პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგის" 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულია
"თეგეტა ჰოლდინგის" 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულია

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მა­ნა­ნა ხი­ნაშ­ვი­ლი და ლე­ვან მა­მუ­ლაშ­ვი­ლი - Forbes 30 UNDER 30-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია, Forbes Georgia-ს პრო­ექ­ტი 30 UNDER 30 იმ ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რებს აჯილ­დო­ებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ცოდ­ნით, ძა­ლის­ხმე­ვი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ქმნი­ან. „30-წლამ­დელ­თა სიის“ ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბი თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბით ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათი ენერ­გია, ხედ­ვა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა პროგ­რე­სის სა­ფუძ­ვე­ლია.

Forbes Georgia-ს „30-წლამ­დელ­თა სია 2024“ გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის­თვის“. კა­ტე­გო­რი­ა­ში: „ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ელ­კო­მერ­ცია“ თე­გე­ტას ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მთა­ვარ­მა ოფი­ცერ­მა ლე­ვან მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა, ხოლო ჰოლ­დინ­გის ინ­ვეს­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­ნა­ნა ხი­ნაშ­ვილ­მა 30 UNDER 30-ის ორ კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ი­პო­ვა აღი­ა­რე­ბა: ის ფი­ნან­სე­ბის სფე­რო­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და „ფორბსის“ რჩე­უ­ლის სტა­ტუ­სის მფლო­ბე­ლი გახ­და.

ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი - ფი­ნან­სე­ბის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მა - მა­ნა­ნას შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მა­გის­ტრა­ტუ­რა თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ა­რა ოპე­რა­ცი­ე­ბის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მისი პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი ბიზ­ნეს­სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია იყო, სა­დაც ჯერ ისევ სტუ­დენ­ტმა კვლე­ვე­ბის ანა­ლი­ტი­კა ჩა­ი­ბა­რა. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა - იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სსიპ­ში სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბის და ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ზის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისევ კერ­ძო სექ­ტორს და­უბ­რუნ­და - 2019 წელს თი­ბი­სი ლი­ზინ­გში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ფი­ნან­სუ­რი რის­კე­ბის მარ­თვის, ინ­ვეს­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და სა­ხა­ზი­ნო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე.

სამი წელი ხდე­ბა, რაც მა­ნა­ნა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ ინ­ვეს­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს. ამ­ბობს, რომ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ორი მი­ზე­ზის გამო და­თან­ხმდა:

„მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, ჩემ­თვის, პირ­ველ რიგ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო გაგ­რძე­ლე­ბა იყო გან­ვლი­ლი კა­რი­ე­რუ­ლი გზი­სა და სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ; გარ­და ამი­სა, თვი­თონ „თე­გე­ტას­თვი­საც“ სი­ახ­ლე იყო და ის მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ას ჰქონ­და და­სა­ხუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, მრა­ვალ­ფე­რო­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აჩენ­და. სწო­რედ ამი­ტომ შე­ვუ­ერ­თდი „თე­გე­ტას“ გუნდს“.

მა­ნა­ნა ამ­ბობს, რომ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის უქონ­ლო­ბა დაბ­რკო­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა მიმ­ზიდ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა:

„თე­გე­ტა“ არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი და გა­მორ­ჩე­უ­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი, რაც ასე­ვე მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო ჩემ­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრია გან­სხვავ­დე­ბო­და ჩემი წინა გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის­გან, თვი­თონ ეს სფე­რო და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და.“

30 UNDER 30-ის ორ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბას მა­ნა­ნა ასე აფა­სებს:

„ეს იყო ერ­თობ­ლი­ვი შე­დე­გი ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და „თე­გე­ტა­ში“ საქ­მი­ა­ნო­ბი­სა. ვგუ­ლის­ხმობ ფი­ნან­სუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და კა­პი­ტა­ლის, ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის მო­ზიდ­ვის იმ ინო­ვა­ცი­ურ პრო­დუქ­ტებს, რომ­ლე­ბიც ჰოლ­დინ­გში შე­მუ­შავ­და, მათ შო­რი­საა: მწვა­ნე ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად ადაპ­ტირ­და სწო­რედ თე­გე­ტა­ში; მულ­ტი­სა­ვა­ლუ­ტო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰოლ­დინ­გის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბით შე­იქ­მნა და წარ­მა­ტე­ბით და­ი­ნერ­გა; ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სათ­ვის თუ სხვა. აქამ­დე, რო­გორც ინ­ვეს­ტო­რე­ბის, ისე კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ნაკ­ლე­ბი იყო, ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბით ახალ ეტაპს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და ბა­ზა­რიც გა­აქ­ტი­ურ­და. მხო­ლოდ თე­გე­ტას მა­გა­ლით­ზე რომ ვიმ­სჯე­ლოთ, დღეს უკვე 800-მდე უნი­კა­ლუ­რი ინ­ვეს­ტო­რი გვყავს. მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბა არ­ცთუ დიდი ხნის წინ რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე“.

