სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემას გვაძალებენ? - "თქვენი ხმა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, კაბინაში ყოფნის დროს ვის მიეცით ხმა"
როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემას გვაძალებენ? -  "თქვენი ხმა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, კაბინაში ყოფნის დროს ვის მიეცით ხმა"

2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­მე­ლიც 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა, სულ ცოტა დრო რჩე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში - ქვეყ­ნის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ში მო­სახ­ვედ­რად 19 სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი იბ­რძო­ლებს. პარ­ტი­ებ­მა და ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ე­ბის ნა­წილ­მა სა­არ­ჩევ­ნო სია და პროგ­რა­მა უკვე წარ­მო­ად­გი­ნა.

არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა მაღ­ლა იწევს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თი­თო­ე­ულ­მა ამომ­რჩე­ველ­მა თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­მელ პარ­ტი­ას უჭერს ხმას, არის ზე­წო­ლის შემ­თხვე­ვე­ბიც. სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს იმის, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ხმე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად არა­კა­ნო­ნი­ერ გზებ­საც არ ერი­დე­ბი­ან. მით უფრო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას, ასე­ვე სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იძუ­ლე­ბა­საც ცდი­ლობ­დნენ ხოლ­მე. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე­ებს სთხოვ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო კა­ბი­ნა­ში, პარ­ტი­ის მო­ნიშ­ვნის შემ­დეგ, ბი­უ­ლე­ტე­ნის­თვის ფო­ტოს გა­და­ღე­ბას, რაც იუ­რის­ტე­ბის თქმით, არის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა და ასეთ უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნას არ უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ.

  • რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, თუ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის­თვის ხმის მი­ცე­მას გვა­ძა­ლე­ბენ? - ამ აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვას “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ იუ­რის­ტი/ ანა­ლი­ტი­კო­სი და პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, თამ­თა კა­ხი­ძე პა­სუ­ხობს.

რო­გორც თამ­თა AMBEBI.GE - თან აცხა­დებს, არ­სე­ბობს არა­ერ­თი ბერ­კე­ტი იმი­სა, რომ მო­ქა­ლა­ქემ ზე­წო­ლის­გან თავი და­იც­ვას.

ასე­თი ფაქ­ტე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას და ად­რე­ულ დო­ნე­ზე აღ­კვე­თას კი ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე წყვეტს ქვეყ­ნის ბედს.

სა­ბო­ლოო შე­დე­გი კი ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას გან­სა­ზღვრავს.

თამ­თა კა­ხი­ძე:

"არ­ჩევ­ნე­ბი­სას ზე­წო­ლის­გან თა­ვის დაც­ვის რამ­დე­ნი­მე გზა არ­სე­ბობს. უპირ­ვე­ლე­სად და­ვი­წყებ იმით, რომ თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა იცო­დეს, რომ ეს არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი და თუ ამ­გვა­რი ფაქ­ტი ხდე­ბა, ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს შე­ა­ტყო­ბი­ნოს... გარ­და ამი­სა, მას შე­უძ­ლია არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნა! გახ­სოვ­დეთ, თქვე­ნი ხმა არის ფა­რუ­ლი და ვე­რა­ვინ ვე­რას­დროს გა­ი­გებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, კა­ბი­ნა­ში ყოფ­ნის დროს ვის მის­ცა ამომ­რჩე­ველ­მა ხმა. ამ­გვა­რად, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია არ და­ე­მორ­ჩი­ლოს არა­ნა­ირ ზე­წო­ლას!

ეს არის გა­მო­სა­ვა­ლი და პირ­ვე­ლი რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი.

ამომ­რჩე­ველს შე­უძ­ლია ჩვენც შეგ­ვა­ტყო­ბი­ნოს. იმი­ტომ, რომ ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასეთ დარ­ღვე­ვებ­ზე მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა".

  • კი­დევ ერთი შე­კი­თხვაა, თუ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე დარ­ღვე­ვა შე­ვამ­ჩნი­ეთ, რა ვქნათ?

იუ­რის­ტის გან­მარ­ტე­ბით, ასეთ დროს შინ­დის­ფერ­ბე­ჯი­ან დამ­კვირ­ვებ­ლებ­თან მი­დი­ხართ და უყ­ვე­ბით, რაც ნა­ხეთ. თუ ამ კონ­კრე­ტულ დარ­ღვე­ვა­ზე სა­ჩი­ვა­რი და­ი­წე­რე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ მოწ­მეც იყოთ. ეს სა­ში­ში არა­ნა­ი­რად არ არის, ამით გა­მო­ი­ჩენთ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და და­ა­დას­ტუ­რებთ, რომ დარ­ღვე­ვა და­ი­ნა­ხეთ. თუ დამ­კვირ­ვე­ბელს ვერ იპო­ვით, შე­გიძ­ლი­ათ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­საც მი­მარ­თოთ.

  • 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე კენ­ჭს იყ­რი­ან შემ­დე­გი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და კო­ა­ლი­ცი­ე­ბი:

3. “სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტია“

4. “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის გვა­რა­მია მე­ლია გირ­ჩი დროა“

5. “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“

6. “ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი"

8. “სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“

9. ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო-ლელო, ხალ­ხის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის!

10. სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია

12. “ჩვე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“

13. სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია

16. “შეც­ვა­ლე სა­ქარ­თვე­ლო“

17. “სა­ქარ­თვე­ლო“

20. თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო

21. ტრი­ბუ­ნა

23. “ჩვენ“

25. “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“

26. “მე­მარ­ცხე­ნე ალი­ან­სი“

27. ქარ­თველ ერ­თო­ბა

36. “გირ­ჩი“

41. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 26 ოქ­ტომ­ბერს ამომ­რჩევ­ლე­ბი ოთხი წლის ვა­დით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 150 დე­პუ­ტატს პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე აირ­ჩე­ვენ. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მან­და­ტე­ბი გა­ნა­წილ­დე­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ამომ­რჩე­ველ­თა ნამ­დვი­ლი ხმე­ბის 5 პრო­ცენტს მა­ინც მი­ი­ღე­ბენ.

  • სა­არ­ჩევ­ნო ხმის უფ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც არ­ჩევ­ნე­ბის/რე­ფე­რენ­დუ­მის/პლე­ბის­ცი­ტის დღემ­დე შე­უს­რულ­და ან იმ დღეს უს­რულ­დე­ბა 18 წელი და რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით დად­გე­ნილ პი­რო­ბებს.

არ­ჩევ­ნებ­ში, რე­ფე­რენ­დუმ­სა და პლე­ბის­ცი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის იმ­ყო­ფე­ბა სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ან სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ცნო­ბი­ლია მხარ­და­ჭე­რის მიმ­ღე­ბად და მო­თავ­სე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მის სტა­ცი­ო­ნა­რულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დღის 08:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა და ხმის მი­ცე­მა 20:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემას გვაძალებენ? - "თქვენი ხმა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, კაბინაში ყოფნის დროს ვის მიეცით ხმა"

როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემას გვაძალებენ? -  "თქვენი ხმა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, კაბინაში ყოფნის დროს ვის მიეცით ხმა"

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, სულ ცოტა დრო რჩება.

საქართველოს პარლამენტში - ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მოსახვედრად 19 საარჩევნო სუბიექტი იბრძოლებს. პარტიებმა და ოპოზიციური კოალიციების ნაწილმა საარჩევნო სია და პროგრამა უკვე წარმოადგინა.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაღლა იწევს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ პარტიას უჭერს ხმას, არის ზეწოლის შემთხვევებიც. სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმაოდ ნეგატიური გამოცდილება გვაქვს იმის, როდესაც პოლიტიკური პარტიები ხმების მოსაპოვებლად არაკანონიერ გზებსაც არ ერიდებიან. მით უფრო მმართველი პარტიები სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ასევე საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების იძულებასაც ცდილობდნენ ხოლმე. იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს სთხოვდნენ საარჩევნო კაბინაში, პარტიის მონიშვნის შემდეგ, ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღებას, რაც იურისტების თქმით, არის კანონდარღვევა და ასეთ უკანონო მოთხოვნას არ უნდა დავემორჩილოთ.

  • როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემას გვაძალებენ? - ამ აქტუალურ კითხვას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი/ ანალიტიკოსი და პროექტების კოორდინატორი, თამთა კახიძე პასუხობს.

როგორც თამთა AMBEBI.GE - თან აცხადებს, არსებობს არაერთი ბერკეტი იმისა, რომ მოქალაქემ ზეწოლისგან თავი დაიცვას.

ასეთი ფაქტების გამოაშკარავებას და ადრეულ დონეზე აღკვეთას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საბოლოოდ არჩევნების შედეგები, როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურ დონეზე წყვეტს ქვეყნის ბედს.

საბოლოო შედეგი კი ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს.

თამთა კახიძე:

"არჩევნებისას ზეწოლისგან თავის დაცვის რამდენიმე გზა არსებობს. უპირველესად დავიწყებ იმით, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ამგვარი ფაქტი ხდება, ადამიანს შეუძლია სამართალდამცავ უწყებებს შეატყობინოს... გარდა ამისა, მას შეუძლია არ გაითვალისწინოს უკანონო მოთხოვნა! გახსოვდეთ, თქვენი ხმა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, სინამდვილეში, კაბინაში ყოფნის დროს ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამგვარად, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია არ დაემორჩილოს არანაირ ზეწოლას!

ეს არის გამოსავალი და პირველი რეაგირების მექანიზმი.

ამომრჩეველს შეუძლია ჩვენც შეგვატყობინოს. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დარღვევებზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება".

  • კიდევ ერთი შეკითხვაა, თუ საარჩევნო უბანზე დარღვევა შევამჩნიეთ, რა ვქნათ?

იურისტის განმარტებით, ასეთ დროს შინდისფერბეჯიან დამკვირვებლებთან მიდიხართ და უყვებით, რაც ნახეთ. თუ ამ კონკრეტულ დარღვევაზე საჩივარი დაიწერება, შეგიძლიათ მოწმეც იყოთ. ეს საშიში არანაირად არ არის, ამით გამოიჩენთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და დაადასტურებთ, რომ დარღვევა დაინახეთ. თუ დამკვირვებელს ვერ იპოვით, შეგიძლიათ რომელიმე პარტიის წარმომადგენელსაც მიმართოთ.

  • 26 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭს იყრიან შემდეგი პოლიტიკური პარტიები და კოალიციები:

3. “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

4. “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

5. “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

6. “ევროპელი დემოკრატები"

8. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

9. ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!

10. საქართველოს ლეიბორისტული პარტია

12. “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

13. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

16. “შეცვალე საქართველო“

17. “საქართველო“

20. თავისუფალი საქართველო

21. ტრიბუნა

23. “ჩვენ“

25. “გახარია საქართველოსთვის“

26. “მემარცხენე ალიანსი“

27. ქართველ ერთობა

36. “გირჩი“

41. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.

  • საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.

საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დღის 08:00 საათზე გაიხსნება და ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდება.

იხილეთ ასევე: