სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეგიძლია გახდე დამკვირვებელი - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რას ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები?
როგორ შეგიძლია გახდე დამკვირვებელი - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რას ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები?

ლუკა და ზვი­ა­დი ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლე­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბი იყ­ვნენ, ახალ­გაზ­რდუ­ლი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, კარ­გად აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბაც. დღეს კი ორი­ვე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბა, მათ დამ­კვირ­ვებ­ლის­თვის სა­ჭი­რო რე­გის­ტრა­ცია უკვე გა­ი­ა­რეს და 26 ოქ­ტომ­ბერს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან და­ი­ცა­ვენ სა­კუ­თარ თუ სხვა ამომ­რჩე­ველ­თა ხმებს.

"ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბია, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დამ­კვირ­ვებ­ლე­ბად ყოფ­ნა. თბი­ლის­ში გად­მო­ვე­წე­რე და დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ უბან­ში ვიქ­ნე­ბი დამ­კვირ­ვებ­ლად", - გვე­უბ­ნე­ბა ზვი­ად ცე­ცხლა­ძე და იქვე გვიხ­სნის, რომ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, გაჩ­ნდა იდეა, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს ჰყო­ლო­და ათა­სო­ბით მო­ხა­ლი­სე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი.

სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა კი წელს გა­და­წყვი­ტა, კო­ა­ლი­ცი­უ­რად და­აკ­ვირ­დეს არ­ჩევ­ნებს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის "ჩემი ხმა“ ფარ­გლებ­ში, რო­მელ­შიც 30-ზე მეტი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­ერ­თი­ან­და, პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­ჩევ­ნებს და­აკ­ვირ­დე­ბი­ან "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ი­სა“ და "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბიც.

უკვე კარ­გა ხა­ნია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რას მარ­თა­ვენ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბად რე­გის­ტრი­რე­ბულ იმ ახალ­გაზ­რდებ­თან, რომ­ლებ­მაც უნდა აუხ­სნან მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­გორ მის­ცენ ხმა სა­სურ­ველ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას და რას და რო­გორ და­აკ­ვირ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო დღეს.

“მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა იმის­თვის, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი გავ­ხდეთ. ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იაქ­ტი­უ­რონ", - გვე­უბ­ნე­ბა "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ იუ­რის­ტი, ანა­ლი­ტი­კო­სი და პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი თამ­თა კა­ხი­ძე.

მისი თქმით, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რებს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის­თვის "ჩემი ხმა“:

"გვაქვს შეხ­ვედ­რე­ბი ქა­ლა­ქებ­ში, რე­გი­ო­ნებ­ში, ვხვდე­ბით სტუ­დენ­ტებს, ვა­ტა­რებთ ონ­ლა­ინ კამ­პა­ნი­ას, რომ და­რე­გის­ტრირ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბად მი­სა­მარ­თზეhttps://www.wevote.ge/myvote

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­რე­გის­ტრირ­დნენ ამ სა­იტ­ზე. არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი დათ­ქმე­ბი, რომ დამ­კვირ­ვე­ბე­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის, ვინც წინა არ­ჩევ­ნებ­ზე იყო რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის დამ­კვირ­ვე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, მსურ­ველ­მა უნდა შე­ავ­სოს კი­თხვა­რი ჩვენს სა­იტ­ზე და იქ მი­უ­თი­თოს, სად მუ­შა­ობს ამ­ჟა­მად. არის გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა და ასე შემ­დეგ, სა­დაც და­საქ­მე­ბულს არ აქვს დამ­კვირ­ვებ­ლად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა. და­რე­გის­ტრი­რე­ბის შემ­დეგ ვუ­კავ­შირ­დე­ბით დამ­კვირ­ვებ­ლებს და ვუ­ტა­რებთ ტრე­ნინ­გებს. არ­სე­ბობს იუ­რის­ტთა გუნ­დი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ადა­მი­ა­ნებს კონ­სულ­ტა­ცი­ას უწე­ვენ და ა.შ. სი­ნამ­დვი­ლე­ში პრო­ცე­სი არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, აზარ­ტუ­ლი და ამი­ტომ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დებ, რომ შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ,“ - აცხა­დებს ambebi.ge -თან თამ­თა კა­ხი­ძე.

