Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

სტარ­ტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარ­ტაპ აქ­სე­ლე­რა­ტორ­მა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ად­გი­ლობ­რი­ვი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და მათ­თვის ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ზიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაზ­რდას. შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 80-მდე სტარ­ტაპ­მა და გა­ნა­ცხა­დე­ბი­სა და გა­სა­უბ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირ­ჩა 22 გუნ­დი, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვებს სა­კუ­თა­რი სტარ­ტა­პის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მო­ნა­წი­ლე სტარ­ტა­პე­ბი გა­იღ­რმა­ვე­ბენ ცოდ­ნას პრო­დუქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ვა­ლი­და­ცის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმუ­შა­ვე­ბენ მომ­ხმა­რებ­ლის სეგ­მენ­ტა­ცი­ა­ზე, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე­ბენ ფა­სე­ულ შე­თა­ვა­ზე­ბას, ტრე­ნინ­გე­ბი და­ეთ­მო­ბა მარ­კე­ტინგს, ბრენ­დინგს, რეკ­ლა­მა­სა და გა­ყიდ­ვებს, ასე­ვე Growth Marketing-ს, ბა­ზარ­ზე შეს­ვლის სტრა­ტე­გი­ას, ტექ­ნი­კუ­რი პრო­დუქ­ტის შექ­მნას (MVP), ბიზ­ნეს­მო­დელს და ფი­ნან­სებს, ასე­ვე და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბას. გუნ­დე­ბი აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვე­ბენ Pitch Deck-ის აწყო­ბა­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

აქ­სე­ლე­რა­ტო­რი ჩა­ტარ­დე­ბა ძი­რი­თა­დად ფი­ზი­კურ ფორ­მატ­ში, გაგ­რძელ­დე­ბა 12 კვი­რას და შედ­გე­ბა რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტის­გან: ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბუთ­ქემ­ფი, თე­მა­ტუ­რი სე­სი­ე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი მენ­ტორ­თან, ნეთ­ვორ­ქინგ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, იმ­ფაქთ ჰა­ბის სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცით სარ­გებ­ლო­ბა და დემო დღე, სა­დაც სტარ­ტა­პე­ბი თა­ვი­ანთ კომ­პა­ნი­ებს ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სა და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე წა­რად­გე­ნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს Impact Hub Tbilisi-ს აქ­სე­ლე­რა­ტო­რი და­მე­გობ­რდა Google for Startups-თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბუთ­ქემფს მად­რიდ­ში, სწო­რედ Google for Startups-ის კამ­პუ­სი უმას­პინ­ლებს. აქ­სე­ლე­რა­ცი­ის ბოლო ეტაპ­ზე, შერ­ჩე­უ­ლი სტარ­ტა­პე­ბი გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან სას­წავ­ლო ვი­ზი­ტით მად­რიდ­ში, გა­ეც­ნო­ბი­ან ევ­რო­პულ სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მას და გა­ივ­ლი­ან და­მა­ტე­ბით ტრე­ნინ­გებს.

შერ­ჩე­უ­ლი სტარ­ტა­პე­ბი:

  • Ally - ნეთ­ვორ­ქინგ აპ­ლი­კა­ცია მომ­ხმა­რებ­ლებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნონ ერ­თმა­ნე­თის კონ­ტაქ­ტე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.
  • Aloha - პლატ­ფორ­მა HoReCa სექ­ტორ­ში ჩარ­თულ ბიზ­ნე­სებს ეხ­მა­რე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა ლო­ი­ა­ლო­ბის გაზ­რდა­ში.
  • Altera-Tax Compliance - პლატ­ფორ­მა ალ­გო­რით­მის გა­მო­ყე­ნე­ბით მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სებს სთა­ვა­ზობს სა­გა­და­სა­ხა­დო და ბუ­ღალ­ტრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბას.
  • ArtOa.io - პლატ­ფორ­მა ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს კედ­ლის მხატ­ვრებს დამ­კვე­თებ­თან და ამავდრო­უ­ლად AI/AR ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ქმნის კედ­ლის არტს წუ­თებ­ში.
  • Bit Solutions - ვებ.პლატ­ფორ­მა ხელს უწყობს ბიზ­ნე­სებს, მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, ხარ­ჯე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის მიზ­ნით.
  • Calendo - სერ­ვი­სე­ბის და­ჯავ­შნის პორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ე­ბის შიდა ERP სის­ტე­მას­თან.
  • Certify Hub: E-Legal Solutions - ბიზ­ნე­სე­ბის­თვის და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი ელ. კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ამარ­ტი­ვებს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბას.
  • DAILOGY - მე­სე­ნე­ჯერ-ჩატ აპ­ლი­კა­ცია აღიქ­ვამს დის­ფუნ­ქცი­ურ ტექ­სტებს და აგე­ნე­რი­რებს შე­სა­ბა­მის ფუნ­ქცი­ურ, პო­ზი­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რი­თაც ამარ­ტი­ვებს ურ­თი­ერ­თო­ბას ორ სუ­ბი­ექტს შო­რის.
  • Doer - პლატ­ფორ­მა აკავ­ში­რებს დამ­წყებ ტექ ენ­თუ­ზი­ას­ტებს ერ­თმა­ნეთ­თან ერთი იდე­ის გარ­შე­მო.
  • DocHub - პლატ­ფორ­მა სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შექ­მნის, გა­ფორ­მე­ბი­სა და მარ­თვის პრო­ცე­სე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ას.
  • Hiera - ვებ.პლატ­ფორ­მა ამარ­ტი­ვებს ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­სა და სტუ­დი­ე­ბის სა­მუ­შაო პრო­ცესს, პრო­ექ­ტის მარ­თვას, ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და უკუ­კავ­ში­რის მი­ღე­ბას.
  • INSTASHOP.WORLD - სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს შიგ­ნით ვაჭ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა.
  • Quissly - ელ.კო­მერ­ცი­ის ბუ­ნებ­რივ ენა­ზე მო­სა­უბ­რე თა­ნამ­გზავ­რი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ელ. კო­მერ­ცი­ის მა­ღა­ზი­ებს გა­ყიდ­ვე­ბის გაზ­რდა­ში, მათი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.
  • Ringovet - პირ­ვე­ლა­დი სას­წრა­ფო ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად ზრუ­ნავს მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე.
  • SHARA - Coach Agile Teams - ეჯა­ილ მიდ­გო­მე­ბის და პრაქ­ტი­კე­ბის მარ­თვის ციფ­რუ­ლი ხელ­სა­წყო/ვებ.აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ეჯა­ილ ტრან­სორ­მა­ცი­ი­სა და მიდ­გო­მე­ბის ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა/გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
  • Skippit - SaaS აპ­ლი­კა­ცია სა­ა­გენ­ტო და სა­კონ­სულ­ტა­ციო ბიზ­ნე­სე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ო­პე­რა­ციო პრო­ცესს და მო­ნა­ცემს ერთ პლატ­ფორ­მა­ზე აერ­თი­ა­ნებს და მმარ­თველ გუნდს ეხ­მა­რე­ბა პრო­ექ­ტე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ეფექ­ტუ­რად, მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, მარ­თვა­ში.
  • Skratchville - მარ­კე­ტინ­გის გე­მი­ფი­კა­ცია D2C და B2C-სთვის.
  • Strive - ვი­დეო თა­მა­შე­ბის ქო­უ­ჩინ­გის მარ­კე­ტფ­ლე­ი­სი, რო­მე­ლიც ერ­თის მხრივ, დამ­წყებ გე­ი­მე­რებს ეხ­მა­რე­ბა სა­კუ­თარ ბი­უ­ჯეტ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ქო­უ­ჩინგ სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბა­ში, მე­ო­რეს მხრივ, გა­მოც­დილ გე­ი­მე­რებს გე­ი­მინგ უნა­რე­ბის მო­ნე­ტი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.
  • Tripcamp - მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია ბუ­ნე­ბა­ში დას­ვე­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რებს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ერთ სივ­რცე­ში და­გეგ­მონ დას­ვე­ნე­ბის სრუ­ლი პრო­ცე­სი- იპო­ვონ და და­ჯავ­შნონ და­სარ­ჩე­ნი ად­გი­ლე­ბი, მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია ლო­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის, ტუ­რე­ბის თუ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.
  • uCraft.io - მარ­კე­ტინ­გის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის პლატ­ფორ­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს მარ­კე­ტინ­გუ­ლი კონ­ტენ­ტის და­გეგ­მვას, შექ­მნას, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­სა და ანა­ლიზს სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მის­თვის.
  • Webook - ონ­ლა­ინ ჩა­წე­რე­ბის პლატ­ფორ­მა თა­ვის მოვ­ლის ინ­დუსტრი­ის­თვის.
  • World Tourist - ტუ­რის­ტუ­ლი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რებს უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და ფას­დაკ­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

სტარ­ტაპ აქსლე­რა­ტო­რი 2021 წელს Impact Hub Tbilisi-ის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო გუნ­დის მიერ და­არ­სდა, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი გა­ი­ა­რა წამ­ყვან სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში და მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ლო­კა­ლუ­რი აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გა­მოწ­ვე­ვებს პა­სუ­ხობს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო 4 ნა­კა­დი, ჯამ­ში 81 სტარ­ტა­პი და მთლი­ა­ნო­ბა­ში გუნ­დებ­მა 2 მი­ლი­ონ ევ­რომ­დე ინ­ვეს­ტი­ცი­ის/გრან­ტის მო­ი­პო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხეს.

მეტი ინ­ფორ­მა­ცია პროგ­რა­მის შე­სა­ხებ აქ: https://preacceleration.com

სტარ­ტაპ აქ­სე­ლე­რა­ტო­რის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: EFSE Entreprenership Academy, თი­ბი­სის პროგ­რა­მა სტარ­ტა­პე­რი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას პროდუქტის განვითარებისა და ვალიდაცის მიმართულებით, იმუშავებენ მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ჩამოაყალიბებენ ფასეულ შეთავაზებას, ტრენინგები დაეთმობა მარკეტინგს, ბრენდინგს, რეკლამასა და გაყიდვებს, ასევე Growth Marketing-ს, ბაზარზე შესვლის სტრატეგიას, ტექნიკური პროდუქტის შექმნას (MVP), ბიზნესმოდელს და ფინანსებს, ასევე დაფინანსების წყაროების მოძიებას. გუნდები აქტიურად იმუშავებენ Pitch Deck-ის აწყობასა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე.

აქსელერატორი ჩატარდება ძირითადად ფიზიკურ ფორმატში, გაგრძელდება 12 კვირას და შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან: ადგილობრივი და საერთაშორისო ბუთქემფი, თემატური სესიები, ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან, ნეთვორქინგ ღონისძიებები, იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა და დემო დღე, სადაც სტარტაპები თავიანთ კომპანიებს ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ წელს Impact Hub Tbilisi-ს აქსელერატორი დამეგობრდა Google for Startups-თან და საერთაშორისო ბუთქემფს მადრიდში, სწორედ Google for Startups-ის კამპუსი უმასპინლებს. აქსელერაციის ბოლო ეტაპზე, შერჩეული სტარტაპები გაემგზავრებიან სასწავლო ვიზიტით მადრიდში, გაეცნობიან ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას და გაივლიან დამატებით ტრენინგებს.

შერჩეული სტარტაპები:

  • Ally - ნეთვორქინგ აპლიკაცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ერთმანეთის კონტაქტები პროფესიული საქმის მოსაგვარებლად.
  • Aloha - პლატფორმა HoReCa სექტორში ჩართულ ბიზნესებს ეხმარება მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდაში.
  • Altera-Tax Compliance - პლატფორმა ალგორითმის გამოყენებით მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს საგადასახადო და ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავებას.
  • ArtOa.io - პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს კედლის მხატვრებს დამკვეთებთან და ამავდროულად AI/AR ტექნოლოგიის საშუალებით ქმნის კედლის არტს წუთებში.
  • Bit Solutions - ვებ.პლატფორმა ხელს უწყობს ბიზნესებს, მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღებაში, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
  • Calendo - სერვისების დაჯავშნის პორტალი, რომელიც ინტეგრირებულია კომპანიების შიდა ERP სისტემასთან.
  • Certify Hub: E-Legal Solutions - ბიზნესებისთვის და ფიზიკური პირებისთვის ინდივიდუალურად მორგებული ელ. კომერციის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ბიუროკრატიული სერვისების მიღებას.
  • DAILOGY - მესენეჯერ-ჩატ აპლიკაცია აღიქვამს დისფუნქციურ ტექსტებს და აგენერირებს შესაბამის ფუნქციურ, პოზიტიურ კომუნიკაციას, რითაც ამარტივებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის.
  • Doer - პლატფორმა აკავშირებს დამწყებ ტექ ენთუზიასტებს ერთმანეთთან ერთი იდეის გარშემო.
  • DocHub - პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს ხელშეკრულების შექმნის, გაფორმებისა და მართვის პროცესების ავტომატიზაციას.
  • Hiera - ვებ.პლატფორმა ამარტივებს ინტერიერის დიზაინერებისა და სტუდიების სამუშაო პროცესს, პროექტის მართვას, ნამუშევრების გაზიარების შესაძლებლობასა და უკუკავშირის მიღებას.
  • INSTASHOP.WORLD - სოციალურ ქსელებს შიგნით ვაჭრობისთვის განკუთვნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემა.
  • Quissly - ელ.კომერციის ბუნებრივ ენაზე მოსაუბრე თანამგზავრი, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის მაღაზიებს გაყიდვების გაზრდაში, მათი მომხმარებლებისთვის სასურველი შეთავაზებების მეშვეობით.
  • Ringovet - პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ადგილზე გამოძახების მობილური აპლიკაცია, რომელიც ამავდროულად ზრუნავს მიუსაფარი ცხოველების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
  • SHARA - Coach Agile Teams - ეჯაილ მიდგომების და პრაქტიკების მართვის ციფრული ხელსაწყო/ვებ.აპლიკაცია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ეჯაილ ტრანსორმაციისა და მიდგომების ეფექტურად განხორციელება/განვითარებაში.
  • Skippit - SaaS აპლიკაცია სააგენტო და საკონსულტაციო ბიზნესებისთვის, რომელიც ყველა საოპერაციო პროცესს და მონაცემს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და მმართველ გუნდს ეხმარება პროექტებისა და ბიზნესის ეფექტურად, მონაცემებზე დაყრდნობით, მართვაში.
  • Skratchville - მარკეტინგის გემიფიკაცია D2C და B2C-სთვის.
  • Strive - ვიდეო თამაშების ქოუჩინგის მარკეტფლეისი, რომელიც ერთის მხრივ, დამწყებ გეიმერებს ეხმარება საკუთარ ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული ქოუჩინგ სერვისების მიღებაში, მეორეს მხრივ, გამოცდილ გეიმერებს გეიმინგ უნარების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.
  • Tripcamp - მობილური აპლიკაცია ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის, რომელიც მოგზაურებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში დაგეგმონ დასვენების სრული პროცესი- იპოვონ და დაჯავშნონ დასარჩენი ადგილები, მიიღონ ინფორმაცია ლოკალური გამოცდილების, ტურების თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
  • uCraft.io - მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმა უზრუნველყოფს მარკეტინგული კონტენტის დაგეგმვას, შექმნას, გამოქვეყნებასა და ანალიზს სხვადასხვა პლატფორმისთვის.
  • Webook - ონლაინ ჩაწერების პლატფორმა თავის მოვლის ინდუსტრიისთვის.
  • World Tourist - ტურისტული აპლიკაცია, რომელიც მოგზაურებს უნიკალური ადგილობრივი გამოცდილების აღმოჩენისა და ფასდაკლებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო 4 ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 2 მილიონ ევრომდე ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი.

R