სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 პროცედურა, რომელიც ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
4 პროცედურა, რომელიც ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

პი­რის ღრუს ჯან­მრთე­ლო­ბა პირ­და­პირ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე. გარ­და იმი­სა, რომ ჯან­სა­ღი კბი­ლე­ბი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას გვმა­ტებს, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მი­სა და ზო­გა­დად, ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

ყვე­ლამ ზედ­მი­წევ­ნით ვი­ცით, რომ კბი­ლე­ბის დილა-სა­ღა­მოს გა­ხეხ­ვა, ძა­ფი­სა და კბილ­თა­შო­რი­სი ჯაგ­რი­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, სავ­ლე­ბი­სა და ირი­გა­ტო­რის მოხ­მა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის ნა­წი­ლი უნდა იყოს, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, კა­რი­ე­სი მა­ინც გან­ვი­თარ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ, რა და­მა­ტე­ბით პრო­ცე­დუ­რებს უნდა მივ­მარ­თოთ ჯან­მრთე­ლი კბი­ლე­ბი­სა და ღრძი­ლე­ბის ხან­გრძლი­ვად შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად?

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც პი­რის ღრუს მოვ­ლი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლეს მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ, გვირ­ჩე­ვენ, რომ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თოთ პრე­ვენ­ცი­ა­ზე, რაც გარ­თუ­ლე­ბებ­სა და კბი­ლე­ბის და­კარ­გვას აგ­ვა­რი­დებს თა­ვი­დან.

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ გუნ­დი

პრე­ვენ­ცი­ის ნა­წი­ლი კი ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას­თან ერ­თად, შემ­დე­გი 4 პრო­ცე­დუ­რა უნდა იყოს:

1. რე­გუ­ლა­რუ­ლი ვი­ზი­ტი სტო­მა­ტო­ლოგ­თან

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გვა­წუ­ხებს თუ არა კა­რი­ე­სი ან სხვა პრობ­ლე­მა, სტო­მა­ტო­ლოგ­თან 6 თვე­ში ერთხელ ვი­ზი­ტი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი წმენ­და სა­მო­მავ­ლო გარ­თუ­ლე­ბებს აგ­ვა­რი­დებს თა­ვი­დან. ამას­თან, ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნოს ჩვენ­თვის უხი­ლა­ვი ანო­მა­ლი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, პა­რო­დონ­ტი­ტი და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

პე­რი­ო­დუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კა­ში“ ტარ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი აპა­რა­ტე­ბით (ორალ­კა­მე­რა, კა­რი­ე­სის დე­ტექ­ტო­რი - SOPRO®care და ციფ­რუ­ლი რენტგე­ნო­ლო­გი­ის აპა­რა­ტი - ACTEON X-mind UNITY), რაც ყვე­ლა­ზე მცი­რე პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ამას­თან, კლი­ნი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა PLANMECA 3D კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა კბი­ლე­ბის, ღრძი­ლე­ბი­სა და ძვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა ექიმს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ზუს­ტად შე­ა­ფა­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­არ­ჩი­ოს სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებს, სტო­მა­ტო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი კბი­ლის ამოს­ვლის­თა­ნა­ვე, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის ასა­კი­დან. შემ­დგო­მი ვი­ზი­ტე­ბი კი სა­სურ­ვე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს 6 თვე­ში ერთხელ, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად აღ­მო­ი­ფხვრას პრობ­ლე­მე­ბი და და­ი­ნიშ­ნოს სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა.

2. კბი­ლის სა­ღე­ჭი ზე­და­პი­რე­ბის ჩა­ბეჭდ­ვა

კბი­ლის სა­ღე­ჭი ზე­და­პი­რე­ბის ჩა­ბეჭდ­ვა (სი­ლან­ტე­ბი) გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კა­რი­ე­სის წარ­მოქ­მნის რის­კის ზო­ნებ­ში, სა­დაც მი­ნან­ქა­რი ნაკ­ლე­ბად მი­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. პრო­ცე­დუ­რა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლით, სი­ლან­ტე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ბავ­შვე­ბის­თვის მუდ­მი­ვი კბი­ლე­ბის ამოჭ­რის შემ­დეგ.

სი­ლან­ტე­ბის პრო­ცე­დუ­რა ტარ­დე­ბა ბი­ო­ი­ნერ­ტუ­ლი, ფო­ტო­პო­ლი­მე­რუ­ლი მა­სა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც კბილ­თა­შუა ღრმუ­ლებს ნა­დე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან იცავს. მა­სა­ლა უშუ­ა­ლოდ თავ­სდე­ბა კბი­ლე­ბის ზე­და­პი­რის ღრმა ნაჭ­დე­ვებ­ზე და ფო­ტო­დი­ნა­მი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით მყარ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წამ­ში.

