პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს - რა გახდა ამის მიზეზი?
იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს - რა გახდა ამის მიზეზი?

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან გან­მარ­ტე­ბას ითხოვს, რის გა­მოც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის წარ­მო­მად­გე­ნელს უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე იბა­რებს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, კო­მი­სი­ამ სხდო­მა დღეს გა­მარ­თა, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სხდო­მა­ზე არ გა­მო­ცხად­და, რის გა­მოც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, მო­რიგ სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის მო­თხოვ­ნით კი­დევ ერთი წე­რი­ლი გა­იგ­ზავ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე და­ბა­რე­ბის მი­ზეზს, რო­გორც ბრე­გა­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უნდა გან­მარ­ტოს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ფიქ­რობს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­დეს.

"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ინ­ფორ­მა­ცია მის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვუგ­ზავ­ნეთ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­დეს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს მობ­რძა­ნე­ბა ვთხო­ვეთ, თუმ­ცა დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კო­მი­სი­ის სხდო­მას არ დას­წრე­ბია, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. თუმ­ცა მათი მხრი­დან წე­რი­ლო­ბი­თი გან­მარ­ტე­ბა გა­კეთ­და, რაც კო­მი­სი­ის მიერ არ იქნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი და ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას კი­დევ ერთხელ წე­რილს გა­ვუგ­ზავ­ნით და მო­ვუ­წო­დებთ, რომ კო­მი­სი­ის შემ­დგომ სხდო­მა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­ცხად­დეს და გან­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის იმ სი­ტყვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თოს, რომ­ლი­თაც ის აღ­ნიშ­ნავს, რომ "სა­არ­ჩევ­ნო დღეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მათ ერ­თად უნდა იზე­ი­მონ გა­მარ­ჯვე­ბა“. ეს გან­ცხა­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას შე­ი­ცავ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს - რა გახდა ამის მიზეზი?

იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს - რა გახდა ამის მიზეზი?

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს.

როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა, კომისიამ სხდომა დღეს გამართა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება.

რაც შეეხება კომისიის სხდომაზე დაბარების მიზეზს, როგორც ბრეგაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა განმარტოს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საარჩევნო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული ინიციატივა შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს.

"ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მის განცხადებასთან დაკავშირებით გავუგზავნეთ, რომელიც შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის წარმომადგენელს მობრძანება ვთხოვეთ, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა მათი მხრიდან წერილობითი განმარტება გაკეთდა, რაც კომისიის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ წერილს გავუგზავნით და მოვუწოდებთ, რომ კომისიის შემდგომ სხდომაზე აუცილებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოცხადდეს და განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით გააკეთოს, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ "საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება“. ეს განცხადება შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას შეიცავდეს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.