მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამყაროს ყველაზე დიდი რუკა: მეცნიერებმა შთამბეჭდავი კადრებით გვაჩვენეს, რა ხდება დედამიწის გარეთ - "რუკა მოიცავს მილიონობით გალაქტიკას"
სამყაროს ყველაზე დიდი რუკა: მეცნიერებმა შთამბეჭდავი კადრებით გვაჩვენეს, რა ხდება დედამიწის გარეთ - "რუკა მოიცავს მილიონობით გალაქტიკას"

ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს მეც­ნი­ე­რებ­მა, კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პის „ევკლი­დის“ დახ­მა­რე­ბით, ტე­ლეს­კო­პი­დან მი­ღე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­ყა­როს რუ­კის შექ­მნა და­ი­წყეს.

რუ­კის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 260 მო­ზა­ი­კის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სა­ხით და მო­ი­ცავს 14 მი­ლი­ონ­ზე მეტ გა­ლაქ­ტი­კას. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ 1%-ია იმ რუ­კი­სა, რომ­ლის შექ­მნაც მეც­ნი­ე­რებს მო­მა­ვალ­ში მო­უ­წევთ.

2023 წელს ევ­რო­პის კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ NASA-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით „ევკლი­დი“ მი­სი­ით გა­უშ­ვა. ტე­ლეს­კოპ­მა პირ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბი იმა­ვე წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­მო­აგ­ზავ­ნა, ხოლო შემ­დეგ 2024 წლის მა­ის­ში. „ევკლი­დის“ მი­ზა­ნია, შექ­მნას სამ­ყა­როს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი რუკა დრო­სა და სივ­რცე­ში, რათა მოხ­დეს მისი ევო­ლუ­ცი­ის გა­მოკ­ვლე­ვა და ამით ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნოს ისეთ სა­ი­დუმ­ლო მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რი­ცაა ბნე­ლი ენერ­გია და ბნე­ლი მა­ტე­რია, რომ­ლე­ბიც ერ­თად სამ­ყა­როს მა­სის 95%-ს შე­ად­გენს.

ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მო­ზა­ი­კის ნა­წი­ლი, გა­და­ღე­ბუ­ლი „ევკლი­დით“ 2024 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა 12-ჯერ არის გა­დი­დე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კის მთლი­ან ზო­მას­თან. ცენ­ტრში მარ­ცხნივ ჩანს სპი­რა­ლუ­რი გა­ლაქ­ტი­კა NGC 2188, რო­მე­ლიც დე­და­მი­წი­დან 25 მი­ლი­ო­ნი სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს. მარ­ჯვე­ნა ზედა კუ­თხე­ში აშ­კა­რად ჩანს გა­ლაქ­ტი­კე­ბის კლას­ტე­რი Abell 3381, რო­მე­ლიც 678 მი­ლი­ო­ნი სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზეა ჩვენ­გან.

"მას­შტა­ბე­ბი სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია" - აღ­ნიშ­ნა ESA-ს მეც­ნი­ე­რე­ბის დი­რექ­ტორ­მა კე­როლ მან­დელ­მა იტა­ლი­ა­ში ას­ტრო­ნავ­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრეს­ზე. მისი თქმით, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სრუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბით (208 გი­გა­პიქ­სე­ლი) სა­ნა­ხა­ვად სა­ჭი­როა 16 000-ზე მეტი 4K ტე­ლე­ვი­ზო­რი.

  • "ევკლი­დის“ დახ­მა­რე­ბით მეც­ნი­ე­რე­ბი აპი­რე­ბენ შექ­მნან სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე დიდი და ზუს­ტი რუკა. კვლე­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პი შედ­გა აპ­რილ­ში, რო­დე­საც ტე­ლეს­კოპ­მა ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ ცის ნა­წი­ლი გა­და­ი­ღო, რომ­ლის ზომა მთვა­რეს 500-ჯერ აღე­მა­ტე­ბა.

ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია გა­ლაქ­ტი­კე­ბის კლას­ტე­რი Abell 3381, რო­მე­ლიც ჩვენ­გან 678 მი­ლი­ო­ნი სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზეა. სუ­რათ­ზე ჩანს მრა­ვა­ლი გა­ლაქ­ტი­კა სხვა­დას­ხვა ფორ­მის და ზო­მის, და­წყე­ბუ­ლი მა­სი­უ­რი ელიფ­სუ­რი გა­ლაქ­ტი­კე­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა სპი­რა­ლუ­რი გა­ლაქ­ტი­კე­ბით, ასე­ვე მცი­რე და მქრა­ლი ჯუჯა გა­ლაქ­ტი­კე­ბით.

