საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრიგალივით გააპო დრო ... ახლა ეს გრიგალი 12 კვადრატულ ოთახშია გამომწყვდეული" - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე
"გრიგალივით გააპო დრო ... ახლა ეს გრიგალი 12 კვადრატულ ოთახშია გამომწყვდეული" - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი თა­ნა­მებ­რძო­ლის, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს. ხერ­ხე­უ­ლი­ძე სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს.

"სულ ვფიქ­რობ, ნეტა რა გან­ცდა ჰქონ­და 8 წლის უნა­ხავ სამ­შობ­ლო­ში სულ მარ­ტო რომ და­ბო­რი­ა­ლობ­და... რაც მო­ას­წრო და ენატ­რე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი ნახა... ერთი ამო­სუნ­თქვით შთან­თქა სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კიც, მთაც, ზღვაც და ბა­რიც... ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ბრწყი­ნავ­და... აღა­რაფ­რად მი­აჩ­ნდა რის­კე­ბი, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღე­ებს უმოკ­ლებ­და.. ეს ნამ­დვი­ლი სი­გი­ჟე იყო... გრი­გა­ლი­ვით გა­ა­პო დრო და მიზ­ნამ­დე მა­ინც მი­ვი­და.

როცა მის შიმ­ში­ლო­ბის დროს პა­ტიმ­რო­ბის დღი­დან აღ­წე­რენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში უსა­მარ­თლო­ბაა. ბორ­კი­ლე­ბის და­დე­ბამ­დე იყო ყვე­ლა­ზე დიდი მა­გა­ლი­თი ვაჟ­კა­ცო­ბი­სა, ამა­ზე წიგ­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად და­წე­რენ... ახლა ეს გრი­გა­ლი 12 კვად­რა­ტულ ოთახ­შია გა­მომ­წყვდე­უ­ლი.

ისე­თი მშვი­დია, რო­გორც არას­დროს... თავი მხნედ უჭი­რავს და თუ რა­მე­ზე არ სურს სა­უ­ბა­რი, ეს მისი და­სუს­ტე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბაა... მხდა­ლი­აო, ამ­ბობ­დნენ... როცა თა­ვად გა­და­წყვეტს და მო­გიყ­ვე­ბათ მის არ გა­გო­ნილ თავ­გა­და­სა­ვალს, ყვე­ლას შეგრცხვე­ბათ, ვინც მის გამ­ბე­და­ო­ბა­ში ეჭვი შე­ი­ტა­ნეთ... მარ­თლა გი­ჟია... იდე­ა­ლის­ტის სი­გი­ჟით შე­პყრო­ბი­ლი... უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლით გარსმოხ­ვე­უ­ლი და მა­ინც საქ­მის პი­რის­პირ მდგო­მი მარ­ტო­სუ­ლი მებ­რძო­ლი.

ასეთ ნა­ბი­ჯებს თა­ვი­სი ასა­კი აქვს. შუა ხნის ასაკ­ში მშვი­დი ცხოვ­რე­ბი­დან ახალ­გაზ­რდო­ბა­ში სიკ­ვდილ­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად არა­ვინ ბრუნ­დე­ბა.

თავ­ქა­რი­ა­ნო­ბა სა­დღაც ჩერ­დე­ბა, ცხოვ­რე­ბა გა­ჯან­ჯღა­რებს... პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა ძა­ლას გარ­თმევს... გღ­ლის და დას­ვე­ნე­ბა გინ­და... აქ სულ სა­პი­რის­პი­როდ იმუ­შა­ვა დრომ.

ჯერ უცხო ქვე­ყა­ნა­ში დად­გე­ნილ წე­სებს აუ­ჯანყდა, მერე და­ა­პა­ტიმ­რეს,მერე უცხო ქვეყ­ნის ხალ­ხის თავ­გან­წირ­ვამ ბორ­კი­ლე­ბი ახ­სნა, და­მორ­ჩი­ლე­ბა რომ ვერ შეძ­ლეს, ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს...

