ავტორი:

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს: როდემდე გაგრძელდება ქარი, წვიმა და ცივი ამინდი - "ტემპერატურა ჯერჯერობით ზევით არ წავა"

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს: როდემდე გაგრძელდება ქარი, წვიმა და ცივი ამინდი - "ტემპერატურა ჯერჯერობით ზევით არ წავა"

17 ოქტომბერს მთელ საქართველოში წვიმდა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი მოვიდა და მკვეთრად აცივდა. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს ნინო წვერავას დავუკავშირდით...

- დღეს, 17 ოქტომბერს ამინდი გაფუჭდა, მთელ საქართველოში წვიმდა, უკვე ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია, დღის ბოლოსკენ მაღალ მთებში ნალექი ზოგან თოვლში გადავიდა. ეს პროცესი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 22 ოქტომბრამდე შენარჩუნდება... იქნება წვიმა, მაღალ მთებში ზოგან თოვლი.

აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით უკეთესი ვითარებაა. ამაღამ იქნება უმეტეს რაიონში და დილით რჩება კიდევ ცოტა ნალექი, ამაღამვე უკვე აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთის ქარის გაძლიერებას ველოდებით. ქარიანი ამინდები დაახლოებით 22 ოქტომბრამდეა.

შეიძლება ზოგ მომენტებში დასავლეთის ქარი ჩადგეს, რაღაც მომენტში გაძლიერდეს. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 22 ოქტომბრამდე დასავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში იქროლებს...

თბილისში შეიძლება ხვალ დილით მცირე წვიმა შენარჩუნდეს, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რადგან უკვე დასავლეთის ქარი უნდა გაძლიერდეს... დღის მეორე ნახევარში უნალექო ამინდია, დასავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში. თბილისში ქარიანი ამინდი თითქმის 22 ოქტომბრამდეა ნავარაუდევი, ბევრი ნალექი არ ჩანს. უბრალოდ აგვიცივდება, სადღაც 11-16 გრადუსია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში 14-15-16... ამაზე ზევით ტემპერატურა ჯერჯერობით არ წავა. შემდეგ კი ჩანს გამოდარება და ტემპერატურის მომატება.