მა­ნა­ნა ამ­ბობს, რომ მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა, როცა, ფი­ნან­სე­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბას­თან ერ­თად, Forbes-ის რჩე­უ­ლის სტა­ტუ­სიც და­იმ­სა­ხუ­რა.

„ამ ფაქ­ტის ყვე­ლა­ზე დიდ ღი­რე­ბუ­ლე­ბას იცით, რაში ვხე­დავ? რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს ირ­ჩე­ვენ, ვფიქ­რობ, მათ­თვის მსგავ­სი ის­ტო­რი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რათა გვჯე­რო­დეს, რომ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბით, გა­სავ­ლე­ლი გზით, შრო­მი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გებს მი­აღ­წევ.

მჯე­რა, რომ მცი­რე პო­ზი­ტი­ურ ქმე­დე­ბა­საც აქვს ძალა, შექ­მნას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი; რომ პა­ტი­ვის­ცე­მით, მხარ­და­ჭე­რი­თა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბით შექ­მნი­ლი გა­რე­მო ხელს უწყობს რო­გორც კო­ლექ­ტი­ურ წარ­მა­ტე­ბას ბიზ­ნე­სა­მო­ცა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ისე პი­რადს. სა­ჯა­რო აღი­ა­რე­ბა კი და­მა­ტე­ბით ბე­ნე­ფიტს სძენს შენს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას და ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბას შთა­გა­გო­ნებს.“

რაც შე­ე­ხე­ბა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მთა­ვარ ოფი­ცერს, ლე­ვან მა­მუ­ლაშ­ვილს, რო­მელ­მაც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ელ­კო­მერ­ცი­ის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა, მისი კა­რი­ე­რა 18 წლის ასაკ­ში კომ­პა­ნია Lemondo-ში და­ი­წყო, სა­დაც IOS ინ­ტერ­ნად მი­ვი­და. ერთი წლის შემ­დეგ კი iOS მი­მარ­თუ­ლე­ბის ლი­დის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

„და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის შემ­დეგ შე­თა­ვა­ზე­ბა ერ­თდრო­უ­ლად მი­ვი­ღე სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის­გან და თი­ბი­სი ბან­კის­გან. თი­ბი­სის დავ­თან­ხმდი, რო­მე­ლიც იმ დროს ახალ, ინო­ვა­ცი­ურ პრო­დუქტზე მუ­შა­ობ­და. ეს აღ­მოჩ­ნდა სფე­ი­სი, სა­დაც ვი­ყა­ვი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­წე­რა Space-ის iOS აპ­ლი­კა­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ წე­ლი­წადს ვი­მუ­შა­ვე IOS-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 21 ადა­მი­ანს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად, ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ფრი­ლან­სე­რად ვმუ­შა­ობ­დი მსოფ­ლი­ოს მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­თან. მათ შო­რის იყო ამე­რი­კა­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი „თექსთ თუ სფიჩ“ აპ­ლი­კა­ცია - Speechify. იქ შე­ვე­ხე პირ­ვე­ლად ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს. ვმუ­შა­ობ­დი რო­გორც წამ­ყვა­ნი - Engineering Manager iOS / Android / QA / Automation მი­მარ­თუ­ლე­ბით.“

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი­დან“ შე­თა­ვა­ზე­ბა ლე­ვან­მა 2023 წლის ივ­ლის­ში მი­ი­ღო. მას შემ­დეგ კომ­პა­ნი­ა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მთა­ვა­რი ოფიც­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ამე­რი­კა­ში, MIT-ში (მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი ) სწავ­ლობს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დი­რექ­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 30 UNDER 30-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს შო­რის მოხ­ვედ­რას გან­ვლილ კა­რი­ე­რულ გზას უკავ­ში­რებს:

„ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სფე­ის­სა თუ Speechify-ში მო­ბა­ი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით დავ­ნერ­გე, დღემ­დე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ნო­მი­ნა­ცია - ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია - მო­ი­აზ­რებს ისე­თი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, რომ­ლებ­საც კომ­პა­ნია დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში იყე­ნებს. ესაა ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ი­სა და სხვა სის­ტე­მე­ბი, რა­მაც კომ­პა­ნი­ებს ხარ­ჯე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­ცი­რა. Speechify-ში ჩემი გუნ­დი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იყო ქარ­თვე­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი და ამე­რი­კე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა Meta-დან, Instagram-იდან და Amazon-იდან იყო, ისი­ნი ტოპ პერ­ფორ­მე­რებს წარ­მო­ად­გენ­დნენ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, როცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემს რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­დავ­ხე­დე, ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი იყო იმა­ზე, რომ შევ­ძე­ლი, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში პრო­ცე­სე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ით თან­ხე­ბი და­მე­ზო­გა სა­ო­პე­რა­ციო ნა­წილ­ში“.

ლე­ვა­ნი ამ­ბობს, რომ „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­სას მისი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა კომ­პა­ნი­ის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია იყო, რათა ლი­დე­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მა­ღალ სტან­დარ­ტებს მორ­გე­ბო­და.

„თე­გე­ტა“ ძა­ლი­ან ბევრ ბრენ­დს წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ასე­ვე დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ფლობს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში. 2009 წელს მან პირ­ველ­მა და­ნერ­გა სა­პის სის­ტე­მა, რო­მელ­საც დღემ­დე იყე­ნებს. კომ­პა­ნი­ა­ში ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში 105 ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც ჰოლ­დინ­გის სრულ ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. კომ­პა­ნი­ა­ში ნე­ბის­მი­ე­რი გა­ყიდ­ვა აღი­ნიშ­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ურ სის­ტე­მებ­ში, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რია რი­გე­ბის სის­ტე­მე­ბი და ა. შ. ვხელ­მძღვა­ნე­ლობ „თე­გე­ტას“ E-commerce პლატ­ფორ­მას, მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ა­სა და შიდა მოხ­მა­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე გან­სხვა­ვე­ბულ პროგ­რა­მას. ჩემი მო­ტი­ვა­ცია და მი­ზა­ნი იყო, და­მემსხვრია სტე­რე­ო­ტი­პი, თით­ქოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია შე­უძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი იყოს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­შიც. პრინ­ციპ­ში, ეს ნა­წი­ლობ­რივ უკვე შევ­ძე­ლით: ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­ვი­ერ­თეთ დე­ვე­ლო­პე­რე­ბი მსოფ­ლი­ოს ტოპ სა­მე­უ­ლი­დან“.

ლე­ვა­ნი ამ­ბობს, რომ 30 UNDER 30-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს შო­რის მოხ­ვედ­რა მის­თვის ერ­თგვა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ვა­ლი­და­ცი­აა და, ამ­დე­ნად, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა აღი­ა­რე­ბა მარ­ტო იქი­დან არ მო­დის, სა­დაც მუ­შა­ობ. ჩემ­თვის ეს გან­ვლი­ლი 10 წლის შე­ჯა­მე­ბაა და ძა­ლი­ან ფა­სე­უ­ლია. თვალს რომ გა­და­ვავ­ლებ, ამ შე­დე­გის­თვის უამ­რა­ვი ვიშ­რო­მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მუდ­მი­ვად ლი­მი­ტის ზღვარ­ზე ვი­ყა­ვი, რომ ახა­ლი ცოდ­ნა შე­მე­ძი­ნა. ოჯა­ხი ძა­ლი­ან მი­წყობ­და ხელს, რად­გან რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ლის 7 სა­ა­თი­დან ღა­მის 1-ელ სა­ა­თამ­დე ჩემი რე­ჟი­მი უც­ვლე­ლი იყო, გა­უ­თა­ვებ­ლად ვმუ­შა­ობ­დი. წინსვლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­ზა­ნი გქონ­დეს, თუმ­ცა რაც უფრო მეტი ცოდ­ნა გაქვს, ეს მი­ზა­ნიც იც­ვლე­ბა. წლე­ბი რომ გა­დის და ცოდ­ნა მე­მა­ტე­ბა, ვხვდე­ბი, რომ სულ უფრო და უფრო მე­ტია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რათა სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლამ­დე მი­ვი­დე“.

სა­ბო­ლოო წერ­ტილს ლე­ვა­ნი ასე ხე­დავს: დარ­ჩეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ტექ­ნო­ლო­გი­ურ ეკო­სის­ტე­მას დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და ცოდ­ნა გა­უ­ზი­ა­როს მათ, ვინც მო­მა­ვალს მა­სა­ვით ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ხე­დავს.

NS

მაგული
0

ძალიან კარგია, ვულოცავთ, წინსვლას ვუსურვებთ. ერთი აგვიხსენით, ეხლა მოდაში როა. ყველას სტარტაფი რო აქვს, კრიპტოვალუტებს უშვებს, IT ბიზნესებს ატრიალებს. მილიარდერები ხდებიან. ჩვენც ვიფიქრეთ მეზობლის ქალებმა და გადავწყვიტეთ რო ჩვენც გვინდა ასეთ ბიზნესებში შესვლა. დაწერეთ, თუ იცით რა გზები უნდა გავიაროთ. როგორ უნდა ჩავიცვათ, რა სტილში, როგორი ჩანთები დავიკავოთ. 

ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგის" 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულია

"თეგეტა ჰოლდინგის" 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულია

„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით სხვადასხვა სფეროში წარმატებას აღწევენ და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან. „30-წლამდელთა სიის“ ახალგაზრდა ლიდერები თავიანთი საქმიანობით ამტკიცებენ, რომ მათი ენერგია, ხედვა და მიზანდასახულობა პროგრესის საფუძველია.

Forbes Georgia-ს „30-წლამდელთა სია 2024“ გამორჩეული აღმოჩნდა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“. კატეგორიაში: „ტექნოლოგიები და ელკომერცია“ თეგეტას ტექნოლოგიების მიმართულების მთავარმა ოფიცერმა ლევან მამულაშვილმა გაიმარჯვა, ხოლო ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მანანა ხინაშვილმა 30 UNDER 30-ის ორ კატეგორიაში მოიპოვა აღიარება: ის ფინანსების სფეროში გამარჯვებული და „ფორბსის“ რჩეულის სტატუსის მფლობელი გახდა.

ბაკალავრიატი - ფინანსების ინგლისურენოვანი პროგრამა - მანანას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აქვს დამთავრებული. მაგისტრატურა თავისუფალ უნივერსიტეტში გაიარა ოპერაციების მართვის მიმართულებით. მისი პირველი სამუშაო ადგილი ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია იყო, სადაც ჯერ ისევ სტუდენტმა კვლევების ანალიტიკა ჩაიბარა. სწავლის დამთავრების შემდეგ საჯარო სამსახურში გადაინაცვლა - იუსტიციის სამინისტროს სსიპში სამი წლის განმავლობაში იმუშავა ბიუჯეტირების და ფინანსური ანალიზის მენეჯერის პოზიციაზე. მოგვიანებით ისევ კერძო სექტორს დაუბრუნდა - 2019 წელს თიბისი ლიზინგში დაიწყო მუშაობა ფინანსური რისკების მართვის, ინვესტორებთან ურთიერთობისა და სახაზინო ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე.

სამი წელი ხდება, რაც მანანა „თეგეტა ჰოლდინგში“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. ამბობს, რომ ამ პოზიციაზე მუშაობის შეთავაზებას ორი მიზეზის გამო დათანხმდა:

„მიმართულება, რომელსაც ამჟამად ვხელმძღვანელობ, ჩემთვის, პირველ რიგში, საინტერესო გაგრძელება იყო განვლილი კარიერული გზისა და სამომავლო განვითარების მხრივ; გარდა ამისა, თვითონ „თეგეტასთვისაც“ სიახლე იყო და ის მიზნები, რომლებიც კომპანიას ჰქონდა დასახული ამ მიმართულებით განვითარებისთვის, მრავალფეროვან შესაძლებლობებს აჩენდა. სწორედ ამიტომ შევუერთდი „თეგეტას“ გუნდს“.