წა­ვი­და, მი­ზან­ში ამო­ი­ღო უკან დაბ­რუ­ნე­ბა და უცხო ქვეყ­ნის სა­ზღვა­რი გა­არ­ღვია, ხალ­ხმა ხელ­ში აყ­ვა­ნილ­მა ატა­რა და მა­ინც ვერ დამ­შვიდ­და. მოვ­ლე­ნე­ბი ისე სწრა­ფად შე­იც­ვა­ლა, რომ მხო­ლოდ მის სა­სი­კე­თოდ ჩად­გა კა­ლა­პო­ტი... ბევ­რი ფიქ­რობ­და, ეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ბრუ­ნე­ბე­ლი აღა­რა­აო... აქაც ვერ გა­მო­იც­ნეს ახლო მო­მა­ვა­ლი. ასე ვინც ფიქ­რობ­და, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პროგ­ნო­ზი არ ჰქონ­და­თო.

ვერ იტყო­დი. ამ ხალ­ხმაც მი­შას­თან ერ­თად გა­ი­ა­რა გზა, ერ­თად და­ი­ღალ­ნენ, რთუ­ლად თუ იო­ლად ნავ­სა­ყუ­დე­ლი ნა­ხეს და სა­კუ­თა­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან ბრძო­ლა­ში ახ­ლი­დან შეს­ვლა­ზე სა­კუ­თარ თა­ვებს ვერ შე­უ­თან­ხმდნენ, ამი­ტომ გა­სა­მარ­თლებ­ლად მიშა აღარ დაბ­რუნ­დე­ბაო, გა­და­წყვი­ტეს.მი­შას ბრა­ლე­უ­ლო­ბის დათ­ვლა ხომ ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლი საქ­მეა... ამა­სო­ბა­ში, ამ კაც­მა, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­მო­ი­ხუ­რა მშვე­ნი­ე­რი სახ­ლის კარი და სა­ლო­სი­ვით შე­უდ­გა ჯო­ჯო­ხე­თურ გზას. ისე,რომ არა­ვინ შე­უ­წუ­ხე­ბია, მისი მომ­ლო­დი­ნე ხალ­ხი რის­კის ქვეშ არ და­უ­ყე­ნე­ბია და მარ­ტომ ზიდა სიმ­ძი­მე... ერთი სული ჰქონ­და სამ­შობ­ლო­დან ეთ­ქვა - "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლო" და თქვა კი­დეც ...

მერე აღარ აინ­ტე­რე­სებ­და რა იქ­ნე­ბო­და... გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბაც ისაა, რომ ანა­ლო­გი­ის არ მქო­ნე, მის ირ­გვლივ ზღაპ­რუ­ლი, თუმ­ცა, ჩვენს თვალ­წინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გვგო­ნია.

მი­შას­გან არა­ვის არა­ფე­რი უკ­ვირს.ფაქ­ტია,ჩვენ­ში ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი და დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე კა­ცია ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი. რო­გორ ემორ­ჩი­ლე­ბა ზღუ­დე­ებს,ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, თუმ­ცა, ვხე­დავ,რომ ბედს არ საყ­ვე­დუ­რობს,მშვი­დია...მე ვერ ვი­ძი­ნებ და წარ­მო­მიდ­გე­ნია, სა­მარ­ტოო სა­კან­ში მო­შიმ­ში­ლე მიშა რას გა­ნიც­დის იმ ემო­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, რაც ვნა­ხეთ.

