ავტორი:

სოსო პავლიაშვილის ფარული რომანი საბჭოთა დროინდელ მომღერალთან, რომელიც სცენიდან გაქრა - საბედისწერო შეხვედრა იურმალაზე და დანგრეული ოჯახი: "ნინომ იცოდა ქმრის რომანზე"

სოსო პავლიაშვილის ფარული რომანი საბჭოთა დროინდელ მომღერალთან, რომელიც სცენიდან გაქრა - საბედისწერო შეხვედრა იურმალაზე და დანგრეული ოჯახი: "ნინომ იცოდა ქმრის რომანზე"

2024 წლის 20 სექტემბერს, ცნობილი რუსი მომღერლის ირინა პანაროვსკაიას ერთადერთი ვაჟი, 39 წლის ენტონი საკუთარმა მეუღლემ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა. კაცი სავარაუდოდ გულის მწვავე უკმარისობის დაიღუპა.

"ირინა გაანადგურა შვილის გარდაცვალებამ, ჭორების თანახმად, მისი გულის პრობლემები გაუარესდა" - წერს რუსული მედია და კიდევ ერთხელ იხსენებს, ცნობილი ვარსკვლავის ბობოქარ პირად ცხოვრებას და რომანს სოსო პავლიაშვილთან.

ირინა პანაროვსკაია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი იყო გასული საუკუნის საბჭოთა კავშირში. არაერთი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ კი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და სცენიდან გაქრა.

სოსო და ირინა - შეხვედრა იურმალაში

პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ირინას მეორე ქმარი, აფრიკული წარმოშობის ჯაზის მუსიკოსი ვეილანდ როდი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ირინა ერთადერთი შვილის, ენტონის დედა გახდა. მალე, რუსი გოგონა აიყვანეს ბავშვთა სახლიდან, თუმცა მოგვიანებით უკან დააბრუნეს.

ქორწინება დაშლილი იყო, როდესაც პანაროვსკაიამ რომანი გააბა სოსო პავლიაშვილთან.

"ჩემი ინფორმაციით, მათ შორის რომანტიკული და სასიყვარულო ურთიერთობებიც არსებობდა. თუმცა მან კიდევ ერთი მამაკაცი გამოიყენა, რადგან სოსომ მას მთელი ალბომი მიუძღვნა" - იხსენებდა მოგვიანებით რუსი ჟურნალისტი ვადიმ პონომარიოვი.

ამ დროს მომღერალს სამშობლოში, საქართველოში, ცოლი ჰყავდა. როდესაც პონაროვსკაიამ გაიგო, პავლიაშვილი მასთან განქორწინებას არ აპირებდა, მათი რომანი დასრულდა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა.

ირინამ ქართველი მომღერალი კარიერის დასაწყისში, 1989 წელს, გაიცნო. მაშინ პავლიაშვილმა იურმალაში სიმღერის კონკურსში გრან-პრი მოიგო. ჟიურის ერთ-ერთი წევრი ირინა პანაროვსკაია იყო. მისმა მხარდაჭერამ და რაიმონდ პაულსის გადაწყვეტილებამ სოსოს გამარჯვება უზრუნველყო, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სხვა შემსრულებელი ლიდერობდა, - წერს რუსული მედია.

პანაროვსკაიასა და პავლიაშვილს შორის გულთბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც ორივე ხელოვანის შემოქმედებაზე დადებითად აისახა. სოსომ ირინასთვის ალბომი დაწერა და რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ერთად მოგზაურობდნენ. თაყვანისმცემლები დარწმუნებული იყვნენ, რომ რომანი ჰქონდათ. სოსოს არასოდეს დაუმალავს, რომ ირინა მისთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო: "იყო გრძნობები, იყო დიდი ნდობა ერთმანეთის მიმართ. ირინა დიდებული ქალია თავისი სილამაზით, სიბრძნითა და შეცდომებით".