მკურ­ნა­ლო­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო და სწრა­ფია და დიდ როლს ას­რუ­ლებს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კბი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

3. ღრძი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა

ღრძი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა ჯან­სა­ღი კბი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ სტო­მა­ტო­ლოგ­თან პე­რი­ო­დუ­ლი ვი­ზი­ტი­სას ფას­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ინიშ­ნე­ბა პა­რო­დონ­ტო­ლო­გი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ისე პრო­ცე­დუ­რე­ბი.

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ პა­რო­დონ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი წმენ­დის ჩა­ტა­რე­ბა, რაც შვე­ი­ცა­რი­უ­ლი GBT პრო­ტო­კო­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ღრძი­ლე­ბის­თვის ტრავ­მუ­ლი არ არის.

კონ­სულ­ტა­ცი­ი­სას სტო­მა­ტო­ლო­გი ზედ­მი­წევ­ნით კრებს ანამ­ნეზს, ამოწ­მებს ღრძი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, პა­რო­დონ­ტა­ლუ­რი ჯი­ბე­ე­ბის, ღრძილ­ზე­და და ღრძილ­ქვე­შა ნა­დე­ბის არ­სე­ბო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად ნიშ­ნავს პრო­ცე­დუ­რებს. ამას­თან, ექი­მი პა­ცი­ენტს ას­წავ­ლის კბი­ლე­ბის სწო­რად გა­ხეხ­ვის ტექ­ნი­კა­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ურ­ჩევს ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბებს. მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ ექი­მი გან­სა­ზღვრავს ვი­ზი­ტის დრო­საც, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს 3,4 ან 6-თვი­ა­ნი შუ­ა­ლე­დის შემ­დეგ.

უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­შინ, როცა ანამ­ნეზ­ში პა­რო­დონ­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გვაქვს.

4. კბი­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი წმენ­და თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კა­ში“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი წმენ­დის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით, კერ­ძოდ, ულტრაბ­გე­რი­თი სკა­ლე­რით ტარ­დე­ბა (ACTEON Newtron®). აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს დის­კომ­ფორ­ტს და არ აზი­ა­ნებს კბი­ლის მი­ნან­ქარს. ის ეფექ­ტუ­რად აშო­რებს ქვებს არა მარ­ტო ზე­და­პი­რი­დან, არა­მედ ღრძილ­ქვე­შა მი­და­მო­და­ნაც. პრო­ცე­დუ­რა მთავ­რდე­ბა კბი­ლე­ბის პო­ლი­რე­ბით AIR-N-GO® EASY, უზ­რუნ­ველ­ყოფს მი­ნან­ქრის სიგ­ლუ­ვე­სა და ბზინ­ვა­რე­ბას, ამავდრო­უ­ლად ხელს უშ­ლის ნა­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით დაგ­რო­ვე­ბას.

კბი­ლე­ბის წმენ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რაა სხვა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის წინ, რათა კბი­ლე­ბის დაბ­ჟე­ნის ან არ­ხე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის დრო­საც კი მი­ნი­მა­ლუ­რამ­დე შემ­ცირ­დეს სა­მუ­შაო არეს ბაქ­ტე­რი­ე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბა. ეს კი თა­ვის მხრივ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი რეს­ტავ­რა­ცი­ე­ბი­სა და ენდო მკურ­ნა­ლო­ბის, ასე­ვე კბი­ლე­ბის ამო­ღე­ბის, იმპლან­ტა­ცი­ის, ორ­თო­პე­დი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის უნაკ­ლოდ შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თე­ბენ ვი­ნი­რე­ბი­თა და ხე­ლოვ­ნუ­რი გვირ­გვი­ნე­ბით და­ფა­რუ­ლი კბი­ლე­ბის ან იმპლან­ტე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მოვ­ლას, რაც შემ­დგომ­ში ბევრ გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევს. რო­გორც ექი­მე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ტე­მა­ტუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მოვ­ლა, რათა იმპლან­ტი­რე­ბუ­ლი ან რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი კბი­ლე­ბი არ და­ზი­ან­დეს.

მოვ­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია კბი­ლე­ბის ბრე­კე­ტე­ბით გას­წო­რე­ბის დრო­საც. სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ამ დროს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში სა­თა­ნა­დო ჰი­გი­ე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, GBT პრო­ტო­კო­ლით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი წმენ­და კი თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს კა­რი­ე­სის წარ­მოქ­მნა­სა და ღრძი­ლე­ბის ან­თე­ბას.

კბი­ლე­ბის მოვ­ლის სწო­რი ტექ­ნი­კი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მოვ­ლის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­გი­ზი­ა­რებთ „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ ჰი­გი­ე­ნის­ტი – ლელა ნემ­სა­ძე.

კლი­ნი­კას შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ მი­სა­მარ­თზე: ქ.თბი­ლი­სი, ბე­ლი­აშ­ვი­ლის 68ა, ტელ:+511 11 11 42.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაციენტი
0

სასიხარულოა რომ სტომატოლოგია ასეთ მაღალ დონეზეა უბრალოდ ძალიან ძვირია და ცოტა უცნაურია რკლამირება ამ კლინიკის.ვისაც ფული აქვს დეტალურად და ძალიან კარგად იცის ქალაქის საუკეთესო კლინიკები რომელია და ვისაც სამაგისო თანხა არ გააჩნია. იმათ. რაო დაგვცინით!.. 

მოქალაქე
0

დახასიეთება საუკეთესო გაქვთ,მაგრამ მომსახურეობის გადასახდელი თანხა როგორი იქნება საკითხავი აი ეგ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

4 პროცედურა, რომელიც ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

4 პროცედურა, რომელიც ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

პირის ღრუს ჯანმრთელობა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. გარდა იმისა, რომ ჯანსაღი კბილები თავდაჯერებულობას გვმატებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ზოგადად, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ყველამ ზედმიწევნით ვიცით, რომ კბილების დილა-საღამოს გახეხვა, ძაფისა და კბილთაშორისი ჯაგრისების გამოყენება, სავლებისა და ირიგატორის მოხმარება ყოველდღიური რუტინის ნაწილი უნდა იყოს, თუმცა შეიძლება, კარიესი მაინც განვითარდეს. სწორედ ამიტომ, რა დამატებით პროცედურებს უნდა მივმართოთ ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების ხანგრძლივად შესანარჩუნებლად?

„რიხტერის კლინიკის“ სტომატოლოგები, რომლებიც პირის ღრუს მოვლისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს იყენებენ, გვირჩევენ, რომ მთავარი აქცენტი გავაკეთოთ პრევენციაზე, რაც გართულებებსა და კბილების დაკარგვას აგვარიდებს თავიდან.

„რიხტერის კლინიკის“ გუნდი

პრევენციის ნაწილი კი ყოველდღიურ რუტინასთან ერთად, შემდეგი 4 პროცედურა უნდა იყოს:

1. რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან

მიუხედავად იმისა, გვაწუხებს თუ არა კარიესი ან სხვა პრობლემა, სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ ვიზიტი და პროფესიონალური წმენდა სამომავლო გართულებებს აგვარიდებს თავიდან. ამასთან, ექიმმა შეიძლება აღმოაჩინოს ჩვენთვის უხილავი ანომალიები, მაგალითად, პაროდონტიტი და სხვა დაავადებები.

პერიოდული სტომატოლოგიური გამოკვლევა „რიხტერის კლინიკაში“ ტარდება სპეციალური დიაგნოსტიკური აპარატებით (ორალკამერა, კარიესის დეტექტორი - SOPRO®care და ციფრული რენტგენოლოგიის აპარატი - ACTEON X-mind UNITY), რაც ყველაზე მცირე პრობლემების გამოვლენის საშუალებას იძლევა.

ამასთან, კლინიკაში გამოიყენება PLANMECA 3D კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც ზუსტ ინფორმაციას იძლევა კბილების, ღრძილებისა და ძვლოვანი სტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მიდგომა ექიმს საშუალებას აძლევს, ზუსტად შეაფასოს მდგომარეობა და შეარჩიოს საჭირო მკურნალობა.

რაც შეეხება ბავშვებს, სტომატოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია პირველი კბილის ამოსვლისთანავე, ანუ დაახლოებით 1 წლის ასაკიდან. შემდგომი ვიზიტები კი სასურველია განხორციელდეს 6 თვეში ერთხელ, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად აღმოიფხვრას პრობლემები და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.

2. კბილის საღეჭი ზედაპირების ჩაბეჭდვა

კბილის საღეჭი ზედაპირების ჩაბეჭდვა (სილანტები) გამოიყენება კარიესის წარმოქმნის რისკის ზონებში, სადაც მინანქარი ნაკლებად მინერალიზებულია. პროცედურა ხორციელდება სპეციალური მასალით, სილანტებით. განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისთვის მუდმივი კბილების ამოჭრის შემდეგ.

სილანტების პროცედურა ტარდება ბიოინერტული, ფოტოპოლიმერული მასალებით, რომლებიც კბილთაშუა ღრმულებს ნადებისა და ბაქტერიებისგან იცავს. მასალა უშუალოდ თავსდება კბილების ზედაპირის ღრმა ნაჭდევებზე და ფოტოდინამიკური ტექნოლოგიის მეშვეობით მყარდება რამდენიმე წამში.