მე­თხუთ­მე­ტე დღეა თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის ფა­სად გვა­ფხიზ­ლებს, მშვი­დი ქვეყ­ნი­დან სამ­შობ­ლო­ში ნი­აღ­ვა­რი­ვით შე­მო­ვარ­დნი­ლი,კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თით მოგ­ვი­წო­დებს არ და­ნე­ბე­ბის­კენ.კაცი რომ და­ფიქ­რდეს, რა მო­სა­წყე­ნია ცხოვ­რე­ბა თუ გიჟი არ ხარ... დუ­ნედ, მშვი­დი პულ­სით მიყ­ვე­ბი დი­ნე­ბას, სა­ნამ აღ­სას­რუ­ლი არ დად­გე­ბა და რა არის ამა­ში სა­ინ­ტე­რე­სო? - არა­ფე­რი... ბედ­ნი­ე­რე­ბა მა­ინც ის მგო­ნია ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ა­თის გა­ჩე­რე­ბამ­დე, ვე­რა­ფერ­მა შე­გა­ჩე­როს.

ვერც კე­თილ­დღე­ო­ბამ და ვერც გა­რან­ტი­რე­ბულ­მა სი­ბე­რემ. იმ გა­მარ­თლე­ბულ სი­ცო­ცხლეს გა­უ­მარ­ჯოს, და­ვარ­ცხნი­ლი აზ­რე­ბი­დან შლე­გი რომ იც­ნო­ბა და მა­ინც მის ირ­გვლივ მოძ­რა­ობს ცხო­ვე­ლი ინ­ტე­რე­სი ამ ცხოვ­რე­ბი­სა", - წერს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გრიგალივით გააპო დრო ... ახლა ეს გრიგალი 12 კვადრატულ ოთახშია გამომწყვდეული" - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

"გრიგალივით გააპო დრო ... ახლა ეს გრიგალი 12 კვადრატულ ოთახშია გამომწყვდეული" - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თავისი თანამებრძოლის, ეკა ხერხეულიძის წერილს აქვეყნებს. ხერხეულიძე სააკაშვილის შესახებ წერს.

"სულ ვფიქრობ, ნეტა რა განცდა ჰქონდა 8 წლის უნახავ სამშობლოში სულ მარტო რომ დაბორიალობდა... რაც მოასწრო და ენატრებოდა, ყველაფერი ნახა... ერთი ამოსუნთქვით შთანთქა საცალფეხო ბილიკიც, მთაც, ზღვაც და ბარიც... ბედნიერებისგან ბრწყინავდა... აღარაფრად მიაჩნდა რისკები, რაც თავისუფლების დღეებს უმოკლებდა.. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო... გრიგალივით გააპო დრო და მიზნამდე მაინც მივიდა.

როცა მის შიმშილობის დროს პატიმრობის დღიდან აღწერენ, სინამდვილეში უსამართლობაა. ბორკილების დადებამდე იყო ყველაზე დიდი მაგალითი ვაჟკაცობისა, ამაზე წიგნებს აუცილებლად დაწერენ... ახლა ეს გრიგალი 12 კვადრატულ ოთახშია გამომწყვდეული.

ისეთი მშვიდია, როგორც არასდროს... თავი მხნედ უჭირავს და თუ რამეზე არ სურს საუბარი, ეს მისი დასუსტებული ჯანმრთელობაა... მხდალიაო, ამბობდნენ... როცა თავად გადაწყვეტს და მოგიყვებათ მის არ გაგონილ თავგადასავალს, ყველას შეგრცხვებათ, ვინც მის გამბედაობაში ეჭვი შეიტანეთ... მართლა გიჟია... იდეალისტის სიგიჟით შეპყრობილი... უამრავი ადამიანის სიყვარულით გარსმოხვეული და მაინც საქმის პირისპირ მდგომი მარტოსული მებრძოლი.

ასეთ ნაბიჯებს თავისი ასაკი აქვს. შუა ხნის ასაკში მშვიდი ცხოვრებიდან ახალგაზრდობაში სიკვდილთან დასაპირისპირებლად არავინ ბრუნდება.

თავქარიანობა სადღაც ჩერდება, ცხოვრება გაჯანჯღარებს... პირადი გამოცდილებით მიღებული იმედგაცრუება ძალას გართმევს... გღლის და დასვენება გინდა... აქ სულ საპირისპიროდ იმუშავა დრომ.