  • რო­გორ შე­მიძ­ლია გავ­ხდე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი?

უნდა შე­ავ­სოთ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­თვის შექ­მნი­ლი ფორ­მა.

  • ვინ მას­წავ­ლის, რო­გორ გავ­ხდე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი?

გარ­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო", ორ­გა­ნი­ზა­ცია “ღია სივ­რცე კავ­კა­სი­აც” (COS) მზა­დაა გას­წავ­ლოთ, რო­გორ გახ­დეთ არ­ჩევ­ნე­ბის დამ­კვირ­ვე­ბე­ლი.

COS-ის გამ­გე­ო­ბის წევ­რი თე­ო­ნა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თვის ღიაა მათი ყვე­ლა ონ­ლა­ინ­რე­სურ­სი, მათ შო­რის, ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა. აქ­ვეა ინ­ფორ­მა­ცია არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე, გან­ხი­ლუ­ლია ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არე­გუ­ლი­რებს არ­ჩევ­ნებს.

სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ამ ლინკზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc-XP-GzFHDOuh7ehGqLWAOR1Tw4DznA_Tcjrovo0EvC9-Npw/viewform

მზა­დაა “სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც” (ISFED).

ამ ორი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აქვს არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა.

  • ვთქვათ გა­დავ­წყვი­ტე, რას მას­წავ­ლი­ან?

ყვე­ლა­ფერს, რაც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე დამ­კვირ­ვებ­ლად ყოფ­ნი­სას გა­მო­გად­გე­ბათ - მათ შო­რის, დარ­ღვე­ვე­ბის აღ­რი­ცხვა, სა­ჩივ­რე­ბის წერა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი წესი.

  • რო­დის არის დამ­კვირ­ვებ­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბის ბოლო ვადა?

ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 5 დღით ადრე, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია ბოლო დღეს არ და­ე­ლო­დოთ.

  • რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა?

ამ კი­თხვას ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი პა­სუ­ხო­ბენ :

ლუკა ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა "ნა­ბი­ჯი“:

"სამ­წუ­ხა­როდ, ვცხოვ­რობთ იმ დრო­ში, რო­დე­საც ხმის მი­ცე­მა საკ­მა­რი­სია. სამ­წუ­ხა­როა, რომ ხმის მი­ცე­მის იქით ჩვე­ნი ხმის დაც­ვა გვი­წევს, რა­საც არ აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და არ აკე­თებს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია. ეს სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში, კა­ტას­ტრო­ფაა, როცა მო­ქა­ლა­ქეს ამ დო­ზით უწევს არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თვა და როცა ხმის მი­ცე­მა საკ­მა­რი­სი არ არის. მგო­ნია, რომ იმ ქუ­ჩის "შპა­ნას“ დახ­ვედ­რებს და ფსევ­დო ქურ­დულ მენ­ტა­ლი­ტეტს უნდა და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ სუფ­თა სტუ­დენ­ტე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან უნდა იყ­ვნენ და არ მივ­ცეთ მათ მო­სახ­ლე­ო­ბის არც შე­ში­ნე­ბის და ამ არ­ჩევ­ნებ­ში არც ერთი ხმის და­კარ­გვის სა­შუ­ა­ლე­ბა. არა მარ­ტო ახალ­გაზ­რდე­ბი, არა­მედ სხვა­დას­ხვა ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან დამ­კვირ­ვებ­ლად, მათ შო­რის არი­ან ინფლუ­ენ­სე­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე რომ, ეს არ­ჩევ­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მეც დღეს დავ­რე­გის­ტრირ­დი, ვი­ნა­ი­დან ვგრძნობ ჩემს დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ქვეყ­ნის მო­მავ­ლის წი­ნა­შე... ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ ჩვე­ნი მაქ­სი­მუ­მი, ვი­ცით, რომ გა­ყალ­ბე­ბა არ ხდე­ბა მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, გა­ყალ­ბე­ბა არის მოს­ყიდ­ვა, და­ში­ნე­ბა, მუ­ქა­რა, იძუ­ლე­ბა, რაც უკვე და­ი­წყო "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, მაგ­რამ მჯე­რა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბა უკვე ამაღ­ლე­ბუ­ლია და არ მგო­ნია, ვინ­მე 50 ლა­რად ან 5 კგ. კარ­ტო­ფი­ლის ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა“.