მკურნალობის აღნიშნული მეთოდი სრულიად უსაფრთხო და სწრაფია და დიდ როლს ასრულებს დაზიანებული კბილების შენარჩუნებაში.

3. ღრძილების დაავადებების პროფილაქტიკა

ღრძილების ჯანმრთელობა ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ სტომატოლოგთან პერიოდული ვიზიტისას ფასდება არსებული ვითარება და საჭიროებისამებრ ინიშნება პაროდონტოლოგიური მკურნალობა, რაც შეიძლება იყოს როგორც მოვლის საშუალებები, ისე პროცედურები.

„რიხტერის კლინიკაში“ განმარტავენ, რომ პაროდონტის მკურნალობისთვის აუცილებელია პროფესიონალური წმენდის ჩატარება, რაც შვეიცარიული GBT პროტოკოლით ხორციელდება და ღრძილებისთვის ტრავმული არ არის.

კონსულტაციისას სტომატოლოგი ზედმიწევნით კრებს ანამნეზს, ამოწმებს ღრძილის მდგომარეობას, პაროდონტალური ჯიბეების, ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადების არსებობას და შესაბამისად ნიშნავს პროცედურებს. ამასთან, ექიმი პაციენტს ასწავლის კბილების სწორად გახეხვის ტექნიკასა და ინდივიდუალურად ურჩევს ჰიგიენის საშუალებებს. მდგომარეობის შეფასების შემდეგ ექიმი განსაზღვრავს ვიზიტის დროსაც, რომელიც შეიძლება იყოს 3,4 ან 6-თვიანი შუალედის შემდეგ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპრევენციო ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ანამნეზში პაროდონტული დაავადებები გვაქვს.

4. კბილების პროფესიონალური წმენდა თანამედროვე მიდგომებით

„რიხტერის კლინიკაში“ გამოიყენება პროფესიონალური წმენდის თანამედროვე მეთოდები, რომელიც უახლესი აპარატურით, კერძოდ, ულტრაბგერითი სკალერით ტარდება (ACTEON Newtron®). აღნიშნული აპარატები მინიმუმამდე ამცირებს დისკომფორტს და არ აზიანებს კბილის მინანქარს. ის ეფექტურად აშორებს ქვებს არა მარტო ზედაპირიდან, არამედ ღრძილქვეშა მიდამოდანაც. პროცედურა მთავრდება კბილების პოლირებით AIR-N-GO® EASY, უზრუნველყოფს მინანქრის სიგლუვესა და ბზინვარებას, ამავდროულად ხელს უშლის ნადების განმეორებით დაგროვებას.

კბილების წმენდა აუცილებელი პროცედურაა სხვა სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების წინ, რათა კბილების დაბჟენის ან არხების მკურნალობის დროსაც კი მინიმალურამდე შემცირდეს სამუშაო არეს ბაქტერიებით დაბინძურება. ეს კი თავის მხრივ, წარმატებული რესტავრაციებისა და ენდო მკურნალობის, ასევე კბილების ამოღების, იმპლანტაციის, ორთოპედიული სამუშაოების უნაკლოდ შესრულების საშუალებას იძლევა.

„რიხტერის კლინიკაში“ განმარტავენ, რომ პაციენტები ხშირად იგნორირებას უკეთებენ ვინირებითა და ხელოვნური გვირგვინებით დაფარული კბილების ან იმპლანტების პროფესიონალურ მოვლას, რაც შემდგომში ბევრ გართულებას იწვევს. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ამ დროს აუცილებელია სისტემატური პროფესიონალური მოვლა, რათა იმპლანტირებული ან რესტავრირებული კბილები არ დაზიანდეს.

მოვლის აღნიშნული მეთოდების გამოყენება აუცილებელია კბილების ბრეკეტებით გასწორების დროსაც. სტომატოლოგების განმარტებით, ამ დროს სახლის პირობებში სათანადო ჰიგიენის შენარჩუნება ვერ ხერხდება, GBT პროტოკოლით ჩატარებული პროფესიონალური წმენდა კი თავიდან აგვაცილებს კარიესის წარმოქმნასა და ღრძილების ანთებას.

კბილების მოვლის სწორი ტექნიკისა და პროფესიონალური მოვლის შესახებ დამატებით რეკომენდაციებს გაგიზიარებთ „რიხტერის კლინიკის“ ჰიგიენისტი – ლელა ნემსაძე.

კლინიკას შეგიძლიათ ეწვიოთ მისამართზე: ქ.თბილისი, ბელიაშვილის 68ა, ტელ:+511 11 11 42.

R