კომისარ მეგრეს დეტექტიური ისტორიები გრძელდება! ჟორჟ სიმენონის ათტომეულის მეხუთე ტომი უკვე გაყიდვაშია!

კომისარ მეგრეს დეტექტიური ისტორიები გრძელდება! ჟორჟ სიმენონის ათტომეულის მეხუთე ტომი უკვე გაყიდვაშია!

ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერლის, ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონის დეტექტიური წიგნების სერიის მეხუთე ტომი - "მეგრეს მოგონებები" უკვე „ბიბლუსის“ ქსელშია!

ერთი კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან - კვირის ჩათვლით, წიგნს სპეციალურ ფასად, 8 ლარად შეიძენთ. ფასდაკლება ასევე გავრცელდება ათტომეულის პირველ ოთხ ტომზეც.

ჟორჟ სიმენონის დეტექტიური წიგნების სერიას გამომცემლობა „პალიტრა L” გამოსცემს. „მეგრეს მოგონებები“ ფრანგული ორიგინალიდან, ეკატერინე სუმბათაშვილმა თარგმნა.

წიგნში კომისარი მეგრე, რომელიც უკვე სახელგანთქმული მაძებარია, გაუზიარებს მკითხველს თავისი ცხოვრების და გამოძიების რთულ და დაუზუსტებელ დეტალებს. მემუარები ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ გახდა იგი სპეციალური ბრიგადის წევრი და შემდეგ კომისარი, როგორ შეხვდა მწერალ ჟორჟ სიმენონს.

სერიის ფარგლებში გამოსულია:

  • პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან
  • ყვითელი ძაღლი
  • ბერჟერაკელი შეშლილი
  • სასტუმრო „მაჟესტიკის“ სარდაფები
  • მეგრეს მოგონებები

წიგნი ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში და ონლაინ: palitral.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: 032 2 47 00 45.

R