ზვი­ად ცე­ცხლა­ძე, ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ფი­ო­ნის“ ლი­დე­რი:

"ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბია, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დამ­კვირ­ვებ­ლე­ბად ყოფ­ნა. თბი­ლის­ში გად­მო­ვე­წე­რე და თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში ვიქ­ნე­ბი დამ­კვირ­ვებ­ლად. ვფიქ­რობ, იქ­ნე­ბა გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამის და­ფიქ­სი­რე­ბა. თუ იქ­ნე­ბა გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამის სა­თა­ნა­დოდ აღ­ნუს­ხვა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს უნდა და­ვუმ­ტკი­ცოთ, რომ მოხ­და გა­ყალ­ბე­ბა. ხდე­ბა ხდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა წი­ნას­წარ და ხდე­ბა გა­ყალ­ბე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში. გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტე­ბი უნდა შეგ­როვ­დეს, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი... უნდა გვქონ­დეს არა მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი, არა­მედ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა და ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია დაკ­ვირ­ვე­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ერ­თის მხრივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფრო შე­ბო­ჭი­ლე­ბი იქ­ნე­ბა და ნაკ­ლე­ბად გა­ა­ყალ­ბე­ბენ, მე­ო­რეს მხრივ, თუ გა­ბე­და­ვენ და გა­ა­ყალ­ბე­ბენ, ხელ­ში გექ­ნე­ბა სა­ბუ­თი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი ზურ­გი სა­ი­მი­სოდ, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყო არა­ლე­გი­ტი­მუ­რი და მისი შე­დე­გე­ბი არ ცნონ პარტნი­ო­რებ­მა.

ჩემი კურ­სე­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ჩემს გა­რე­მოც­ვა­ში უკვე ძა­ლი­ან ბევ­რია დამ­კვირ­ვებ­ლად ჩა­წე­რი­ლი და კი­დევ ბევ­რია მსურ­ვე­ლი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვხე­დავ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­საც სურთ დამ­კვირ­ვებ­ლო­ბა და ამ არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ ისი­ნი დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნო­ბენ, ყვე­ლას უნდა, რომ თა­ვი­სი წვლი­ლი ჰქონ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დაც­ვა­ში. ვფიქ­რობ, ეს აქ­ტი­ვო­ბა გათ­ვლი­ლია უფრო იმა­ზე, რომ გა­ყალ­ბე­ბა შე­დე­გე­ბის თვალს იქით, ანუ შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩეს, თო­რემ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამ სის­ტე­მას გა­ყალ­ბე­ბა იმ­დე­ნად სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი, რომ ამას უკვე წი­ნას­წარ ვხე­დავთ. რა­საც წი­ნას­წარ ვხე­დავთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ის გა­სუ­ლია და გან­ხი­ლუ­ლი, რე­ა­გი­რე­ბენ კი­დეც. რაც არ­ჩევ­ნებ­ზე მოხ­დე­ბა, იმას ექ­ნე­ბა პირ­და­პი­რი კავ­ში­რი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ პრო­ცეს­ზე - მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ცი­ის სტრუქ­ტუ­რა გა­და­წყვეტს თუ არა და­ე­მორ­ჩი­ლოს იმ მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც არა­ლე­გი­ტი­მუ­რია იმი­ტომ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი სულ სხვა­ნა­ი­რად დგე­ბა - ერ­თია, რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბის ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლე­ბენ და მე­ო­რე - არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის. მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მათ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც სულ სხვა­ნა­ი­რია. ახალ­გაზ­რდე­ბი რაც უფრო პირ­და­პირ ვიქ­ნე­ბით ამ საქ­მე­ში ჩარ­თულ­ნი და რაც უფრო პი­რა­დად და­ვი­ნა­ხავთ გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბებს მით უფრო სწო­რი პო­ზი­ცია და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვექ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ეს კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის“.

ცნო­ბის­თვის:

ამ დრო­ის­თვის ცეს­კო­ში 90 ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ნა­წილს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უკვე წარ­დგე­ნი­ლი აქვს. 17 ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, ჯა­მუ­რად 5200 და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დამ­კვირ­ვე­ბე­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა, რო­გორც ცეს­კო­ში ამ­ბო­ბენ, ეს რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ გა­იზ­რდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ცეს­კო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და მათ მიერ წარ­დგე­ნილ დამ­კვირ­ვებ­ლებს, მთლი­ა­ნო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 64 ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლებ­მაც 639 უკვე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი წა­რად­გი­ნა.

  • ავ­ტო­რე­ბი:

თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი, ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ შეგიძლია გახდე დამკვირვებელი - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რას ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები?

როგორ შეგიძლია გახდე დამკვირვებელი - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რას ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები?

ლუკა და ზვიადი ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსვლების აქტივისტები იყვნენ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, კარგად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაც. დღეს კი ორივე საარჩევნო პროცესს აკვირდება, მათ დამკვირვებლისთვის საჭირო რეგისტრაცია უკვე გაიარეს და 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებთან დაიცავენ საკუთარ თუ სხვა ამომრჩეველთა ხმებს.

"ვინაიდან საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი არჩევნებია, ძალზე მნიშვნელოვანია დამკვირვებლებად ყოფნა. თბილისში გადმოვეწერე და დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში ვიქნები დამკვირვებლად", - გვეუბნება ზვიად ცეცხლაძე და იქვე გვიხსნის, რომ პირველად საქართველოში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, გაჩნდა იდეა, რომ საარჩევნო პროცესს ჰყოლოდა ათასობით მოხალისე დამკვირვებელი.

სამოქალაქო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა კი წელს გადაწყვიტა, კოალიციურად დააკვირდეს არჩევნებს სადამკვირვებლო მისიის "ჩემი ხმა“ ფარგლებში, რომელშიც 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა, პარალელურად, არჩევნებს დააკვირდებიან "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და "სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებიც.

უკვე კარგა ხანია არასამთავრობო ორგანიზაციები საინფორმაციო შეხვედრას მართავენ დამკვირვებლებად რეგისტრირებულ იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც უნდა აუხსნან მოქალაქეებს, როგორ მისცენ ხმა სასურველ პოლიტიკურ პარტიას და რას და როგორ დააკვირდნენ საარჩევნო დღეს.

“მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები გავხდეთ. ამიტომ, მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ ამ მიმართულებით იაქტიურონ", - გვეუბნება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი, ანალიტიკოსი და პროექტების კოორდინატორი თამთა კახიძე.

მისი თქმით, დამკვირვებლების მობილიზაცია აქტიურად მიმდინარებს სადამკვირვებლო მისიისთვის "ჩემი ხმა“:

"გვაქვს შეხვედრები ქალაქებში, რეგიონებში, ვხვდებით სტუდენტებს, ვატარებთ ონლაინ კამპანიას, რომ დარეგისტრირდნენ მოქალაქეები დამკვირვებლებად მისამართზე https://www.wevote.ge/myvote

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები დარეგისტრირდნენ ამ საიტზე. არსებობს კონკრეტული დათქმები, რომ დამკვირვებელი არ შეიძლება გახდეს ის, ვინც წინა არჩევნებზე იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის დამკვირვებელი. გარდა ამისა, მსურველმა უნდა შეავსოს კითხვარი ჩვენს საიტზე და იქ მიუთითოს, სად მუშაობს ამჟამად. არის გარკვეული სამუშაო ადგილები, მაგალითად, სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა და ასე შემდეგ, სადაც დასაქმებულს არ აქვს დამკვირვებლად მუშაობის უფლება. დარეგისტრირების შემდეგ ვუკავშირდებით დამკვირვებლებს და ვუტარებთ ტრენინგებს. არსებობს იურისტთა გუნდი, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ამ ადამიანებს კონსულტაციას უწევენ და ა.შ. სინამდვილეში პროცესი არის ძალიან მარტივი, აზარტული და ამიტომ მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდნენ,“ - აცხადებს ambebi.ge -თან თამთა კახიძე.

