"ჩემი ვენახისთვის ჩემმა ძმამ აიღო ვალი... სამწუხაროდ ვენახი დაისეტყვა და დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალ-აკიდებული" - რას წერს სააკაშვილი?

"ჩემი ვენახისთვის ჩემმა ძმამ აიღო ვალი... სამწუხაროდ ვენახი დაისეტყვა და დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალ-აკიდებული" - რას წერს სააკაშვილი?
  • მთავარი ფოტო არქივიდან: სააკაშვილი ყვარლის ვენახში

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ სტიქიის გამო მისი ოჯახი, რომელმაც ყვარელში ვენახის წესრიგში მოსაყვანად ვალი აიღო, მოსავლისა და შემოსავლის გარეშე დარჩა.

სააკაშვილის თქმით, მის ვენახს, მისი ძმა გიორგი სააკაშვილი უვლიდა.

"ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს 2 ჰექტრამდე ვენახი. მას ჩემი უმცროსი ძმა გიორგი უვლის. შარშან აიღო ვალი, რათა წესრიგში მოეყვანა იქაურობა. ამ ვალის გასტუმრებას აპირებდა წლევანდელი წლის მოსავლით. სამწუხაროდ ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ასე ყურძნის გარეშე და ვალ-აკიდებული.

ამას იმიტომ ვწერ, რომ კახელების უმეტესი ნაწილი იმავე მდგომარეობაში იმყოფება და ელემენტარული საჭმლის ფული არ აქვს. ვისაც არ დაესეტყვა იმათ ყურძენს ისეთ დამცინავ ფასებში იბარებენ, რომ ასევე ძალიან უჭირთ ვენახის შენახვა.26-ში კახეთის და ჩვენი მევენახეობის საკითხიც წყდება!" - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, წლების წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კახეთში ვენახი შეიძინა. ყვარელში, მდინარე დურუჯის პირას, ნახევარ ჰექტარზე გაშენებული საფერავი, მწვანე კახური და ფრანგული პინო მიხეილ სააკაშვილს 33 ათასი ლარი დაუჯდა. იქვე აიშენა სახლი მარნით.

თავის დროზე, როდესაც კითხვები გაჩნდა იმის შესახებ, თუ საიდან შეიძინა სააკაშვილმა ეს ვენახი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ საკითხზე კომენტარიც გააკეთა: "საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში მიწის ნაკვეთი პირადი დანაზოგით შეიძინა. ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახის ფასი 33 ათასი ლარია, სახლის მშენებლობა კი 45 ათასი ლარი დაჯდა. შენობის ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პრეზიდენტმა საკუთარი ღვინის წარმოებისთვის საფერავის ჯიშის ვაზი შეარჩია, მარანი კი სახლის სარდაფში განათავსა".