მან­დე­ლის თქმით, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი ცის­ფე­რი ზოლი ჩვენს ახ­ლოს მდე­ბა­რე ირ­მის ნახ­ტომ­ში მტვე­რი და გა­ზია. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გაზ­რდი­სას ჩანს გა­ლაქ­ტი­კე­ბის ბრუნ­ვა, რომ­ლე­ბიც ურ­თი­ერთქმე­დე­ბენ ასო­ბით მი­ლი­ო­ნი სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე. ზო­გი­ერთ მათ­განს ცენ­ტრში აქვს მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლი, რო­მე­ლიც ას­ხი­ვებს გრა­ვი­ტა­ცი­ულ ტალ­ღებს, მათი და­ფიქ­სი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია დე­და­მი­წა­ზე.

მომ­დევ­ნო ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლეს­კო­პი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში და­ას­კა­ნე­რებს ღა­მის ცის და­ახ­ლო­ე­ბით ერთ მე­სა­მედს. მკვლევ­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სა­ბო­ლოო რუ­კა­ზე იქ­ნე­ბა 8 მი­ლი­არ­დი გა­ლაქ­ტი­კა, რო­მელ­თა ასა­კი 10 მი­ლი­არდ წლამ­დე იქ­ნე­ბა.

ფო­ტო­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია ორი ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დი გა­ლაქ­ტი­კა (ESO 364-G035 და G036), რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან 420 მი­ლი­ო­ნი სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს. მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ჩანს გა­ლაქ­ტი­კე­ბის კლას­ტე­რი Abell 3381, რო­მე­ლიც ჩვენ­გან 678 მი­ლი­ო­ნი სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზეა.

"ევკლი­დი" ასე­ვე გა­მო­იკ­ვლევს „კოს­მი­ურ ქსელს“ — მა­ტე­რი­ის გა­ნა­წი­ლე­ბას სივ­რცე­სა და დრო­ში. ვა­ლე­რია პე­ტო­რი­ნოს თქმით, რად­გან ბნე­ლი ენერ­გია და ბნე­ლი მა­ტე­რია გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ გა­ლაქ­ტი­კა­თა კლას­ტე­რებს შო­რის სი­ცა­რი­ე­ლე­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე, ამ სი­ცა­რი­ე­ლე­ე­ბის გა­ზომ­ვა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა გა­ვი­გოთ მათი ბუ­ნე­ბა.

ფო­ტო­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია სპი­რა­ლუ­რი გა­ლაქ­ტი­კა (ESO 364-G036), რო­მე­ლიც ჩვენ­გან 420 მი­ლი­ო­ნი სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ამ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე ჩანს მხო­ლოდ 0,0003 % გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მთლი­ა­ნი ფარ­თო­ბის­გან, რო­მე­ლიც 208 გი­გა­პიქ­სელს მო­ი­ცავს, რაც მო­ზა­ი­კის სა­ერ­თო ფარ­თო­ბის 1/330 000-ს შე­ად­გენს, რო­მე­ლიც „ევკლი­დის“ სუ­რა­თე­ბი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანძაველი
0

მკვლევრები რა უბედურებაა, მკვლევარები

ლაუტონი
0

ჰო გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო შე გალსტუკიანო შენა!!!-

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სამყაროს ყველაზე დიდი რუკა: მეცნიერებმა შთამბეჭდავი კადრებით გვაჩვენეს, რა ხდება დედამიწის გარეთ - "რუკა მოიცავს მილიონობით გალაქტიკას"

სამყაროს ყველაზე დიდი რუკა: მეცნიერებმა შთამბეჭდავი კადრებით გვაჩვენეს, რა ხდება დედამიწის გარეთ - "რუკა მოიცავს მილიონობით გალაქტიკას"

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა, კოსმოსური ტელესკოპის „ევკლიდის“ დახმარებით, ტელესკოპიდან მიღებული გამოსახულებების საფუძველზე სამყაროს რუკის შექმნა დაიწყეს.

რუკის პირველი ნაწილი, რომელიც შედგება 260 მოზაიკის გამოსახულების სახით და მოიცავს 14 მილიონზე მეტ გალაქტიკას. თუმცა, ეს მხოლოდ 1%-ია იმ რუკისა, რომლის შექმნაც მეცნიერებს მომავალში მოუწევთ.

2023 წელს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ NASA-სთან თანამშრომლობით „ევკლიდი“ მისიით გაუშვა. ტელესკოპმა პირველი სურათები იმავე წლის ნოემბერში გამოაგზავნა, ხოლო შემდეგ 2024 წლის მაისში. „ევკლიდის“ მიზანია, შექმნას სამყაროს სამგანზომილებიანი რუკა დროსა და სივრცეში, რათა მოხდეს მისი ევოლუციის გამოკვლევა და ამით ნათელი მოეფინოს ისეთ საიდუმლო მოვლენებს, როგორიცაა ბნელი ენერგია და ბნელი მატერია, რომლებიც ერთად სამყაროს მასის 95%-ს შეადგენს.

ფოტოზე გამოსახულია მოზაიკის ნაწილი, გადაღებული „ევკლიდით“ 2024 წლის 15 ოქტომბერს. გამოსახულება 12-ჯერ არის გადიდებული მოზაიკის მთლიან ზომასთან. ცენტრში მარცხნივ ჩანს სპირალური გალაქტიკა NGC 2188, რომელიც დედამიწიდან 25 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მარჯვენა ზედა კუთხეში აშკარად ჩანს გალაქტიკების კლასტერი Abell 3381, რომელიც 678 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა ჩვენგან.

"მასშტაბები სრულიად წარმოუდგენელია" - აღნიშნა ESA-ს მეცნიერების დირექტორმა კეროლ მანდელმა იტალიაში ასტრონავტიკის საერთაშორისო კონგრესზე. მისი თქმით, გამოსახულების სრული გაფართოებით (208 გიგაპიქსელი) სანახავად საჭიროა 16 000-ზე მეტი 4K ტელევიზორი.

  • "ევკლიდის“ დახმარებით მეცნიერები აპირებენ შექმნან სამყაროს ყველაზე დიდი და ზუსტი რუკა. კვლევის პირველი ეტაპი შედგა აპრილში, როდესაც ტელესკოპმა ორი კვირის განმავლობაში სამხრეთ ცის ნაწილი გადაიღო, რომლის ზომა მთვარეს 500-ჯერ აღემატება.

ფოტოზე გამოსახულია გალაქტიკების კლასტერი Abell 3381, რომელიც ჩვენგან 678 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა. სურათზე ჩანს მრავალი გალაქტიკა სხვადასხვა ფორმის და ზომის, დაწყებული მასიური ელიფსური გალაქტიკებიდან, დამთავრებული პატარა სპირალური გალაქტიკებით, ასევე მცირე და მქრალი ჯუჯა გალაქტიკებით.

მანდელის თქმით, გამოსახულებაზე ნაჩვენები ცისფერი ზოლი ჩვენს ახლოს მდებარე ირმის ნახტომში მტვერი და გაზია. გამოსახულების გაზრდისას ჩანს გალაქტიკების ბრუნვა, რომლებიც ურთიერთქმედებენ ასობით მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ზოგიერთ მათგანს ცენტრში აქვს მასიური შავი ხვრელი, რომელიც ასხივებს გრავიტაციულ ტალღებს, მათი დაფიქსირება შესაძლებელია დედამიწაზე.

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ტელესკოპი ავტომატურ რეჟიმში დაასკანერებს ღამის ცის დაახლოებით ერთ მესამედს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ საბოლოო რუკაზე იქნება 8 მილიარდი გალაქტიკა, რომელთა ასაკი 10 მილიარდ წლამდე იქნება.

ფოტოზე ნაჩვენებია ორი ურთიერთმოქმედი გალაქტიკა (ESO 364-G035 და G036), რომლებიც ჩვენგან 420 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მარჯვენა მხარეს ჩანს გალაქტიკების კლასტერი Abell 3381, რომელიც ჩვენგან 678 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა.

"ევკლიდი" ასევე გამოიკვლევს „კოსმიურ ქსელს“ — მატერიის განაწილებას სივრცესა და დროში. ვალერია პეტორინოს თქმით, რადგან ბნელი ენერგია და ბნელი მატერია გავლენას ახდენენ გალაქტიკათა კლასტერებს შორის სიცარიელეების ფორმირებაზე, ამ სიცარიელეების გაზომვა დაგვეხმარება გავიგოთ მათი ბუნება.

ფოტოზე ნაჩვენებია სპირალური გალაქტიკა (ESO 364-G036), რომელიც ჩვენგან 420 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ამ გამოსახულებაზე ჩანს მხოლოდ 0,0003 % გამოსახულების მთლიანი ფართობისგან, რომელიც 208 გიგაპიქსელს მოიცავს, რაც მოზაიკის საერთო ფართობის 1/330 000-ს შეადგენს, რომელიც „ევკლიდის“ სურათებიდან არის მიღებული.

წყარო