მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცუდად არ ვარ, მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია...ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდები ტელევიზიაში, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ" - მაია ასათიანი
"ცუდად არ ვარ, მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია...ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდები ტელევიზიაში, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ" - მაია ასათიანი

მაია ასა­თი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ბოლო სამ­მა წელ­მა, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აღარ მუ­შა­ობს მის ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ჰყვე­ბა, ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რო­მელ­მაც და­ა­ნა­ხა, ვინ არის რე­ა­ლუ­რად მისი მე­გო­ბა­რი.

"ნა­ნუ­კას ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში" სტუმ­რო­ბი­სას ასა­თი­ა­ნი ამ­ბობს, რომ აპი­რებს ტე­ლე­ვი­ზი­ას და­უბ­რუნ­დეს, თუმ­ცა მხო­ლოდ მა­შინ "თუ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წავა".

"სულ ვამ­ბობ, რომ რად­გან ცუ­დად არ ვარ ეს უკვე კარ­გია და ცუ­დად არ ვარ. მომ­წონს ჩემი თა­ვის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სია და ზო­გა­დად მიკ­ვირს ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც არ იც­ვლე­ბი­ან. მგო­ნია, რომ მე შეც­ვლი­ლი ვარ. მე შემ­ცვა­ლა ამ სამ­მა წელ­მა და ამა­ზე რთუ­ლი დრო არ მქო­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვილმკვდა­რი დედა ვარ, ამა­ზე ცუდი სამი წელი არ მქო­ნია. რა მიქ­მნი­და სირ­თუ­ლეს? ტე­ლე­ვი­ზი­ას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი როლი ჰქონ­და. ტე­ლე­ვი­ზია გან­სა­კუთ­რე­ბით და­მეხ­მა­რა, როცა ნუცა გარ­და­იც­ვა­ლა ტრა­გე­დი­ის გა­და­ტა­ნა­ში. რად­გან დრო აღარ მრჩე­ბო­და დეპ­რე­სი­ის­თვის, მთე­ლი ენერ­გია მიჰ­ქონ­და ტე­ლე­ვი­ზი­ას და როცა ეს კარი და­ი­ხუ­რა მე დავ­რჩი სი­ცა­რი­ე­ლე­ში. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რომ მუ­შა­ობ და უცებ აღ­მო­ა­ჩენ, რომ წა­სას­ვლე­ლი აღარ­სად გაქვს და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თა­დერ­თო საფ­ლა­ვია.

დილა თენ­დე­ბა და კლა­სი­კუ­რი უმუ­შევ­რის დილა გაქვს, აღარ­სად გეჩ­ქა­რე­ბა. სულ მის­ვა­მენ ამ შე­კი­თხვას რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი?. ტე­ლე­ვი­ზია ჩემი სახ­ლია. რო­გო­რიც არ უნდა იყოს ის. სა­ჯა­როდ მე ჩემს ოჯახ­ზე ცუდს არ ვი­ტყვი. შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დრო და ამა­ზე სა­ჯა­როდ ვი­ლა­პა­რა­კო, მაგ­რამ ახლა არა.

თი­თო­ე­უ­ლი დილა ძვი­რად მიჯ­დე­ბა, რომ ბედ­ნი­ერ­მა გა­ვიღ­ვი­ძო. ამა­ზე ვმუ­შა­ობ და ეს შე­დეგს იძ­ლე­ვა. კომ­პლექ­სი მაქვს, რომ მძი­მე თე­მებ­თან ვა­სო­ცირ­დე­ბი, რად­გან ყვე­ლა­ზე ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ გა­დავ­რჩი. ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რომ ეს ტვირ­თი არ წავა და უნდა ატა­რო, ის მსუ­ბუ­ქი არ გახ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ შე­ეჩ­ვე­ვი ამ ტვირ­თით სი­ა­რულს. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თავს და­ა­ძა­ლებ, რომ ბედ­ნი­ერ­მა გა­იღ­ვი­ძო.

მე არ ვცხოვ­რობ წარ­სუ­ლით. გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­საც" კი არ ვიხ­სე­ნებ ხოლ­მე, არა­ვის ვუყ­ვე­ბი რა რე­ი­ტინ­გის და მას­შტა­ბის გა­და­ცე­მა მქონ­და. მე ვცხოვ­რობ ხვა­ლინ­დე­ლი დღით. ასე­თი მაია უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. მე "რუს­თა­ვი 2"-დან რომ წა­მო­ვე­დი მა­შინ სხვა მაია ვი­ყა­ვი და ახლა - სხვა.