  • როგორ შემიძლია გავხდე დამკვირვებელი?

უნდა შეავსოთ დამკვირვებლებისთვის შექმნილი ფორმა.

  • ვინ მასწავლის, როგორ გავხდე დამკვირვებელი?

გარდა ორგანიზაციისა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", ორგანიზაცია “ღია სივრცე კავკასიაც” (COS) მზადაა გასწავლოთ, როგორ გახდეთ არჩევნების დამკვირვებელი.

COS-ის გამგეობის წევრი თეონა მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მოხალისეებისთვის ღიაა მათი ყველა ონლაინრესურსი, მათ შორის, ონლაინ სასწავლო პროგრამა. აქვეა ინფორმაცია არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებზე, განხილულია ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც არეგულირებს არჩევნებს.

საინტერესო შეკითხვებზე პასუხის მიღება შეგიძლიათ ამ ლინკზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc-XP-GzFHDOuh7ehGqLWAOR1Tw4DznA_Tcjrovo0EvC9-Npw/viewform

მზადაა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასაც” (ISFED).

ამ ორივე ორგანიზაციას აქვს არჩევნებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება.

  • ვთქვათ გადავწყვიტე, რას მასწავლიან?

ყველაფერს, რაც საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად ყოფნისას გამოგადგებათ - მათ შორის, დარღვევების აღრიცხვა, საჩივრების წერა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დანარჩენი წესი.

  • როდის არის დამკვირვებლად დარეგისტრირების ბოლო ვადა?

ოფიციალურად არჩევნებამდე 5 დღით ადრე, თუმცა სასურველია ბოლო დღეს არ დაელოდოთ.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებზე დაკვირვება?

ამ კითხვას ჩვენი რესპონდენტები პასუხობენ :

ლუკა ჭოხონელიძე, სტუდენტური მოძრაობა "ნაბიჯი“:

"სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც ხმის მიცემა საკმარისია. სამწუხაროა, რომ ხმის მიცემის იქით ჩვენი ხმის დაცვა გვიწევს, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება და არ აკეთებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ეს სამწუხარო ფაქტია დემოკრატიულ ქვეყანაში, კატასტროფაა, როცა მოქალაქეს ამ დოზით უწევს არჩევნებში ჩართვა და როცა ხმის მიცემა საკმარისი არ არის. მგონია, რომ იმ ქუჩის "შპანას“ დახვედრებს და ფსევდო ქურდულ მენტალიტეტს უნდა დავუპირისპირდეთ სუფთა სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებიც საარჩევნო უბნებთან უნდა იყვნენ და არ მივცეთ მათ მოსახლეობის არც შეშინების და ამ არჩევნებში არც ერთი ხმის დაკარგვის საშუალება. არა მარტო ახალგაზრდები, არამედ სხვადასხვა ასაკის ადამიანები რეგისტრირდებიან დამკვირვებლად, მათ შორის არიან ინფლუენსერები, საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი ადამიანები, ასე რომ, ეს არჩევნები აუცილებლად განსხვავებული იქნება. მეც დღეს დავრეგისტრირდი, ვინაიდან ვგრძნობ ჩემს დიდ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლის წინაშე... ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი, ვიცით, რომ გაყალბება არ ხდება მხოლოდ საარჩევნო უბნებზე, გაყალბება არის მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, იძულება, რაც უკვე დაიწყო "ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მჯერა, რომ საზოგადოების მოქალაქეობრივი თვითშეგნება უკვე ამაღლებულია და არ მგონია, ვინმე 50 ლარად ან 5 კგ. კარტოფილის ფასად გაიყიდება“.

ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის“ ლიდერი:

"ვინაიდან საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი არჩევნებია, ძალზე მნიშვნელოვანია დამკვირვებლებად ყოფნა. თბილისში გადმოვეწერე და თბილისის ერთ-ერთ უბანში ვიქნები დამკვირვებლად. ვფიქრობ, იქნება გაყალბების მცდელობა და აუცილებელია ამის დაფიქსირება. თუ იქნება გაყალბების ფაქტები, აუცილებელია ამის სათანადოდ აღნუსხვა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ მოხდა გაყალბება. ხდება ხდება არჩევნების გაყალბება წინასწარ და ხდება გაყალბება არჩევნების პროცესში. გაყალბების ფაქტები უნდა შეგროვდეს, მაქსიმალურად უნდა იყოს დასაბუთებული... უნდა გვქონდეს არა მხოლოდ მორალური, არამედ სამართლებრივი საერთაშორისო მხარდაჭერა და ამისთვის აუცილებელია დაკვირვება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ერთის მხრივ ხელისუფლება უფრო შებოჭილები იქნება და ნაკლებად გააყალბებენ, მეორეს მხრივ, თუ გაბედავენ და გააყალბებენ, ხელში გექნება საბუთი, მტკიცებულება, სამართლებრივი ზურგი საიმისოდ, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი შედეგები არ ცნონ პარტნიორებმა.

ჩემი კურსელებიდან დაწყებული, ჩემს გარემოცვაში უკვე ძალიან ბევრია დამკვირვებლად ჩაწერილი და კიდევ ბევრია მსურველი. მოკლედ, ძალიან აქტიურად ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ დამკვირვებლობა და ამ არჩევნების მიმართ ისინი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ, ყველას უნდა, რომ თავისი წვლილი ჰქონდეს ჭეშმარიტების დაცვაში. ვფიქრობ, ეს აქტივობა გათვლილია უფრო იმაზე, რომ გაყალბება შედეგების თვალს იქით, ანუ შეუმჩნეველი არ დარჩეს, თორემ ჩვენს ხელისუფლებას და ამ სისტემას გაყალბება იმდენად სისხლში აქვს გამჯდარი, რომ ამას უკვე წინასწარ ვხედავთ. რასაც წინასწარ ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოებაში ის გასულია და განხილული, რეაგირებენ კიდეც. რაც არჩევნებზე მოხდება, იმას ექნება პირდაპირი კავშირი არჩევნების შემდგომ პროცესზე - მაგალითად, პოლიციის სტრუქტურა გადაწყვეტს თუ არა დაემორჩილოს იმ მთავრობას, რომელიც არალეგიტიმურია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი სულ სხვანაირად დგება - ერთია, როდესაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ბრძანებას ასრულებენ და მეორე - არადემოკრატიული და არალეგიტიმური მთავრობის. მათი პასუხისმგებლობის საკითხიც და საზოგადოების მხრიდან მათდამი დამოკიდებულებაც სულ სხვანაირია. ახალგაზრდები რაც უფრო პირდაპირ ვიქნებით ამ საქმეში ჩართულნი და რაც უფრო პირადად დავინახავთ გაყალბების მცდელობებს მით უფრო სწორი პოზიცია და დამოკიდებულება გვექნება საზოგადოებაში. ეს კი აუცილებელია ქვეყნის მომავლისთვის“.

ცნობისთვის:

ამ დროისთვის ცესკოში 90 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ნაწილს რეგისტრირებული დამკვირვებლების რაოდენობა უკვე წარდგენილი აქვს. 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამურად 5200 დარეგისტრირებული დამკვირვებელია წარმოდგენილი, თუმცა, როგორც ცესკოში ამბობენ, ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

რაც შეეხება ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებსა და მათ მიერ წარდგენილ დამკვირვებლებს, მთლიანობაში წარმოდგენილია 64 ორგანიზაცია, რომლებმაც 639 უკვე დარეგისტრირებული დამკვირვებელი წარადგინა.

  • ავტორები:

თეონა რამაზაშვილი, ნანა ფიცხელაური

იხილეთ ასევე: