მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის" - კობახიძე
"საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის" - კობახიძე

“რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ნე­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას, მათ არ მოს­წონთ იმ რე­ა­ლო­ბის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომ­თან - რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია და მათი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ცდი­ლობ­დნენ ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც რო­მან­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა წარ­მო­ე­ჩი­ნათ. ახლა არი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი იმის გამო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შიშ­ვე­ლი სი­მარ­თლე ვაჩ­ვე­ნეთ ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით“,- ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იმ ფაქტს, რომ "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ და გიგი უგუ­ლა­ვამ მათი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რი და­ა­ზი­ა­ნეს.

მი­სი­ვე თქმით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ არ მოხ­დეს უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია.

“რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ნე­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას, მათ არ მოს­წონთ იმ რე­ა­ლო­ბის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომ­თან. რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, მათი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი 2 წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი უმა­ლავ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმას, თუ რა ხდე­ბა დღეს უკ­რა­ი­ნა­ში. უკ­რა­ი­ნა­ში უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა, ამ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, მა­შინ, რო­დე­საც ომის და­წყე­ბამ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ 8%. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი და­კარ­გა უკ­რა­ი­ნამ. უმ­ძი­მე­სი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, უამ­რავ და­სახ­ლე­ბა­ში არ აქვთ გაზი, დენი, წყა­ლი, მათ შო­რის დიდ ქა­ლა­ქებ­ში. და­ღუ­პუ­ლია ათი ათა­სო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი, ასო­ბით ბავ­შვი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია და მათი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ცდი­ლობ­დნენ ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც რო­მან­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა წარ­მო­ე­ჩი­ნათ. ახლა არი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი იმის გამო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შიშ­ვე­ლი სი­მარ­თლე ვაჩ­ვე­ნეთ ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათი მი­ზა­ნი იყო ქარ­თვე­ლებს მონ­დო­მე­ბო­დათ იმ ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბა, რა­საც უკ­რა­ი­ნა იზი­ა­რებს. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ არ მოხ­დეს უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია. არ გა­იხ­სნას მე­ო­რე ფრონ­ტი. იმი­სათ­ვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 26 ოქ­ტომ­ბერს ხალ­ხმა მხა­რი და­უ­ჭი­როს მშვი­დო­ბას“,- აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ჭი­როა, შე­სა­ბა­მი­სი პარ­ტი­ე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბა და არა მათი ამომ­რჩევ­ლის.

“ამომ­რჩევ­ლის დას­ჯა ჩვენ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლა ამომ­რჩე­ველ­მა უნდა გა­ი­ზი­ა­როს, თი­თო­ე­უ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ზე. 2020 ან 2021 წელს რომ გა­ე­მარ­ჯვა იმ ამომ­რჩევ­ლის ხმას, რო­მელ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რა “ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ , “ლე­ლოს", გა­ხა­რი­ას და სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ამომ­რჩევ­ლის დას­ჯას, ჩვენ­თვის ეს არ არის ის სა­კი­თხი, რაც შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ. ჩვენ უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გე­ნენ დაბ­რკო­ლე­ბას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გზა­ზე. ეს არის კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა". სა­ჭი­როა, შე­სა­ბა­მი­სი პარ­ტი­ე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბა და არა მათი ამომ­რჩევ­ლის გა­სა­მარ­თლე­ბა. ბოლ­შე­ვი­კებს ბოლ­შე­ვიზ­მი წარ­მო­შობს, ფა­შის­ტებს ფა­შიზ­მი. ნე­ბის­მი­ე­რი არას­წო­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მიმ­დევ­რებს წარ­მო­შობს შე­სა­ბა­მი­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. უნდა ვებ­რძო­ლოთ არა ამომ­რჩე­ველს, არა­მედ და­ნა­შა­უ­ლის წყა­როს. ესე­ნი არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ჯა­შუ­შე­ბი არი­ან. გარე და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბენ“,- აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

ავტორი:

"საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის" - კობახიძე

"საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის" - კობახიძე

“რაც შეეხება ბანერების დაზიანებას, მათ არ მოსწონთ იმ რეალობის ჩვენება, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან - რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები ცდილობდნენ ეს ყველაფერი, როგორც რომანტიკული მოვლენა წარმოეჩინათ. ახლა არიან შეშფოთებულები იმის გამო, რომ საზოგადოებას შიშველი სიმართლე ვაჩვენეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით“,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ მათი პარტიის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ მოხდეს უკრაინიზაცია.

“რაც შეეხება ბანერების დაზიანებას, მათ არ მოსწონთ იმ რეალობის ჩვენება, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან. რადიკალური ოპოზიცია, მათი მედიასაშუალებები 2 წელიწად-ნახევარი უმალავდნენ საზოგადოებას იმას, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში. უკრაინაში უმძიმესი ვითარებაა, ამ ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც ომის დაწყებამდე ოკუპირებული იყო მხოლოდ 8%. ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ენერგეტიკის სფეროში ელექტროენერგიის გამომუშავების ნახევარი დაკარგა უკრაინამ. უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა, უამრავ დასახლებაში არ აქვთ გაზი, დენი, წყალი, მათ შორის დიდ ქალაქებში. დაღუპულია ათი ათასობით უკრაინელი, ასობით ბავშვი. ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები ცდილობდნენ ეს ყველაფერი, როგორც რომანტიკული მოვლენა წარმოეჩინათ. ახლა არიან შეშფოთებულები იმის გამო, რომ საზოგადოებას შიშველი სიმართლე ვაჩვენეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მათი მიზანი იყო ქართველებს მონდომებოდათ იმ ბედის გაზიარება, რასაც უკრაინა იზიარებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოხდეს უკრაინიზაცია. არ გაიხსნას მეორე ფრონტი. იმისათვის არის მნიშვნელოვანი 26 ოქტომბერს ხალხმა მხარი დაუჭიროს მშვიდობას“,- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის.

“ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის წარმოუდგენელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ყველა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს, თითოეული ამომრჩეველი პასუხისმგებელია საკუთარ არჩევანზე. 2020 ან 2021 წელს რომ გაემარჯვა იმ ამომრჩევლის ხმას, რომელმაც მხარი დაუჭირა “ნაცმოძრაობას“ , “ლელოს", გახარიას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ამ შემთხვევაში საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. რაც შეეხება ამომრჩევლის დასჯას, ჩვენთვის ეს არ არის ის საკითხი, რაც შეიძლება განვიხილოთ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ პოლიტიკური პარტიების გასამართლება, რომელიც წარმოადგენენ დაბრკოლებას დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების გზაზე. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა". საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის გასამართლება. ბოლშევიკებს ბოლშევიზმი წარმოშობს, ფაშისტებს ფაშიზმი. ნებისმიერი არასწორი მიმდინარეობის მიმდევრებს წარმოშობს შესაბამისი მიმდინარეობა. უნდა ვებრძოლოთ არა ამომრჩეველს, არამედ დანაშაულის წყაროს. ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სინამდვილეში ჯაშუშები არიან. გარე დავალებების შესაბამისად მოქმედებენ“,- აღნიშნა კობახიძემ.