ჯერ უცხო ქვეყანაში დადგენილ წესებს აუჯანყდა, მერე დააპატიმრეს,მერე უცხო ქვეყნის ხალხის თავგანწირვამ ბორკილები ახსნა, დამორჩილება რომ ვერ შეძლეს, ქვეყნიდან გააძევეს...

წავიდა, მიზანში ამოიღო უკან დაბრუნება და უცხო ქვეყნის საზღვარი გაარღვია, ხალხმა ხელში აყვანილმა ატარა და მაინც ვერ დამშვიდდა. მოვლენები ისე სწრაფად შეიცვალა, რომ მხოლოდ მის სასიკეთოდ ჩადგა კალაპოტი... ბევრი ფიქრობდა, ეგ საქართველოში დამბრუნებელი აღარააო... აქაც ვერ გამოიცნეს ახლო მომავალი. ასე ვინც ფიქრობდა, რაციონალური პროგნოზი არ ჰქონდათო.

ვერ იტყოდი. ამ ხალხმაც მიშასთან ერთად გაიარა გზა, ერთად დაიღალნენ, რთულად თუ იოლად ნავსაყუდელი ნახეს და საკუთარი გადმოსახედიდან ბრძოლაში ახლიდან შესვლაზე საკუთარ თავებს ვერ შეუთანხმდნენ, ამიტომ გასამართლებლად მიშა აღარ დაბრუნდებაო, გადაწყვიტეს.მიშას ბრალეულობის დათვლა ხომ ყველაზე ადვილი საქმეა... ამასობაში, ამ კაცმა, ერთ მშვენიერ დღეს გამოიხურა მშვენიერი სახლის კარი და სალოსივით შეუდგა ჯოჯოხეთურ გზას. ისე,რომ არავინ შეუწუხებია, მისი მომლოდინე ხალხი რისკის ქვეშ არ დაუყენებია და მარტომ ზიდა სიმძიმე... ერთი სული ჰქონდა სამშობლოდან ეთქვა - "დილა მშვიდობისა საქართველო" და თქვა კიდეც ...

მერე აღარ აინტერესებდა რა იქნებოდა... გამორჩეულობაც ისაა, რომ ანალოგიის არ მქონე, მის ირგვლივ ზღაპრული, თუმცა, ჩვენს თვალწინ განვითარებული ნამდვილი ამბები, ჩვეულებრივი გვგონია.

მიშასგან არავის არაფერი უკვირს.ფაქტია,ჩვენში ყველაზე ნიჭიერი და დიდი შესაძლებლობების მქონე კაცია ციხეში გამომწყვდეული. როგორ ემორჩილება ზღუდეებს,ძნელად წარმოსადგენია, თუმცა, ვხედავ,რომ ბედს არ საყვედურობს,მშვიდია...მე ვერ ვიძინებ და წარმომიდგენია, სამარტოო საკანში მოშიმშილე მიშა რას განიცდის იმ ემოციის მიღების შემდეგ, რაც ვნახეთ.

მეთხუთმეტე დღეა თავისი სიცოცხლის ფასად გვაფხიზლებს, მშვიდი ქვეყნიდან სამშობლოში ნიაღვარივით შემოვარდნილი,კონკრეტული მაგალითით მოგვიწოდებს არ დანებებისკენ.კაცი რომ დაფიქრდეს, რა მოსაწყენია ცხოვრება თუ გიჟი არ ხარ... დუნედ, მშვიდი პულსით მიყვები დინებას, სანამ აღსასრული არ დადგება და რა არის ამაში საინტერესო? - არაფერი... ბედნიერება მაინც ის მგონია ბიოლოგიური საათის გაჩერებამდე, ვერაფერმა შეგაჩეროს.

ვერც კეთილდღეობამ და ვერც გარანტირებულმა სიბერემ. იმ გამართლებულ სიცოცხლეს გაუმარჯოს, დავარცხნილი აზრებიდან შლეგი რომ იცნობა და მაინც მის ირგვლივ მოძრაობს ცხოველი ინტერესი ამ ცხოვრებისა", - წერს ეკა ხერხეულიძე.