მე ყო­ველ­თვის წე­სე­ბით მო­თა­მა­შე ვი­ყა­ვი. ვე­ლო­დე­ბი არ­ჩევ­ნებს. სულ მე­კი­თხე­ბი­ან რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ახლა ძა­ლი­ან მინ­და დაბ­რუნ­დე­ბა, ზუს­ტად ვიცი რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, ოღონდ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ წავა მა­შინ. ზუს­ტად ვიცი, რა გა­და­ცე­მას გა­ვა­კე­თებ, რო­გორ გა­და­ცე­მას გა­ვა­კე­თებ, ოღონდ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ევ­რო­პის ნა­წი­ლი" - ამ­ბობს ასა­თი­ა­ნი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

რავა ეს ხელისუფლება ხელს გიშლის გადაცემების გაკეთებაში თუ რა

ზორო
4

ეს ხელისუფლება რომ წავა სატელევიზიოტ აღარ ივარგებ ღრმა მოხუცი იქნებიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ცუდად არ ვარ, მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია...ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდები ტელევიზიაში, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ" - მაია ასათიანი

"ცუდად არ ვარ, მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია...ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდები ტელევიზიაში, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ" - მაია ასათიანი

მაია ასათიანი ამბობს, რომ ბოლო სამმა წელმა, რაც ტელევიზიაში აღარ მუშაობს მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. როგორც ტელეწამყვანი ჰყვება, ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო, რომელმაც დაანახა, ვინ არის რეალურად მისი მეგობარი.

"ნანუკას ჟორჟოლიანის შოუში" სტუმრობისას ასათიანი ამბობს, რომ აპირებს ტელევიზიას დაუბრუნდეს, თუმცა მხოლოდ მაშინ "თუ მოქმედი ხელისუფლება წავა".

"სულ ვამბობ, რომ რადგან ცუდად არ ვარ ეს უკვე კარგია და ცუდად არ ვარ. მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია და ზოგადად მიკვირს ადამიანების, რომლებიც არ იცვლებიან. მგონია, რომ მე შეცვლილი ვარ. მე შემცვალა ამ სამმა წელმა და ამაზე რთული დრო არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია. რა მიქმნიდა სირთულეს? ტელევიზიას ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ჰქონდა. ტელევიზია განსაკუთრებით დამეხმარა, როცა ნუცა გარდაიცვალა ტრაგედიის გადატანაში. რადგან დრო აღარ მრჩებოდა დეპრესიისთვის, მთელი ენერგია მიჰქონდა ტელევიზიას და როცა ეს კარი დაიხურა მე დავრჩი სიცარიელეში. მთელი ცხოვრება რომ მუშაობ და უცებ აღმოაჩენ, რომ წასასვლელი აღარსად გაქვს და მთელი ცხოვრება ერთადერთო საფლავია.

დილა თენდება და კლასიკური უმუშევრის დილა გაქვს, აღარსად გეჩქარება. სულ მისვამენ ამ შეკითხვას რატომ წამოხვედი?. ტელევიზია ჩემი სახლია. როგორიც არ უნდა იყოს ის. საჯაროდ მე ჩემს ოჯახზე ცუდს არ ვიტყვი. შეიძლება დადგეს დრო და ამაზე საჯაროდ ვილაპარაკო, მაგრამ ახლა არა.

თითოეული დილა ძვირად მიჯდება, რომ ბედნიერმა გავიღვიძო. ამაზე ვმუშაობ და ეს შედეგს იძლევა. კომპლექსი მაქვს, რომ მძიმე თემებთან ვასოცირდები, რადგან ყველაზე ხშირად მეკითხებიან, როგორ გადავრჩი. ტრაგედიის შემდეგ უნდა გააცნობიერო, რომ ეს ტვირთი არ წავა და უნდა ატარო, ის მსუბუქი არ გახდება. უბრალოდ შეეჩვევი ამ ტვირთით სიარულს. ერთ მშვენიერ დღეს თავს დააძალებ, რომ ბედნიერმა გაიღვიძო.

მე არ ვცხოვრობ წარსულით. გადაცემა "პროფილსაც" კი არ ვიხსენებ ხოლმე, არავის ვუყვები რა რეიტინგის და მასშტაბის გადაცემა მქონდა. მე ვცხოვრობ ხვალინდელი დღით. ასეთი მაია უფრო საინტერესოა. მე "რუსთავი 2"-დან რომ წამოვედი მაშინ სხვა მაია ვიყავი და ახლა - სხვა.

მე ყოველთვის წესებით მოთამაშე ვიყავი. ველოდები არჩევნებს. სულ მეკითხებიან როდის დავბრუნდები ტელევიზიაში, ახლა ძალიან მინდა დაბრუნდება, ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდები, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ. ზუსტად ვიცი, რა გადაცემას გავაკეთებ, როგორ გადაცემას გავაკეთებ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველო იქნება ევროპის ნაწილი" - ამბობს ასათიანი.