.

ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. კლინიკას, გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც დაემატა.

"ბატონი თენგიზი უშუალოდ იყო ჩართული ამ შენობის მშენებლობის დაგეგმვაში, განხორციელებაში, თვითონ მეთვალყურეობდა თითოეულ დეტალს, სულით და გულით იყო ჩართული ამ ყველაფერში. დღეს მისი სული ხარობს, როდესაც ეს შენობა იხსნება, სადაც მისი მეგობრები, კოლეგები, მის მიერ აღზრდილი ექიმები უკვე ახალ შენობაში განაგრძობენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას.

ბატონი თენგიზის ღვაწლი არის ფასდაუდებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისი ინოვაციური მიდგომებით და მიღწეული შედეგებით საქართველო დღეს მოწინავეთა რიგებშია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალთა გუნდი განახლებულ, გაუმჯობესებულ პირობებში ღირსეულად გააგრძელებს ამ მემკვიდრეობას, მეტად განავითარებს მდიდარ გამოცდილებას და მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივი შენობის გახსნას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ცენტრის გახსნაზე.