ექვსმა რუსმა ჯარისკაცმა, რომლებიც უკრაინის ომს გაიქცნენ და საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს. როგორც ირკვევა, დროებითი ცხოვრების ვიზები მიიღეს.
ჯარისკაცები პარიზში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა დროს ჩავიდნენ. რუსი ჯარისკაცების მონათხრობის თანახმად, ისინი თავდაპირველად ყაზახეთში, 2022 და 2023 წლებში გაიქცნენ.
უფლებადამცველების ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, არაერთი რუსი ჯარისკაცი გაიქცა და უარი თქვა ბრძოლაზე.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ქვეყანამ შეუშვა დეზერტირთა ჯგუფი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი სამგზავრო დოკუმენტი ან უცხოური პასპორტი", - განაცხადა უფლებადამცველმა ივან ჩუვილიაევმა, რომელიც რუს ჯარისკაცებს ფრონტიდან გაქცევაში დაეხმარა.
მოსკოვი მათ დასაჭერად დიდ ძალისხმევას სწევს. იზრდება იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც დეზერტირები, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმალებიან, მოიტაცეს ან რუსეთში დაადეპორტეს.
"ყაზახეთში ვერასდროს იგრძნობ თავს უსაფრთხოდ; უბრალოდ, თავდახრილმა უნდა იარო," - თქვა ალექსანდრემ, რომელმაც რუსეთის მხრიდან თვალთვალის თავიდან ასაცილებლად SIM ბარათისა და საბანკო ანგარიშის გარეშე ცხოვრება აღწერა. ყაზახეთიდან მან YouTube არხი ანონიმურად შექმნა, რომლითაც სხვა ჯარისკაცებს მოუწოდებდა დეზერტირობისკენ.