მანანა ამბობს, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილების უქონლობა დაბრკოლება არ ყოფილა. ავტომობილების მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო საავტომობილო კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა მიმზიდველი აღმოჩნდა:

„თეგეტა“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული დამსაქმებელი, რაც ასევე მიმზიდველი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო ინდუსტრია განსხვავდებოდა ჩემი წინა გამოცდილებებისგან, თვითონ ეს სფერო და ავტომობილები ყოველთვის მაინტერესებდა.“

30 UNDER 30-ის ორ ნომინაციაში გამარჯვებას მანანა ასე აფასებს:

„ეს იყო ერთობლივი შედეგი ჩემი გამოცდილებისა და „თეგეტაში“ საქმიანობისა. ვგულისხმობ ფინანსური მიმართულებით და კაპიტალის, ფინანსური სახსრების მოზიდვის იმ ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც ჰოლდინგში შემუშავდა, მათ შორისაა: მწვანე ინსტრუმენტები, რომლებიც პირველად ადაპტირდა სწორედ თეგეტაში; მულტისავალუტო ობლიგაციები, რომლებიც ჰოლდინგის საჭიროებებზე მორგებით შეიქმნა და წარმატებით დაინერგა; ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ფიზიკური პირებისათვის თუ სხვა. აქამდე, როგორც ინვესტორების, ისე კომპანიების მხრიდან, აღნიშნული ინსტრუმენტების მიმართ ინტერესი ნაკლები იყო, ამ აქტივობებით ახალ ეტაპს ჩაეყარა საფუძველი და ბაზარიც გააქტიურდა. მხოლოდ თეგეტას მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, დღეს უკვე 800-მდე უნიკალური ინვესტორი გვყავს. მსგავსი აქტივობა არცთუ დიდი ხნის წინ რთული წარმოსადგენი იქნებოდა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე“.

მანანა ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა, როცა, ფინანსების ნომინაციაში გამარჯვებასთან ერთად, Forbes-ის რჩეულის სტატუსიც დაიმსახურა.

„ამ ფაქტის ყველაზე დიდ ღირებულებას იცით, რაში ვხედავ? როდესაც ახალგაზრდები სამომავლო საქმიანობის სფეროს ირჩევენ, ვფიქრობ, მათთვის მსგავსი ისტორიების გაზიარება საუკეთესო შესაძლებლობაა, რათა გვჯეროდეს, რომ დასახული მიზნებით, გასავლელი გზით, შრომითა და პასუხისმგებლობით ხელშესახებ შედეგებს მიაღწევ.

მჯერა, რომ მცირე პოზიტიურ ქმედებასაც აქვს ძალა, შექმნას მნიშვნელოვანი ცვლილებები; რომ პატივისცემით, მხარდაჭერითა და განვითარებაზე ორიენტირებით შექმნილი გარემო ხელს უწყობს როგორც კოლექტიურ წარმატებას ბიზნესამოცანების შესასრულებლად, ისე პირადს. საჯარო აღიარება კი დამატებით ბენეფიტს სძენს შენს ყოველდღიურ საქმიანობას და ახალი მწვერვალების დაპყრობას შთაგაგონებს.“

რაც შეეხება „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების მიმართულების მთავარ ოფიცერს, ლევან მამულაშვილს, რომელმაც ტექნოლოგიებისა და ელკომერციის კატეგორიაში გაიმარჯვა, მისი კარიერა 18 წლის ასაკში კომპანია Lemondo-ში დაიწყო, სადაც IOS ინტერნად მივიდა. ერთი წლის შემდეგ კი iOS მიმართულების ლიდის პოზიციაზე გადაინაცვლა.

„დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ შეთავაზება ერთდროულად მივიღე საქართველოს ბანკისგან და თიბისი ბანკისგან. თიბისის დავთანხმდი, რომელიც იმ დროს ახალ, ინოვაციურ პროდუქტზე მუშაობდა. ეს აღმოჩნდა სფეისი, სადაც ვიყავი ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი. იმ პერიოდში ჩემი ხელმძღვანელობით დაიწერა Space-ის iOS აპლიკაცია, დაახლოებით ხუთ წელიწადს ვიმუშავე IOS-ის მიმართულებით, 21 ადამიანს ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ლექციებს ვკითხულობდი საქართველოს უნივერსიტეტში და ფრილანსერად ვმუშაობდი მსოფლიოს მსხვილ კომპანიებთან. მათ შორის იყო ამერიკაში ნომერ პირველი „თექსთ თუ სფიჩ“ აპლიკაცია - Speechify. იქ შევეხე პირველად ხელოვნურ ინტელექტს. ვმუშაობდი როგორც წამყვანი - Engineering Manager iOS / Android / QA / Automation მიმართულებით.“

„თეგეტა ჰოლდინგიდან“ შეთავაზება ლევანმა 2023 წლის ივლისში მიიღო. მას შემდეგ კომპანიაში ტექნოლოგიების მიმართულების მთავარი ოფიცრის პოზიციას იკავებს. პარალელურად, ამერიკაში, MIT-ში (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ) სწავლობს ტექნოლოგიური დირექტორის მიმართულებით. 30 UNDER 30-ის გამარჯვებულებს შორის მოხვედრას განვლილ კარიერულ გზას უკავშირებს:

