ავტორი:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

მატჩში პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ კი მატჩში ერთი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, საქართველოს ნაკრებმა კი 2 გოლის გატანა მოახერხა. საბოლოოდ ანგარიში საქართველოს მოგებით 2:1 დასრულდა.

შესაბამისად, ისტორიაში პირველად, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს.