ავტორი:

ექსკლუზიური წვეულება, სადაც მბაპემ სტუმრებს ტელეფონები დაატოვებინა - რას წერს მედია სკანდალურ საქმეზე და გაუპატიურების ბრალდებაზე: რა მოხდა შვედეთში

ექსკლუზიური წვეულება, სადაც მბაპემ სტუმრებს ტელეფონები დაატოვებინა - რას წერს მედია სკანდალურ საქმეზე და გაუპატიურების ბრალდებაზე: რა მოხდა შვედეთში

კილიან მბაპე შვედეთში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ფეხბურთელი ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს, თუმცა ვნახოთ რას წერს მედია ფრანგი ვარსკვლავის შვედური ვოიაჟის შესახებ.

ცნობილი ხდება, რომ ის ღამის კლუბში იმყოფებოდა, რომელიც მხოლოდ ექსკლუზიური სტუმრებისთვისაა. სტუმართა სიაში მყოფ მეგობრებს, სავარაუდოდ, მისვლისთანავე ტელეფონების შენახვა სთხოვა.

  • შვედური ყოველდღიური გაზეთის, Expressen-ის ცნობით, ის რესტორან Chez Jolie-სა და ღამის კლუბ V-ს ესტუმრა, სადაც "ექსკლუზიური კერძო წვეულებები" გამართა.

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის გვერდით კი იყო "ლევერკუზენის" მოთამაშე ნორდი მუკიელე.

წვეულებაზე იმყოფებოდა 34 წლის ინფლუენსერი, ჯულია ფრანცენი, მისი თქმით, მბაპესთან ერთად წვეულებაზე ადრეც ყოფილა, თუმცა ამჯერად მას აიძულეს, რომ შესვლამდე ტელეფონი ყუთში დაეტოვებინა.

  • ქალმა შვედურ გამოცემას განუცხადა, რომ ასეთ წვეულებების სტუმართა სიაში მოხვედრა მხოლოდ იმ ქალებს შეუძლიათ, რომლებიც "კარგად გამოიყურებიან და კარგი ხასიათი აქვთ".

25 წლის მბაპემ და მისმა მეგობრებმა, სავარაუდოდ, V-ში კერძო "პინგ-პონგის ოთახი" დაიქირავეს. იქ დაახლოებით 30 ადამიანი იყო მიწვეული, მათ უმეტესობას ქალები შეადგენდნენ.

ექსკლუზიური კლუბის ვებგვერდზე წერია: "თქვენ აღმოჩნდებით ცნობილი ადამიანების, მდიდარი მამაკაცებისა და ქალების, ექსტრავაგანტურად ჩაცმული თვალწარმტაცი ახალგაზრდა ქალბატონების გარემოცვაში. ბუნებრივია, სასმელი ძვირია, მაგრამ სასმელში თუ არ გადაიხდით, აქ ვერ შეხვალთ. თქვენს რიგს ექსკლუზიურ სტუმართა სიაში უნდა დაელოდოთ".

  • Le Parisien-ის ცნობით, დატვირთული საფეხბურთო სეზონის ფონზე შვედეთის დედაქალაქში მბაპეს ხანმოკლე გასეირნება "ბატარეების დამუხტვას" ემსახურებოდა.

გასულ სამშაბათს კერძო თვითმფრინავით ჩაფრენის შემდეგ, მბაპე და მისი ამალა ფეშენებელურ Bank Hotel-ში დაბინავდნენ. ის ძვირადღირებულ რესტორან Chez Jolie-ში ვახშმობდა. ს მოგზაურობის სხვა ფოტოებზე ჩანს, როგორ ცდილობს ფანებისგან შეუმჩნევლად დატოვოს სასტუმრო.

შვედურმა გაზეთმა, Aftonbladet-მა პირველად ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანგი ფორვარდის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

TV4-ის ცნობით, სავარაუდო მსხვერპლმა სამედიცინო დახმარება შვედეთის საავადმყოფოს გაუპატიურების მსხვერპლთა განყოფილებაში მოითხოვა.

მბაპეს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ კონკრეტული დეტალები არ გამჟღავნებულა. გაბრაზებულმა ფეხბურთელმა ცნობებს უპასუხა და მათ X-ზე "ყალბი ახალი ამბები" უწოდა.

თუმცა, მისმა ადვოკატმა მარი-ალიქს კანუ-ბერნარმა მოგვიანებით ფრანგულ BFMTV-ს განუცხადა, რომ ო მას მიმდინარე გამოძიების შესახებ აცნობეს.

მან თქვა: "ერთადერთი რამ, რისი თქმაც ახლა შემიძლია, ისაა, რომ მას არაფერი აქვს სასირცხვილო. მეორე კი ისაა, რომ ჩვენ არაფერი ვიცით."

ფრანგული რადიოსადგური RMC აცხადებს, რომ ბრალდებების მიუხედავად, მბაპეს ახლო წრე "სიმშვიდეს ინარჩუნებს".

წყარო