„ის ტექნოლოგიები, რომლებიც სფეისსა თუ Speechify-ში მობაილის მიმართულებით დავნერგე, დღემდე გამოიყენება. ნომინაცია - ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია - მოიაზრებს ისეთი ტექნოლოგიების შემუშავებას, რომლებსაც კომპანია დღევანდელ რეალობაში იყენებს. ესაა ავტომატიზაციისა და სხვა სისტემები, რამაც კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა. Speechify-ში ჩემი გუნდი დაკომპლექტებული იყო ქართველი, უკრაინელი და ამერიკელი თანამშრომლებით. მათი უმრავლესობა Meta-დან, Instagram-იდან და Amazon-იდან იყო, ისინი ტოპ პერფორმერებს წარმოადგენდნენ. საბოლოო ჯამში, როცა მოგვიანებით ჩემს რეკომენდაციებს გადავხედე, ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ შევძელი, ტექნოლოგიებში პროცესების ოპტიმიზაციით თანხები დამეზოგა საოპერაციო ნაწილში“.

ლევანი ამბობს, რომ „თეგეტა ჰოლდინგში“ მუშაობის დაწყებისას მისი მთავარი გამოწვევა კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია იყო, რათა ლიდერი საავტომობილო კომპანია ტექნოლოგიური მიმართულებითაც მაღალ სტანდარტებს მორგებოდა.

„თეგეტა“ ძალიან ბევრ ბრენდს წარმოადგენს საქართველოში, მაგრამ ასევე დიდ შესაძლებლობებს ფლობს ტექნოლოგიებში. 2009 წელს მან პირველმა დანერგა საპის სისტემა, რომელსაც დღემდე იყენებს. კომპანიაში ჩემს დაქვემდებარებაში 105 ადამიანია, რომლებიც ჰოლდინგის სრულ ტექნოლოგიურ განვითარებას უზრუნველყოფენ. კომპანიაში ნებისმიერი გაყიდვა აღინიშნება ტექნოლოგიურ სისტემებში, ტექნოლოგიურია რიგების სისტემები და ა. შ. ვხელმძღვანელობ „თეგეტას“ E-commerce პლატფორმას, მობილურ აპლიკაციასა და შიდა მოხმარების დაახლოებით 20-მდე განსხვავებულ პროგრამას. ჩემი მოტივაცია და მიზანი იყო, დამემსხვრია სტერეოტიპი, თითქოს საავტომობილო კომპანია შეუძლებელია ძლიერი იყოს ტექნოლოგიებშიც. პრინციპში, ეს ნაწილობრივ უკვე შევძელით: ამ დროის განმავლობაში შემოვიერთეთ დეველოპერები მსოფლიოს ტოპ სამეულიდან“.

ლევანი ამბობს, რომ 30 UNDER 30-ის გამარჯვებულებს შორის მოხვედრა მისთვის ერთგვარი პროფესიული ვალიდაციაა და, ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„სასიამოვნოა, როცა აღიარება მარტო იქიდან არ მოდის, სადაც მუშაობ. ჩემთვის ეს განვლილი 10 წლის შეჯამებაა და ძალიან ფასეულია. თვალს რომ გადავავლებ, ამ შედეგისთვის უამრავი ვიშრომე, ფაქტობრივად, მუდმივად ლიმიტის ზღვარზე ვიყავი, რომ ახალი ცოდნა შემეძინა. ოჯახი ძალიან მიწყობდა ხელს, რადგან რამდენიმე წლის განმავლობაში დილის 7 საათიდან ღამის 1-ელ საათამდე ჩემი რეჟიმი უცვლელი იყო, გაუთავებლად ვმუშაობდი. წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, მიზანი გქონდეს, თუმცა რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვს, ეს მიზანიც იცვლება. წლები რომ გადის და ცოდნა მემატება, ვხვდები, რომ სულ უფრო და უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა საბოლოო წერტილამდე მივიდე“.

საბოლოო წერტილს ლევანი ასე ხედავს: დარჩეს საქართველოში, სადაც ტექნოლოგიურ ეკოსისტემას დიდი პოტენციალი აქვს და ცოდნა გაუზიაროს მათ, ვინც მომავალს მასავით ტექნოლოგიებში ხედავს.

NS