მიუხედავად ამ კავშირის, პავლიაშვილს უკვე ჰყავდა ცოლი საქართველოში, ხოლო პანაროვსკაია ორჯერ იყო განქორწინებული, ქალი მეორე ქორწინებისგან მიყენებულ ტკივილს ძლიერ განიცდიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რომანი იყო, საჯაროდ ამაზე არ უსაუბრიათ.

ვნება ორმხრივი იყო. ახალგაზრდა მომღერალი მოხიბლული იყო პოპ-დედოფლით და ირინამ მათ ურთიერთობას "სუფთა ჰაერს" უწოდებდა. ახალი სიყვარულითა და გასტროლებით გატაცებული სოსო იშვიათად ხედავდა ცოლ-შვილს, რაც, უეჭველია, უარყოფითად აისახა ოჯახურ ურთიერთობებზე. ნინომ იცოდა ქმრის რომანის შესახებ.

გულშემატკივრებს დღემდე ახსოვს, რამდენად ემოციური და დასამახსოვრებელი იყო მათი დუეტი. ამბობენ, რომ ირინა სოსოს არა მხოლოდ პროფესიონალურად დაეხმარა, არამედ მატერიალური ხარჯებიც აიღო საკუთარ თავზე.

ირინამ გადაიხადა სასტუმროში განთავსების ხარჯი, როდესაც სოსო მოსკოვში ჩავიდა. წლების განმავლობაში მომღერალს არასოდეს უხსენებია სოსო, მაგრამ ერთხელ თქვა, რომ დაიღალა ჟიგოლოების მხარდაჭერით, რომლებიც ყველა მისი ქმრები იყვნენ.

დაშორების შემდეგ სოსომ თანდათან ურთიერთობა აღადგინა ნინოსთან, პირველ მეუღლესთან. ქალმა გადალახა პირადი გრძნობები და დათანხმდა, რომ მათი ვაჟი ლევანი მამასთან, ახალ ოჯახში გადასულიყო, მაშინ სოსოს ცოლი უკვე ირინა პატალახი იყო.

2012 წელს, სოსო პავლიაშვილის და, მაკა, ჟურნალ თბილისელებთან ამ ურთიერთობის შესახებ საუბრობდა:

- რომ გითხრათ, რომ ირინამ მოკიდა ხელი და ამღერა-მეთქი, არა. მაგრამ, მოსკოვში წაყვანის ბიძგი ნამდვილად მისცა. იმ პერიოდში სოსო მაინც მშობლებზე იყო დამოკიდებული და ამხელა რაღაცას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა, რომ უცებ დიდ რუსეთში შევარდნილიყო და გამოჩენილიყო. რაც შეეხება მათ ურთიერთობას, ეს ამბავი არავისთვის იყო დამალული. ირასთან ძალიან ახლოსაც ვიყავი. აბსოლუტურად არანაირი პრობლემა და არც გასაკვირი არ იქნებოდა, თუ ცოლად მოიყვანდა, მაგრამ, ეტყობა, თვითონ აღარ მოინდომეს, ირამ თავის ცხოვრებას მიხედა, სოსომ – თავისას. სხვათა შორის, აქაც ჰყავდა ჩამოყვანილი, დედულეთში.

პანაროვსკაიას და სოსოს ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, რაც ირინა ნიკას საფრონოვით დაინტერესდა. მას შემდეგ, მედია ხშირად ეკითხებოდა წყვილს ერთმანეთის შესახებ, მაგრამ ამაზე საუბარს ორივე თავს არიდებდა. პავლიაშვილი ამბობდა, რომ ირინას მიმართ წყენას არ გრძნობდა, რადგან სოსოზე საუბარს გაურბოდა. „თუ ირინა არ საუბრობს ჩემზე, მეც არ ვიტყვი არაფერს, რადგან ეს ჩემი ღირსების საქმეა. ღმერთმა გამომიგზავნა ირინა. მუდამ ვლოცულობ მისთვის და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის.“ - ამბობდა სოსო.

წაიკითხეთ ასევე: