კომპანია "ახალი ნათება" 25 წლის იუბილეს ზეიმობს, რომლის საქმიანობის პროფილიდან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ეკომეგობრული ტექნოლოგიების განვითარება. ამ მხრივ მისი ასორტიმენტი მდიდარია მაღალი ხარისხის ენერგო დამზოგავი პროდუქციით, ის მუდმივად ზრუნავს წარმოადგნიოს ჩვენს ბაზარზე მოწინავე ტექნოლოგიები და ხელმისაწვდომი გახადოს მისი მომხმარებლებისთვის.
მდგრადი განვითარების მიმართულებით, კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რის შედეგადაც, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე კომპანიის ცენტრალური საწყობის 1500 კვადრატული მეტრის ფართობის სახურავზე მოაწყო მზის პანელების ელექტროსადგურის სისტემა, რომლის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 252 კვტ.-ს, მისი წლიური გამომუშავება 300 000 კვტ.-ია, ხოლო უკუგების პერიოდი 4 წელზე ნაკლები იქნება.
პროექტი განხორციელდა პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, ხოლო პროექტის შესრულების ნაწილში კომპანიამ მზის ელექტროსადგურების საინჟინრო-სამშენებლო კომპანია ჯეო-ენერჯისთან ითანამშრომლა.
R