ავტორი:

ავარია თბილისში - ხესთან შეჯახების შედეგად დაიღუპა სატვირთოს მძღოლი: რა დეტალები ხდება ცნობილი

ავარია თბილისში - ხესთან შეჯახების შედეგად დაიღუპა სატვირთოს მძღოლი: რა დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევა დილით, იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ მოხდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.